პლატონ იოსელიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 27:
მასწავლებლობის შესვლის დროსვე მოჰკიდა ხელი საქართველოს ისტორიის მასალების შეგროვებასა და წიგნების ბეჭდვას. 1837 წელს გამოსცა [[ჩახრუხაძე|ჩახრუხაძის]] და [[იოანე შავთელი|შავთელის]] [[თამარიანი (ნაწარმოები)|„თამარიანი“]]. იმავე წელს მას მიანდეს საეკლესიო გუჯარების გაშინჯვა და გაცნობა, რაზედაც პეტერბურგში წარდგენილ ანგარიშზე მადლობა და ჯილდო მიიღო. რუსეთის მაღალ წრეებში ნდობით აღჭურვილ პლატონ იოსელიანს მიანდეს მცხეთის ტაძრის წიგნთსაცავის წიგნების გადასინჯვა და კატალოგის შედგენა, რაზედაც მან შესრულებულ სამუშაოში [[1839]] წელს მთავრობის მორიგი ჯილდო მიიღო.
{{ციტატა|ამ დროს აღმოსჩნდა ამ წიგნთ საცავში ის ძველი წიგნი „ირმოლოგი“ რომელიც ვახუშტი ბატონიშვილს ჰკავებოდა ხელში თავის შრომის დროს. დღეს სად არის ეს წიგნი კაცმა არ იცის.}}
18411840 წელს თბილისში პირველად ცალკე წიგნად გამოსცა „ქართული გრამატიკა“<ref>[http://dspace.gela.org.ge/handle/123456789/4890 პ. იოსელიანი, „პირუელ-დაწყებითნი კანონნი ქართულის ღრამატიკისა“ თბ., 1840]</ref>, რომელიც თავისი მრავალი ნაკლულევანობის მიუხედავად დიდ მოვლენად ჩაითვალა. აღნიშნული წიგნი მხოლოდ ორჯერ გამოიცა 1841 და 1863 წლებში. სწორედ ამ პერიოდში მეცნიერთა შორის დაიწყო ფიქრი ქართულ ანბანში ზოგიერთი ასოების შემდგომი გამოყენება არ გამოყენება. ქართული გრამატიკის გარდა იმავე 1841 წელს გამოსცა ქართული კალენდარიც. 1841 წელს პეტერბურგში რუსულ ენაზე გამოსცა საქართველოს ეკლესიის ისტორია. აღნიშნული გამოცემისათვის მასალებს იგი 1834 წლიდან აგროვებდა.
 
1842-1843 წლებში სამინისტროს ჟურნალში დაბეჭდილი გიორგი მოურავისა და ანტონ კათალიკოსის ცხოვრების, ასევე ქვატა ხევის მონასტრის აღწერის გამო მიიღო მთავრობისაგან მადლობები და წმინდა ანნასანას პირველი ხარისხის ორდენის ნიშანი.
 
ქართულ საზოგადოებაში არსებულმა სულიერმა მდგომარეობამ გამოიწვია ძველი ქართული მწერლობის პლატონ იოსელიანისთვის დაკვეთა, რაზედაც შეგროვდა 1000 მანეთი. ამ ფულით მან დაბეჭდა:
# იონა რუისის მიტროპოლიტის მოგზაურობა
# [[ტიმოთე გაბაშვილი]]ს „მიმოსვლა“ (1852)
# არჩილიანი
# [[ანტონ I]]-ის „წყობილსიტყვაობა“ (1853)
# [[იოსებ თბილელი]]ს „დიდმოურავიანი“ (1851)
მალე პლატონ იოსელიანი აირჩიეს საქართველოს სინოდალური სამმართველოს წარმომადგენლად. 1846-1856 წლებში რედაქტორობდა რუსულ პერიოდულ გაზეთს [[ზაკავკაზსკი ვესტნიკ|„ზაკავკაზსკი ვესტნიკს“]], რომელიც [[თბილისი|თბილისში]] გამოდიოდა. ამ გაზეთში გამოაქვეყნა იოსელიანმა თავისი გამოკვლევები. 1849 წელს იმოგზაურა საბერძნეთში, მოინახულა ათონის ივერთა მონასტერი, შეისწავლა ქართული კულტურის ძეგლები. იოსელიანი იყო ათენის არქეოლოგთა საზოგადოების ნამდვილი წევრი. აქტიურად თანამშრომლობდა და კორესპონდენციებს გზავნიდა [[რუსეთი]]ს მეცნიერებათა აკადემიაში. მჭიდროდ იყო დაკავშირებული აკადემიკოს [[მარი ბროსე|მარი ბროსესთან]]. 1860-1875 წლებში გამოსცა ქართველოლოგიური პრობლემატიკისადმი მიძღვნილი მრავალი ათეული ნაშრომი. მსოფლმხედველობით იოსელიანი იდეალისტი იყო. მისი აზრით, ისტორიის პროცესს წარმართავდა უზენაესი განგება. კაცობრიობის ისტორიას იოსელიანი 3 დიდ პერიოდად ყოფდა: გვაროვნული ანუ პირველყოფილ-თემურ, ფეოდალურ და კაპიტალისტურ წყობილებებად. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა საქართველოს ქალაქების ისტორიის შესწავლას, მათი წარმოშობის პრობლემებს. იოსელიანს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლების შესწავლასა და გამოცემაში. გამოსცა [[ჩახრუხაძე|ჩახრუხაძის]] [[თამარიანი (ნაწარმოები)|„თამარიანი“]] (1838), [[იოანე შავთელი]]ს „[[აბდულმესიანი]]“ (1938), [[იოსებ თბილელი]]ს „დიდმოურავიანი“ (1851), [[ტიმოთე გაბაშვილი]]ს „მიმოსვლა“ (1852), [[ანტონ I]]-ის „წყობილსიტყვაობა“ (1853), [[არჩილ II]]-ის „თეიმურაზიანი“ (1853) და სხვა. 1850 წელს მისი წინასიტყვაობით გამოვიდა [[გიორგი ერისთავი (დრამატურგი)|გიორგი ერისთავი]]ს „გაყრა“. იოსელიანი ანტონ I-ის ლიტერატურული სკოლისა და ენობრივი პოზიციის მიმდევარი იყო, რაც გამოვლინდა მის თხზულებაში „პირუჱლ-დაწყებითი კანონნი ქართულისა ღრამატიკისა“ (1840). [[მამებისა და შვილების ბრძოლა|„მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლის]] დროს იოსელიანი „მამათა“ ბანაკს ემხრობოდა. ძველი თაობის წინააღმდეგ მიმართულ „გამოცანებში“ (1871) [[ილია ჭავჭავაძე]]მ სხვა მოღვაწეთა შორის იოსელიანიც გაკენწლა.