პლატონ იოსელიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 25:
==ბიოგრაფია==
დაიბადა მეფე [[გიორგი XII]]-ის კარის მოძღვარის ოჯახში. თავდაპირველად მისი მასწავლებელი იყო გამოჩენილი კალიგრაფი, თელავის სემინარიის ყოფილი რექტორი — [[დავით რექტორი|დავითი]]. შემდეგ სწავლობდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელთან. [[1817]] წელს თბილისის სემინარიის დაარსებისას, მის მახლობლად დაარსებულ სასწავლებელში პირველ კლასში მიიღეს. [[1829]]-[[1931]] წლებში სწავლობდა [[პეტერბურგის სასულიერო აკადემია]]ში, რომელიც დაასრულა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით. პეტერბურგში სწავლის პერიოდში მას დიდ დახმარებას უწევდნენ ქართველი ბატონიშვილები, რომელთა რიცხვი მაშინ იქ ბევრი იყო. პლატონ იოსელიანი ბატონიშვილებისაგან დახმარების გარდა იძენდა ძველ წიგნებს, ცნობებს და ბევრ ისეთ ნივთს რაც იმ დროს იშვიათი იყო. აკადემიაში ყოფნის დროს [[თეიმურაზ ბატონიშვილი]]ს თხოვნით ქართულ ენაზე თარგმნა „ისტორია მწვალებელთა ქრისტიანობისა ვიდრე დაწყებით დროთა ჩვენამდე“. [[1835]] წელს მუშაობა დაიწყო [[თბილისის სემინარია]]ში ფილოსოფიისა და ფიზიკის მასწავლებლად, რომლის დროსაც მან მრავალი მასალა მოაგრავა მათ შორის {{ციტატა|საქართველოს ისტორია, უცნობის დამწერის, თბილისის სომეხთ კონსისტორიაში, რომელიც მაშინათვე პეტერბურგის აკადემიას გადასცა და დღეს ეს ისტორია აღარსად ჩანს.}}
მასწავლებლობის შესვლის დროსვე მოჰკიდა ხელი საქართველოს ისტორიის მასალების შეგროვებასა და წიგნების ბეჭდვას. 1837 წელს გამოსცა [[ჩახრუხაძე|ჩახრუხაძის]] და [[იოანე შავთელი|შავთელის]] [[თამარიანი (ნაწარმოები)|„თამარიანი“]]. იმავე წელს მას მიანდეს საეკლესიო გუჯარების გაშინჯვა და გაცნობა, რაზედაც პეტერბურგში წარდგენილ ანგარიშზე მადლობა და ჯილდო მიიღო. რუსეთის მაღალ წრეებში ნდობით აღჭურვილ პლატონ იოსელიანს მიანდეს მცხეთის ტაძრის წიგნთსაცავის წიგნების გადასინჯვა და კატალოგის შედგენა, რაზედაც მან შესრულებულ სამუშაოში [[1839]] წელს მთავრობის მორიგი ჯილდო მიიღო.
{{ციტატა|ამ დროს აღმოსჩნდა ამ წიგნთ საცავში ის ძველი წიგნი „ირმოლოგი“ რომელიც ვახუშტი ბატონიშვილს ჰკავებოდა ხელში თავის შრომის დროს. დღეს სად არის ეს წიგნი კაცმა არ იცის.}}
1841 წელს თბილისში პირველად ცალკე წიგნად გამოსცა „ქართული გრამატიკა“, რომელიც თავისი მრავალი ნაკლულევანობის მიუხედავად დიდ მოვლენად ჩაითვალა. აღნიშნული წიგნი მხოლოდ ორჯერ გამოიცა 1841 და 1863 წლებში. სწორედ ამ პერიოდში მეცნიერთა შორის დაიწყო ფიქრი ქართულ ანბანში ზოგიერთი ასოების შემდგომი გამოყენება არ გამოყენება. ქართული გრამატიკის გარდა იმავე 1841 წელს გამოსცა ქართული კალენდარიც.
 
1842-1843 წლებში სამინისტროს ჟურნალში დაბეჭდილი გიორგი მოურავისა და ანტონ კათალიკოსის ცხოვრების, ასევე ქვატა ხევის მონასტრის აღწერის გამო მიიღო მთავრობისაგან მადლობები და წმინდა ანნას პირველი ხარისხის ნიშანი.
მასწავლებლობის შესვლის დროსვე მოჰკიდა ხელი საქართველოს ისტორიის მასალების შეგროვებასა და წიგნების ბეჭდვას. 1837 წელს გამოსცა [[ჩახრუხაძე|ჩახრუხაძის]] და შავთელის [[თამარიანი (ნაწარმოები)|„თამარიანი“]]. იმავე წელს მას მიანდეს საეკლესიო გუჯარების გაშინჯვა და გაცნობა, რაზედაც პეტერბურგში წარდგენილ ანგარიშზე მადლობა და ჯილდო მიიღო. რუსეთის მაღალ წრეებში ნდობით აღჭურვილ პლატონ იოსელიანს მიანდეს მცხეთის ტაძრის წიგნთსაცავის წიგნების გადასინჯვა და კატალოგის შედგენა, რაზედაც მან შესრულებულ სამუშაოში [[1839]] წელს მთავრობის მორიგი ჯილდო მიიღო.
 
