ალექსანდრე როინაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 80:
 
==ოჯახი და განშორება==
თავისი მზრუნვეობა ხლამოვს არც მას შემდეგ შეუწყვეტია როდესაც თავისი სახელოსნო ჩამოაყალიბა ალექსანდრემ. მან თავის ყოფილ მოწაფეს ურჩია ცოლად მოეყვანა ხლამოვისმისი ნაცნობი ქალი, პროფესიით მკერავი, ეროვნებით რუსი. „ორივე იშრომებთ და ცხოვრება არ გაგიჭირდებათო“ უთქვამს მას. მართლაც ალექსანდრეს მასწავლებლის რჩევით ცოლად შეურთავს ის ქალი, რომელმაც შემდგომში დიდი როლი ითამაშა მისი სამშობლოდან გადახვეწის საქმეში. ცოლ-ქმარს შორის წარმოშობილი უთანხმოების მთავარი მიზეზი ყოფილა როინაშვილის თბილი დამოკიდებულება თავის თანამემულეებისადმი, კერძოდ კი თავის სოფლელების მიმართ რომელიც მათ ისევე ედგა გასაჭირში როგორც ისინი თავის დროზე დაუდგნენ თავდებათ მის 14 წლის ასაკში. აქედან დაიწყო ცოლ-ქმარს შორის უთანხმოება. ვერავითარი შეგონება და ტკბილი დარიგებამ რომ ვეღარ იმოქმედა ალექსანდრემ გადაწყვიტა განშორება.
 
ერთ დღეს როინაშვილს უთქვამს თავის ცოლისათვის: განჯაში ჯარი სდგას, დიდი შეკვეთა ავიღე და იქ უნდა წავიდეო. აუღია თავისი ხელსაწყოები და ცოლთან ერთად ორთაჭალამდე ეტლით მისულა. გამომშვიდობებისას ცოლისთვის უთქვამს: „დღეის შემდეგ შენ ჩემი მეუღლე აღარ ხარ და მე შენი ქმარიო. რამდენჯერმე მოგეცი დარიგება და გაფრთხილება, შენ მაინც შენი არ მოიშალე, მშვიდობით ბრძანდებოდეო“. ქალს გული წასვლია. როინაშვილს უთქვამს მეეტლისათვის: „იქვე მიიყვანე, საიდანაც წამოვედითო“.
 
ეს მომხდარა [[1880]] წელს. ამით თავდება როინაშვილის ცხოვრების პირველი პერიოდი და იწყება ახალი, უფრო მძიმე პერიოდი მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობისა.
 
===ექსპედიციები დაღესტანში===
[[1880]] წლიდან იწყება მისი მეტად ნაყოფიერი მოგზაურობა ფოტო-აპარატით ხელში. დაახლოებით ერთ წლამდე ის კახეთში მუშაობდა, იღებდა ისტორიულ და ხუროთმოძღვრულ ძეგლებს. [[1881]] წლიდან ის დაღესტანში გადადის სადაც რვა წელი იმუშავა. მან ფეხით დაიარა ყველა ისტორიული ძეგლი, შეაგროვა დიდი ეთნოგრაფიული და ნუმიზმატიკური მასალა, შესიწავლა და აღწერა ადგილობრივთა ყოფა.