პლატონ იოსელიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 37:
# [[ანტონ I]]-ის „წყობილსიტყვაობა“ (1853)
# [[იოსებ თბილელი]]ს „დიდმოურავიანი“ (1851)
მალე პლატონ იოსელიანი აირჩიეს საქართველოს სინოდალური სამმართველოს წარმომადგენლად. 1846-1856 წლებში რედაქტორობდა რუსულ პერიოდულ გაზეთს [[ზაკავკაზსკი ვესტნიკ|„ზაკავკაზსკი ვესტნიკს“]], რომელიც [[თბილისი|თბილისში]] გამოდიოდა. ამ გაზეთში გამოაქვეყნა იოსელიანმა თავისი გამოკვლევები. 1849 წელს იმოგზაურა საბერძნეთში, მოინახულა [[ათონის ივერთა მონასტერი]], შეისწავლა ქართული კულტურის ძეგლები.
{{ციტატა|პლატონ იოსელიანს თავის საეკლესიო წერილების წერით და ქადაგებით საქმე ისე ბრწყინვალედ წაუვიდა, რომ მთავრობამ მასში დიდი ნიჭი და ძალა დაინახა, ამას აკუთვნეს ისტორიკოსის სახელი, დიდ პატივს სცემდნენ ეგზარხოსები და სამღვდელონი, ქართველნი უფრო. ამის მეოხებიტ მან მთავრობას დახმარება სთხოვა და ამის საშვალებით გაემგზავრა ათონის მთის ივერიის მონასტრის წიგნთ საცავში ქართული წიგნების გასაცნობათ. მგზავრობის დროს ეს იყო ტრაპიზონში, აქ ამან ერტ ეკლესიაზე ქართული წარწერებიანი ქვა ჰპოვა.}}
იოსელიანი იყო ათენის არქეოლოგთა საზოგადოების ნამდვილი წევრი. აქტიურად თანამშრომლობდა და კორესპონდენციებს გზავნიდა [[რუსეთი]]ს მეცნიერებათა აკადემიაში. მჭიდროდ იყო დაკავშირებული აკადემიკოს [[მარი ბროსე|მარი ბროსესთან]]. 1860-1875 წლებში გამოსცა ქართველოლოგიური პრობლემატიკისადმი მიძღვნილი მრავალი ათეული ნაშრომი. მსოფლმხედველობით იოსელიანი იდეალისტი იყო. მისი აზრით, ისტორიის პროცესს წარმართავდა უზენაესი განგება. კაცობრიობის ისტორიას იოსელიანი 3 დიდ პერიოდად ყოფდა: გვაროვნული ანუ პირველყოფილ-თემურ, ფეოდალურ და კაპიტალისტურ წყობილებებად. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა საქართველოს ქალაქების ისტორიის შესწავლას, მათი წარმოშობის პრობლემებს. იოსელიანს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლების შესწავლასა და გამოცემაში. გამოსცა [[ჩახრუხაძე|ჩახრუხაძის]] [[თამარიანი (ნაწარმოები)|„თამარიანი“]] (1838), [[იოანე შავთელი]]ს „[[აბდულმესიანი]]“ (1938), [[იოსებ თბილელი]]ს „დიდმოურავიანი“ (1851), [[ტიმოთე გაბაშვილი]]ს „მიმოსვლა“ (1852), [[ანტონ I]]-ის „წყობილსიტყვაობა“ (1853), [[არჩილ II]]-ის „თეიმურაზიანი“ (1853) და სხვა. 1850 წელს მისი წინასიტყვაობით გამოვიდა [[გიორგი ერისთავი (დრამატურგი)|გიორგი ერისთავი]]ს „გაყრა“. იოსელიანი ანტონ I-ის ლიტერატურული სკოლისა და ენობრივი პოზიციის მიმდევარი იყო, რაც გამოვლინდა მის თხზულებაში „პირუჱლ-დაწყებითი კანონნი ქართულისა ღრამატიკისა“ (1840). [[მამებისა და შვილების ბრძოლა|„მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლის]] დროს იოსელიანი „მამათა“ ბანაკს ემხრობოდა. ძველი თაობის წინააღმდეგ მიმართულ „გამოცანებში“ (1871) [[ილია ჭავჭავაძე]]მ სხვა მოღვაწეთა შორის იოსელიანიც გაკენწლა.
 
ისტორიის საკითხების გაშუქებისას იოსელიანი მნიშვნელოვან ადგილს უთმობდა ფოლკლორულ მასალას, კრებდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს. იგი ქართული გამოცანების პირველ ჩამწერად ითვლება. შეადგინა კრებულები „გამოცანანი ქართულნი“ (1835) და „ანდაზები და გამოცანები“ (1939).