ალექსანდრე მაყაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|მაყაშვილი}}
{{ინფოდაფა მეცნიერი
| სახელი = ალექსანდრე მაყაშვილი
Line 25 ⟶ 26:
'''ალექსანდრე მაყაშვილი''' (დ. 24 აგვისტო 1896, სოფელი კონდოლი, ახლანდელი თელავის მუნიციპალიტეტი — გ. 14 თებერვალი 1962, თბილისი) — ქართველი ბოტანიკოსი, [[პროფესორი]] (1962). დაამთავრა თბილისის მე-2 გიმნაზია (1915), სწავლობდა როსტოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე (1916-1918), დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი (1925). სტუდენტობის წლებში მაყაშვილმა დაიწყო მუშაობა უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის (შემდგომში [[საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი]]) ზოგადი მიწათმოქმედების კათედრაზე, შემდეგ მუშაობდა უნივერსიტეტის ბოტანიკურ კათედრაზე (1933-1952). იყო [[თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი]]ს ბოტანიკური კათედრისა (1953-1962) და ამავე დროს [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] ბოტანიკის ინსტიტუტის ცოცხალი კავკასიის ფლორის განყოფილების გამგე (1935-1955).
 
მაყაშვილი იკვლევდა [[საქართველო]]ს ველურ და კულტურულ ფლორას, მდელოებსა და საძოვრებს და მათი გაუმჯობესების საკითხებს („საქართველოს სარეველა მცენარეების სარკვევი“, 1934; „თბილისის მიდამოების ფლორა“, ტ. 1-2, 1935 და სხვა); ავტორია სახელმძღვანელოებისა და სამეცნიერო-პოპულარული წიგნებისა („ზოგადი მიწათმოქმედების კურსი“, 1932; „ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები“, 1957; „ჩვენი ხეები და ბუჩქები“, 1960 და სხვა). მაყაშვილი იყო „საქართველოს ფლორის“ გამოცემის ერთ-ერთი (ტ. 1-2, 1941) თანაავტორი და თანარედაქტორი. შეადგინა „სასოფლო-სამეურნეო ტერმინოლოგია“ (მემცენარეობა, 1938) და „ბოტანიკური„[[ბოტანიკური ლექსიკონი“ლექსიკონი]]“ (I გამოცემა 1949, II — 1961), რომელშიც შეკრებილია ველურ და კულტურულ მცენარეთა ხალხური სახელწოდებები და დადგენილია მათი მეცნიერული ნომენკლატურა.
 
==ლიტერატურა==