ადერკი: განსხვავება გადახედვებს შორის

2,121 ბაიტი დაემატა ,  5 წლის წინ
ხოლო იყო ადერკი მეფე სიმხნითა და გონიერებითა თჳსითა და ეშინოდათ გარემოთა თჳსთა ყოველთა მისგან, აქუნდა უკვე მეფესა ადერკის რომაელთა თანა ფრიადი შეკრულება და ამათ ჟამთა შორის იყო უკვე შფოთი მრავალთა ძლით აღრეულებათა პართიანელთა და სომეხთა შორის; ხოლო ივერიელნი სარგებლობდნენ ამით უმეტეს წარმატებასა შინა...
 
ხოლო ჰყვეს მეფესა ადერკის ძენი ორნი ბარტომ და ქართამ; ხოლო ქართამს ყვნეს ძენი ფარსმან და მიტრიდატ, ხოლო ესე ფარსმან და მიტრიდატ იყვნეს ფრიად მხნენი, გოლიათნი და ყოვლითა სამამაცოთა ზნეთა და სამოქალაქოთაცა განსწავლულნი. მიტრიდატ უკვე პაპამან თჳსმან ადერკი მეფემან მისცნა კეისარსა ტიბერიოსს და აღზარდა მან და სათნო უჩნდა თვალთა მისთა იგი ფრიად. და ვინაჲთგან სათანადო იყო ჟამსა მას აღრეულებათაგამო სხვათა და სხვათა პართიელთა და სომეხთა შორის; ამისთვის სათნო იჩინა და შერაცხა იგი ერთგულად ტიბერიოსმან და მოსცა მას მეფობა სომეხთა და განაძლიერა იგი პირისპირ პართიანელთა და სპარსთა, რამეთუ მაშინ ეპყრათ სომხითი პართიანელთა და არა მორჩილებდეს რომაელთა.}}
 
წარმოავლინა რა მიტრიდატ ძალითა დიდითა ტიბერიოსმან მოუმცნაცა მეფესა ადერკის, რათა იგიცა მწე ეყოს მიტრტიდატს შვილისშვილსა თჳსსა. ხოლო ადერკიმ წარუვლინა მხედრობითა მრავლითა ძის ძეჲვე ფარსმან, მიუღეს პართაგან სომხითი და იქმნა მიტრიდატ მეფე სომეხთა ზედა (ამას უხმობდეს რომაელნი მიტრიდატ ივერსა).}}
;საქართველოს ისტორია (ვახუშტი ბატონიშვილი)<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/68532/1/Vaxushti_Saqartvelos_Istoria_Nawili_Pirveli.pdf ვახუშტი ბატონიშვილი საქართველოს ისტორია გამოცემული დ. ბაქრაძის მიერ, თბ., 1885 წ.]</ref>
{{ციტატა|და დაიპყრა ადერკიმ ყოველი საქართველო და შეირთო ასული სომეხთა მეფისა. ხოლო ამის მეფობისა პირველსა წელსა იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მოვიდა ამბავი, ვითარ შევიდნენ სპარსნი იერუსალიმს მოტყვენვად და შეწუხდნენ ურიანი მცხეთელნი; არამედ კვალად მოვიდა ამბავი არა მოტყვენვად, არამედ ყრმისა ახალშობილისა თაყვანისცემად. შემდგომად მეოცდაათესა წელსა მოითხოვეს მცხეთელთა ურიათა იერუსალიმითგან განკითხვისა და ჯვარ-ცმისათვის იესო ქრისტესა. ხოლო წარვიდნენ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი ურიანი და ამათ მოიღეს კვართი უფლისა მცხეთას. და კვალად ოცდამეთვრამეტესა წელსა მოვიდნენ მოციქულნი ანდრია მოციქული და სვიმონ კანანელი. ანდრიამ მოაქცივნა მეგრელნი და წარვიდა. ხოლო სვიმონ მოკვდა მუნდა დაფლეს ნიკოფსიას. ჰსცნა რა ადერკიმ, შერისხნა მეგრელთა და მათ დამალნეს ხატნი და ჯვარნი; კვალად შერისხნა ერისთავსა კლარჯეთისასა მშვიდობით განტევებისათვის ანდრიასსა. კვალად ამასვე ჟამსა იწყო მეფობად სპარსეთს ჟღალან (რამეთუ ოდით შესრულ იყო ალექსანდრე დიდი, არღარა იყო მეფობა სპარსთა), და მორჩილებდნენ სომეხნი და ქართველნი. ხოლო ადერკის ესხნეს ორნი ძენი ბარტომ და ქართამ; ამათ განუყო სამეფო: ბარტომს მისცა მცხეთა და ჩრდილო-კერძი ჰერეთით ვიდრე ეგრისით ზღვადმდე; ხოლო ქართამს არმაზი და სამხრეთით კერძი ბერდუჯითგან ვიდრე ზღვადმდე პონტიისა. რამეთუ ამის მეფობამდე რაოდენი ჰყვნენ ძენი მეფეთა, იყვის მეფე ერთი; ხოლო ამან გაყო ესრეთ, რამედ თვით გამეფდა 30 წლისა და იმეფა 57 წელი მშვიდობით და ნებიერად; შემდგომად მოკვდა დასაბამითგან 4004, ქართულსა 339, ქრისტეს შემდეგ 55.}}