ალექსანდრე როინაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 79:
{{ციტატა|უფ. ფოტოგრაფი როინოვი გვთხოვს გამოვაცხადოთ, რომ იმას ჰსურს ფოტოგრაფიით გადაიღოს ძველი ქართველი შესანიშნავი პირების სურათები, როგორც მწერლებისა, აგრეთვე მამულისათვის მოღვაწე გმირებისაო, და ამის გამო ის უმორჩილესად სთხოვს საზოგადოებას, ვისაც კი ამისთანა პირის სურათი აქვს, გამოუგზავნოს იმას, დროებით ფოტოგრაფიით გადასაღებად, რომლის შედეგაც დიდის მადლობით დავაბრუნებთ ისევაო<ref>გაზეთი „დროება“, 1879 წ. №6, გვ.3.</ref>}}
 
===ოჯახი და განშორება===
თავისი მზრუნვეობა ხლამოვს არც მას შემდეგ შეუწყვეტია როდესაც თავისი სახელოსნო ჩამოაყალიბა ალექსანდრემ. მან თავის ყოფილ მოწაფეს ურჩია ცოლად მოეყვანა მისი ნაცნობი ქალი, პროფესიით მკერავი, ეროვნებით რუსი. „ორივე იშრომებთ და ცხოვრება არ გაგიჭირდებათო“ უთქვამს მას. მართლაც ალექსანდრეს მასწავლებლის რჩევით ცოლად შეურთავს ის ქალი, რომელმაც შემდგომში დიდი როლი ითამაშა მისი სამშობლოდან გადახვეწის საქმეში. ცოლ-ქმარს შორის წარმოშობილი უთანხმოების მთავარი მიზეზი ყოფილა როინაშვილის თბილი დამოკიდებულება თავის თანამემულეებისადმი, კერძოდ კი თავის სოფლელების მიმართ რომელიც მათ ისევე ედგა გასაჭირში როგორც ისინი თავის დროზე დაუდგნენ თავდებათ მის 14 წლის ასაკში. აქედან დაიწყო ცოლ-ქმარს შორის უთანხმოება. ვერავითარი შეგონება და ტკბილი დარიგებამ რომ ვეღარ იმოქმედა ალექსანდრემ გადაწყვიტა განშორება.