ზუგდიდი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 42:
 
1973 წელს კი ზუგდიდში ჩამოყალიბდა ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელიც „დინამოს“ სახელით ასპარეზობდა და ამავე წელს ზუგდიდური გუნდი გახდა, საქართველოს თასის მფლობელი, საქართველოს ჩემპიონი და მილიონთა თასის გათამაშების ნახევარფინალისტი. ზუგდიდის „დინამოს“ ამ პერიოდში წვრთნიდა ჯუმბერ ჩუხუა. შემადგენლობა კი ასეთი იყო: 1. (მეკარე) გიორგი (ტამტა) წყაროზია 2. (მეკარე) კოლია ვნუკოვი 3. (გუნდის კაპიტანი) ამირან კემულარია, 4. გენადი (ჩიმჩა) ალმასია 5. ბადრი თუთბერიძე 6. მერაბ (ციკლობა) ნიკოლაიშვილი 7. ნოდარ (ჯოლო) ზვამბაია 8. რევაზ (პეტრო) პერტაია 9. როლანდ (მაქრო) მაქაცარია 10. კარლო (ჯოჯო) ჯოჯუა 11. ვალერი (ბლოხა) გულორდავა 12. ვალერი (სიჭო) სიჭინავა 13. მალხაზ (კეჟერა) კეჟრიშვილი 14. ალიკა მესხი 15. ფრიდონ (ევა) ტაბაღუა და 16. ომარ აბრალავა.
1977-78-79 წლებში ზუგდიდის „დინამო“, საკავშირო ჩემპიონატის მეორე ლიგის მეცხრე ზონაში, ერთმანეთის მიყოლებით მეორე–მასამე ადგილებს იკავებდა და სულ ცოტა დააკლდა, საბჭოთა კავსირისკავშირის ჩემპიონატის პირველ ლიგაში გადასასვლელად. ამ პერიოდში ზუგდიდურ გუნდს, სახელოვანი ქართველი ფეხბურთელი, სპორტის დამსახურებული დიდოსტატი (აწ უკვე სპორტის რაინდი) მურთაზ ხურცილავა წვრთნიდა.
ზუგდიდის „დინამომ“ 1984 წელს ისევ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა. გვინდა გამოვყოთ ის ფეხბურთელები, რომლებმაც ასახელეს ზუგდიდი. პირველი ვინც თბილისის „დინამოში“ მოხვდა ეს გივი ხოჭოლოვა იყო. შემდეგ სახელოვან ზუგდიდელთა შორის არიან: ბორის სიჭინავა, შოთა კიტია, ანტუშა ქარჩავა, ოთარ რუხაძე, ოთარ გაბელია, ალიოშა ჩიჩუა, ზაურ ბულია, სოსო ჭედია, მელორ ბიგვავა, ზაზა ჯანაშია.