ალექსანდრე როინაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 92:
{{ციტატა|გუშინწინ 24 ღვინოობისთვეს (1880 წელი), თელავში ჩამოვიდა დაუღალავი მუშაკი ფოტოგრაფი ალექსანდრე როინაშვილი, დიდი პატივისცემა და მადლობა მართებს ჩვენგან ამ უჩინარ კაცსა, რომელიც მიუდგომელად, წინამდგომი ათასგვარი დაბრკოლებისა და სიძნელისა, დაუღალავად და ერთხელ მტკიცედ გარკვეულის გზით ასრულებს თავის განზრახვას. ჩვენის მძლავრი და ჩინებულის წინაპრების ნაღვაწ ნაშთების ცოცხლად გადახატვით, ხელმეორედ განგვიცოცხლოს წარსულის დიდებული დრო. ჩვენ თვითონ ჩვენის თვალით ვნახეთ ამისგან გადაღებული შემდეგი სურათები. 1. ძველი შუამთის მონასტერი, 2. ახალი შუამთის მონასტერი, 3. შუამთის ღვთისმშობლის ხატი თავისი ძვირფასი ქვებით, 4. ამავე მონასტრის წმინდა ნაწილები სხვადასხვა წარწერებით, 5. ძველი შუამთის ანტიკური კანკელის ხელით გადმოღებული სურათი, რომელსაც იგი შემდეგში კარგად აპირებს დახატვას, 6. ალავერდის ტაძარი, 7. წმინდა ნინოს ეკლესია თავისი ახალი გუმბათით, 8. ხირსის მონასტერი და მრავალი სხვა სურათები ნაშთებისა ზაქათალის ოლქში, ნუხის, შუშის და სხვა მაზრებში. უნდა გავტყდეთ, რომ ჩინებულად არიან გადაღებულნი და ღირსიც არიან უპირველესი ადგილი დაიჭირონ ჩვენი ოთახების გამამშვენებელ სურათებს შორის; ეჭვი არ არის ეს ასეც იქნება, როდესაც უფალი როინაშვილი გამოსცემს თავის სურათებს საქვეყნოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები მოისურვებენ მათ შეძენას. ძალიან, ძალიან მადლობის ღირსია ბ-ნი ა. როინაშვილი ამ ჩინებული ღვაწლისათვის.}}
 
[[1881]] წლიდანწელს ისმან დაღესტანშიდასტოვა გადადისკახეთი, სადაც რვამან წელიგადაიღო ყველა ღირსშესანიშნავი ხუროთმოძღვრული ძეგლი და გადავიდა დაღესტანში, თემირხანშურაში დასახლდა და იქ დარჩა რვა იმუშავაწელიწადს. მან ფეხით დაიარა ყველა ისტორიული ძეგლი, შეაგროვა დიდი ეთნოგრაფიული და ნუმიზმატიკური მასალა, შესიწავლა და აღწერა ადგილობრივთა ყოფა.
 
ერთი წლის თავზე მასზე გაზეთი დროება წერდა:
{{ციტატა|აგერ ერთ წელიწადზე მეტია, რაც დაღესტანში იმყოფება ჩვენი ქართველი ფოტოგრაფი ალექსანდრე როინაშვილი. შემოჰყვა დაღესტანს სამხრეთიდან, სადაც სხვთა შორის გადაიღო სურათი ქ. დარუბანდისა, რომელიც ძველ დროს მეფე მირიანის მეფობაში ეკუთვნოდა საქართველოს ტახტსა და აქაურ მცხოვრებთა მაშინ უწოდენდნენ ძურძუკეთად. აქედან შემოდგომას მოვიდა თემირ-ხან შურაში, ზამთარი 1881-1882 წლებში გაატარა აქა ღვაწლში. შემდეგ გაზაფხულდა თუ არა, გაემართა დაღესტანის მთებში, იმ განზრახვით, რომ რაიმე შეეძინა კიდევ საქართველოს ისტორიისათვის და ანტროპოლოგიისათვის, თუმცა ამ განზრახვის აღსრულებას, დიდი ხარჯის გარდა, ბევრი გაჭირვება და ჯაფა მიუძღოდა<ref>გაზეთი „დროება“ 1883 წ. № 12</ref>.}}
 
[[1885]] წლის 2 დეკემბერს ის დაღესტნიდან წერილს სწერს ცნობილ ქართველ ისტორიკოსს [[დიმიტრი ბაქრაძე]]ს.