შალვა ამირანაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''შალვა იასონის ძე ამირანაშვილი''' (* [[26 მარტი]], [[1899]], [[ონი|ქ. ონი]] ― † [[9 თებერვალი]], [[1975]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] მეცნიერი, ხელოვნებათმცოდნე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის (ამჟამად [[რუსეთი|რუსეთის]] მეცნიერებათა აკადემია) წევრ-კორესპონდენტი (1943), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკამედიკოსი (1955), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1959), პროფესორი (1936), მეუზეუმების საერთაშორისო საბჭოს წევრი (1957).
==ბიოგრაფია==
[[1922]] წელს დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი (თსუ-ის პირველი გამოშვება). [[1923]]-[[1925]] წლებში მუშაობდა მოსკოვსა და ლენინგრადში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-სა და სამხატვრო აკადემიაში. თსუ-ს ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე ([[1925]]-იდან), [[1939]]-[[1975]] წლებში საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი იყო.
 
ამირანაშვილი ქართული ხელოვნების ისტორიის ერთ-ერთი პირველი მკვლევარია საქართველოში. იგი ითვლება კადემიკოს [[გიორგი ჩუბინაშვილი|გიორგი ჩუბინაშვილის]] ერთ-ერთ უახლოეს მოწაფედ. მისი განმაზოგადებელი ნაშრომები ხელოვნების აქტუალურ საკითხებს ეხება. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ძეგლთა დაცვისა და შეგროვების საქმეში.