'''გოვერლაჰოვერლა''', ''გოვერლა'' ({{lang-uk|Говерла}}) — [[უკრაინის კარპატები]]ს ყველაზე მაღალი მთა. სიმაღლე 2061 მ. ადმინისტრაციული თვალსაზრისით, მოქცეულია [[იმიერკარპატების ოლქი|იმიერკარპატებისა]] და [[ივანო-ფრანკოვსკის ოლქი|ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში]]. რუმინეთის სახელმწიფო საზღვრიდან მდებარეობს დაახლოებით 17 კმ-ში. მწვერვალი გუმბათისებურია. მთისძირში მდინარე [[პრუტი]]ს ერთ-ერთი სათავეა. ფერდობები შემოსილია წიფლისა და წიწვოვანი ტყით, მაღლა — მეტწილად ალპური მდელოა. განვითარებულია [[ტურიზმი]].