{{ციტატა|ამ დროს აღმოსჩნდა ამ წიგნთ საცავში ის ძველი წიგნი „ირმოლოგი“ რომელიც ვახუშტი ბატონიშვილს ჰკავებოდა ხელში თავის შრომის დროს. დღეს სად არის ეს წიგნი კაცმა არ იცის.}}
 
1845მალე პლატონ იოსელიანი აირჩიეს საქართველოს სინოდალური სამმართველოს წარმომადგენლად. 1846-1856 წლებში რედაქტორობდა რუსულ პერიოდულ გაზეთს [[ზაკავკაზსკი ვესტნიკ|„ზაკავკაზსკი ვესტნიკს“]], რომელიც [[თბილისი|თბილისში]] გამოდიოდა. ამ გაზეთში გამოაქვეყნა იოსელიანმა თავისი გამოკვლევები. 1849 წელს იმოგზაურა საბერძნეთში, მოინახულა ათონის ივერთა მონასტერი, შეისწავლა ქართული კულტურის ძეგლები. იოსელიანი იყო ათენის არქეოლოგთა საზოგადოების ნამდვილი წევრი. აქტიურად თანამშრომლობდა და კორესპონდენციებს გზავნიდა [[რუსეთი]]ს მეცნიერებათა აკადემიაში. მჭიდროდ იყო დაკავშირებული აკადემიკოს [[მარი ბროსე|მარი ბროსესთან]]. 1860-1875 წლებში გამოსცა ქართველოლოგიური პრობლემატიკისადმი მიძღვნილი მრავალი ათეული ნაშრომი. მსოფლმხედველობით იოსელიანი იდეალისტი იყო. მისი აზრით, ისტორიის პროცესს წარმართავდა უზენაესი განგება. კაცობრიობის ისტორიას იოსელიანი 3 დიდ პერიოდად ყოფდა: გვაროვნული ანუ პირველყოფილ-თემურ, ფეოდალურ და კაპიტალისტურ წყობილებებად. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა საქართველოს ქალაქების ისტორიის შესწავლას, მათი წარმოშობის პრობლემებს. იოსელიანს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლების შესწავლასა და გამოცემაში. გამოსცა [[ჩახრუხაძე|ჩახრუხაძის]] [[თამარიანი (ნაწარმოები)|„თამარიანი“]] (1838), [[იოანე შავთელი]]ს „[[აბდულმესიანი]]“ (1938), [[იოსებ თბილელი]]ს „დიდმოურავიანი“ (1851), [[ტიმოთე გაბაშვილი]]ს „მიმოსვლა“ (1852), [[ანტონ I]]-ის „წყობილსიტყვაობა“ (1853), [[არჩილ II]]-ის „თეიმურაზიანი“ (1853) და სხვა. 1850 წელს მისი წინასიტყვაობით გამოვიდა [[გიორგი ერისთავი (დრამატურგი)|გიორგი ერისთავი]]ს „გაყრა“. იოსელიანი ანტონ I-ის ლიტერატურული სკოლისა და ენობრივი პოზიციის მიმდევარი იყო, რაც გამოვლინდა მის თხზულებაში „პირუჱლ-დაწყებითი კანონნი ქართულისა ღრამატიკისა“ (1840). [[მამებისა და შვილების ბრძოლა|„მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლის]] დროს იოსელიანი „მამათა“ ბანაკს ემხრობოდა. ძველი თაობის წინააღმდეგ მიმართულ „გამოცანებში“ (1871) [[ილია ჭავჭავაძე]]მ სხვა მოღვაწეთა შორის იოსელიანიც გაკენწლა.
 
ისტორიის საკითხების გაშუქებისას იოსელიანი მნიშვნელოვან ადგილს უთმობდა ფოლკლორულ მასალას, კრებდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს. იგი ქართული გამოცანების პირველ ჩამწერად ითვლება. შეადგინა კრებულები „გამოცანანი ქართულნი“ (1835) და „ანდაზები და გამოცანები“ (1939).