ანტიოქიის სამთავრო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 40:
 
===დაარსება===
[[Image:SiegeofAntioch.jpeg|thumb|[[ანტიოქიის ალყა]], [[შუა საუკუნეები]]ს მინიატურა]]
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა ნელ-ნელა გადამწყვეტ ფაზაში შედიოდა,[[ტანკრედი]] და [[ბალდუინ I|ბალდუინ ბულონელი]] (მოგვიანებით იერუსალიმის მეფე ბალდუინ I) ედესისკენ დაიძრენ,ჯვაროსნების დიდი ნაწილი კი ანტიოქიის ალყაში დარჩა.ჯარს სათავეში [[ბოემონდ I]] ჩაუდგა რომელიც მოგვიანებით ანტიოქიის პირველი პრინციც გახდა,ალყა ზამთრამდე გაგრძელდა და ჯარისკაცებს მკაცრ პირობებში უწევდათ ყოფნა,ლეგენდის თანახმად ისინი საკუთარ ცხენებს და გარდაცვლილ ჯარისკაცებს ჭამდნენ ხოლმე.
 
ანტიოქიის დაცემის ალბათობა ძალიან დაბალი იყო,ქალაქი კარგად იყო შეიერაღებული და მას 400-მდე კოშკი იცავდა,თუმცა ბოემონდმა მოახერხა დაეთანხმებინა სომეხი გამაჰმადიანებული მცველი [[ფიროუზი]],რომ ჯვაროსნებისათვის კარიბჭე გაეღო.ჯვაროსნების ქალაქის დაკავებიდან 4 დღეში [[მოსული]]დან [[მუსლიმი|მუსლიმთა]] დიდი ჯარი [[კერბოღას]] სარდლობით დაიძრა ანტიოქიის დასაბრუნებლად,ამასობაში ანტიოქიისაკენ ბიზანტიის იმპერატორი [[ალექსი I კომნენოსი]] მოდიოდა დასახმარებლად,თუმცა მას გზად ცრუ ინფორმაცია უამებს რომ ანტიოქია დაეცა და ჯარი უკან გააბრუნა.
 
ანტიოქიის დაცემა გარანტირებული იყო,მაგრამ ჯვაროსნებს დახმარება გაუწია მისტიურმა ადამიანმა სახელად [[პეტრე ბართლომეო]] რომელსაც როგორც თვითონ ამბობდა გამოეცხადა [[ანდრია მოციქული]] და უთხრა მას რომ [[იესო ქრისტე|ქრისტეს]] შუბი,რომლითაც იგი აწამეს ინახებოდა ანტიოქიაში.ასეა თუ ისე გადმოცემის თანახმად შუბი მალევე თავად პეტრემ აღმოაჩინა რამაც ჯვაროსნებს მოტივაცია მისცა და მუსლიმების იერიშის მოგერიებაში დაეხმარა.
 
 
 
ანტიოქია დამოუკიდებელი სამთავრო იყო,თუმცა მას არ ჰყავდა ლიდერი,პრეტენდერი მრავალი იყო,მაგრამ მათში ყველაზე ძლიერი ბოემონდი აღმოჩნდა.ბოემონდს ლაშქრობამდეც ჰქონდა პრინცის ტიტული [[ტარანტო]]ში და მან გადაწყვიტა ეს ტიტული შეენარჩუნებინა და თავი ანტიოქიის პრინცად გამოაცხადა.