გალაქტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
92.241.95.129-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Henry McCleanBot-ის მიერ რედაქტირებული ვერ...
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:NGC 4414 (NASA-med).jpg|thumb|300px|NGC 4414 - ტიპური სპირალური გალაქტიკა [[ბერენიკეს თმები]]ს [[თანავარსკვლავედები|თანავარსკვლავედში]]. მისი [[დიამეტრი]], დაახლოებით, 55 000 [[სინათლის წელიწადი]]ა და დედამიწიდან 60 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული.]]
 
'''გალაქტიკა''' — [[გრავიტაცია|გრავიტაციულად]]<nowiki/> დაკავშირებული მატერიის მასიური სისტემა, რომელიც შეიცავს [[ვარსკვლავი|ვარსკვლავებს]], [[ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენი|ვარსკვლავურ ნარჩენებს]], გაზისა და მტვრის [[ვარსკვლავთშორისი სივრცე|ვარსკვლავთშორის სივრცესა]] და [[ბნელი მატერია|ბნელ მატერიას]] — მნიშვნელოვან, მაგრამ თითქმის უცნობ კომპონენტს.<ref name="sparkegallagher2000"/><ref name=nasa060812/> სიტყვა გალაქტიკა [[ბერძნული ენა|ბერძნულიდანაა]] წარმოებული „γαλαξίας“ (იკითხება გალაქსია) და ნიშნავს „რძიანს“. ამიტომაც ინგლისურად [[ირმის ნახტომი|ჩვენს გალაქტიკას]] „რძიან გზას“ უწოდებენ, ხოლო ქართულში მას, ძირითადად, „[[ირმის ნახტომის სახელების სია|ირმის ნახტომად]]“ მოიხსენიებენ. გალაქტიკების მრავალფეროვნება იწყება ჯუჯებით, რომლებიც 10 მილიონამდე (10<sup>7</sup>) [[ვარსკვლავი|ვარსკვლავს]] შეიცავს,<ref name=eso000503/> და მთავრდება გიგანტებით, რომელთა შემადგენლობაში 100 ტრილიონი (10<sup>14</sup>) [[ვარსკვლავი]] შედის.<ref name=science250_4980_539/> თითოეული ვარსკვლავი საკუთარი გალაქტიკის მასის ცენტრის ირგვლის მოძრაობს.
 
გალაქტიკები [[პლანეტა|პლანეტების]], [[ვარსკვლავი|ვარსკვლავების]], [[ვარსკვლავთგროვა|ვარსკვლავთგროვებისა]] და გარკვეული ტიპის [[ვარსკვლავთშორისი ღრუბელი|ვარსკვლავთშორისი ღრუბლების]] სხვადასხვა რაოდენობას შეიცავს. ამ ობიექტებს შორის არის [[კოსმოსური სხივები]]ს, გაზისა და მტვრის მეჩხერი [[ვარსკვლავთშორისი სივრცე]]. უმეტეს გალაქტიკათა ცენტრში ზემასიური [[შავი ხვრელი]] ბინადრობს. თანამედროვე მოსაზრების მიხედვით, ზემასიური შავი ხვრელი [[გალაქტიკის აქტიური ბირთვი]]ს ძირითადი მომმარაგებელია. ცნობილია, რომ „ირმის ნახტომი“ სულ ცოტა ერთ [[მშვილდოსანი A*|ასეთ ობიექტს]] შეიცავს.<ref name="smbh"/>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გალაქტიკა“-დან