იოსებ ბარათაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 8:
[[1917]]-[[1918]] წლებში ბარათაშვილი იყო [[საქართველოს ეროვნული საბჭო|საქართველოს ეროვნული საბჭოს]] წევრი. [[1918]] წლის [[26 მაისი|26 მაისს]], საქართველოს ეროვნული საბჭოს საგანგებო ყრილობაზე მან ხელი მოაწერა '''"საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს"'''. [[1918]] წელს იგი ასრულებდა [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] იუსტიციის მინისტრის მოვალეობას. [[1919]]-[[1921]] წლებში იყო [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|საქართველოს დამფუძნებელი კრების]] წევრი. ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ ([[1921]] წლის [[თებერვალი]]-[[მარტი]]) ბარათაშვილი იყო მემარჯვენე ფედერალისტთა არალეგალური ორგანიზაციის აქტიური წევრი და [[1924]] წლის აგვისტოს ეროვნული ანტიბოლშევიკური ამბოხების დამარცხებამდე მონაწილეობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. [[1923]] წელს იგი დაპატიმრებულ იქნა საბჭოთა "საგანგებო კომისიის" (ე.წ. "ჩეკა") მიერ. [[1922]]-[[1937]] წლებში ეწეოდა საადვოკატო მოღვაწეობას, იყო საქართველოს დამცველთა კოლეგიის წევრი. [[1937]] წელს კვლავ დააპატიმრეს და იმავე წელს დახვრიტეს ყოფილი"საქართველოს სსრ"-ის "შინსახკომის" დიდი სამეულის დადგენილებით. რეაბილიტირებულ იქნა [[1956]] წელს.
 
{{ბიო}}
{{DEFAULTSORT:ბარათაშვილი, იოსებ}}
[[კატეგორია:ქართველები]]