ნიკოლოზ ღოღობერიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 8:
სწავლა დაიწყო ქუთაისში, შემდეგ გადმოიყვანეს თბილისში, სადაც [[1857]] წელს დაამთავრა გიმნაზია. თბილისში ის ცხოვრობდა იმ დროს განთქმულ დავუს პანსიონში, სადაც მისი აღმზრდელი იყო ცნობილი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე ლ. ზაგურსკი. გიმნაზიის კურსის დამტავრების შემდეგ, შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში აქტიურად მონაწილეობდა ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებულ პატრიოტულ წრეში, აგრეთვე მეგობრობდა შემდეგში ცნობილ რუს მოღვაწეებთან: ნ. დობროლუბოვთან, ნ. პანტელეევთან, დ. ხოროშევსკისთან და სხვა.
 
[[1861]] წელს წარმატებით დაამთავრა საუნივერსიტეტო კურსი და საპროფესოროდაც ამზადებდნენ, მაგრამ მშობლიური ხალხის სამსახური არჩია და საქართველოში დაბრუნდა — ისტორიას, გეოგრაფიასა და ლათინურს ასწავლიდა თბილისის გიმნაზიაში. სამი წლის შემდეგ ისტორიკოს [[დიმიტრი ბაქრაძე]]სთან ერთად დაინიშნა [[კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოება|კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების]] სკოლების ინსპექტორად. ამავე ხანებში ეს ორი მოღვაწე [[სტეფანე მელიქიშვილი|სტეფანე მელიქიშვილსა]] და [[ვახტანგ თულაშვილი|ვახტანგ თულაშვილთან]] ერთად თბილისში აარსებენ [[ქართულ სტამბასსტამბა]]ს, ბეჭდავენ ქართულ წიგნებსა და ჟურნალ გაზეტებსგაზეთებს, მათვე გამოსცეს დროება„დროება“.
 
[[1868]] წლიდან ნ. ღოღობერიძე მუშაობს სასამართლო სისტემაში ჯერ თბილისში, შემდეგ ქუტაისში. აქვე აირჩიეს საადგილმამულო ბანკის მმართველად. ორი საარჩევნო ვადის შემდეგ მან დატოვა ბანკი და ჩაება მარგანეცის მოპოება-დამუშავების საქმეში, თერთმეტი წლის მანძილზე დააგროვა დიდძალი თანხა, რასაც უშურველად ახმარდა ქართველი ერის სამსახურს. 66 ათასი მანეთი ანდერძად დაუტოვა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას.