ალექსანდრე როინაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[[1886]] წელს როინაშვილი თბილისში გადმოდის და გადმოქ მთელი მისი მოძრავი ქონება. იმდროინდელი ჟურნალი თეატრი წერდა: {{ციტატა|ამ მოკლე ხანში თემირხანშურიდან ჩამოვიდა ქართველი მოგზაური და ფოტოგრაფი ა. როინაშვილი და დიდძალი საარქეოლოგიო ძველი ნივთები და სურათები ჩამოიტანა<ref>ჟურნალი „თეატრი“, № 21, 1886</ref>.}}
 
36 წლის ასაკში როინაშვილი წერს ანდერძს რომლის თანახმადაც ის თავის ქონებას [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელგამავრცელებელი საზოგადოება]]ს დაუტოვებდა. ანდერძის გაფორმების შემდეგ ის ისევ თემირხანშურაში დაბრუნდა.
 
[[1889]] წელს ალ. როინაშვილი თბილისში ბრუნდება საბოლოოდ სადაც მან გააგრძელა ქართული კულტურაზე ზრუნვა და პოპულარიზაცია. როინაშვილს თბილისში სამი ფოტო-ატელიე ეკუთვნოდა. ალექანდრე როინაშვილი იყო იმ პირველთაგანი რომელიც იღწვოდა რომ თბილისში გახსნილიყო ეროვნული მუზეუმი, სადაც თავს მოიყრიდა და შეინახებოდა კავკასიის ეთნოგრაფიული მასალა ნათ შორის კი მის მიერ ოცი წლის მანძილზე დაგროვილი უნიკალური მასალა. [[1886]] წლის 22 მაისს თავისი ნაღვაწი სანოტარო წერილით უანდერძა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. მთელი მისი ქონება: ფოტოგრაფიული სახელოსნები, ნეგატივები, აპარატები, ფოტო სურათები, არქეოლოგიური და ანტიკვარული ნივთები, აგრეთვე კაპიტალი და მოძრავი ქონება მისი სიკვდილის შემდეგ გადადიოდა საზოგადოების საკუთრებაში. იქედან გამომდინარე რომ საზოგადოებას არ გააჩნდა შენობა სადაც მუზეუმს განათავსებდა მან თხოვნით მიმართა ზუბალაშვილს შეეწირა მათთვის მიწა მუზეუმისათვის. არქიტექტორ პ.ფ. შტერნს შეადგენინა შენობის პროექტი.