იოსებ ბარათაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
 
==ბიოგრაფია==
დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ([[1897]]). [[1917]] წლამდე გამოდიოდა დამცველად პოლიტიკურ საქმეებზე (მაგ., [[ჯორჯიაშვილი, არსენ|არსენ ჯორჯიაშვილის]] საქმე). [[19051901]] წელს იყო ''[[საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია|საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის'']] ერთ-ერთი დამაარსებელი და პარტიის არსებობის მანძილზე იყოშედიოდა მისიმის ერთ-ერთიმთავარ ლიდერიკომიტეტში. არჩეული იყო [[რუსეთი|რუსეთის]] პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად. სათათბიროს დაშლის შემდეგ [[ვიბორგის მოწოდება|ვიბორგის მოწოდებაზე]] ხელის მოწერისათვის დააპატიმრეს.
 
ბარათაშვილი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კულტურულ, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში: იგი იყო [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] წევრი და [[ქართული დრამატული საზოგადოება|ქართული დრამატული საზოგადოების]] გამგეობის თავმჯდომარის ([[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]]) მოადგილე. ამასთან, მისი პუბლიცისტური წერილები მუდმივად ქვეყნდებოდა ქართულ პერიოდულ პრესაში ("[[ივერია]]", "[[სახალხო საქმე]]" და სხვა). ამასთან, [[1901]]-[[1917]] წლებში იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. მნიშვნელოვანია მისი დამსახურება '''ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის''' ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლაში, რაც წარმატებით დაგვირგვინდა [[1917]] წელს. იმავდროულად, იგი იყო წევრი ''"თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოებისა"'', რომლის აქტიური მხარდაჭერით [[1918]] წელს დაფუძნებულ იქნა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]].
 
[[1917]]-[[1918]] წლებში ბარათაშვილი იყო [[საქართველოს ეროვნული საბჭო|საქართველოს ეროვნული საბჭოს]] წევრი. [[1918]] წლის [[26 მაისი|26 მაისს]], საქართველოს ეროვნული საბჭოს საგანგებო ყრილობაზე მან ხელი მოაწერა '''"საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს"'''. [[1918]] წელს იგი ასრულებდა [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] იუსტიციის მინისტრის მოვალეობას. [[1919]]-[[1921]] წლებში იყო [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|საქართველოს დამფუძნებელი კრების]] წევრი. ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ ([[1921]] წლის [[თებერვალი]]-[[მარტი]]) ბარათაშვილი იყო მემარჯვენე ფედერალისტთა არალეგალური ორგანიზაციის აქტიური წევრი და [[1924]] წლის აგვისტოს ეროვნული ანტიბოლშევიკური ამბოხების დამარცხებამდე მონაწილეობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. [[1923]] წელს იგი დაპატიმრებულ იქნა საბჭოთა "საგანგებო კომისიის" (ე.წ. "ჩეკა") მიერ. [[1922]]-[[1937]] წლებში ეწეოდა საადვოკატო მოღვაწეობას, იყო საქართველოს დამცველთა კოლეგიის წევრი. [[1937]] წელს კვლავ დააპატიმრეს და იმავე წელს დახვრიტეს ყოფილი"საქართველოს სსრ"-ის "შინსახკომის" დიდი სამეულის დადგენილებით. რეაბილიტირებულ იქნა [[1956]] წელს.
 
{{ბიო}}
{{DEFAULTSORT:ბარათაშვილი, იოსებ}}
[[კატეგორია:ქართველები]]