ალექსანდრე როინაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
ალექსანდრე როინაშვილს არ გამორჩენია თითქმის არც ერთი მისი თანადროული საზოგადო მოღვაწე (მწერალი, პოეტი, არტისტი, ისტორიკოსი და სხვა.), რომელთა ფოტოსურათი არ გადაეღოს. მის მიერ არის გადაღებული ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, ი. გოგებაშვილი, ნ. ცხვედაძე, დ. კიფიანი, ლ. მესხიშვილი, ილია ხონელი, პ. კარბელაშვილი, ე. ჩერქეზიშვილი, თ. რაზიკაშვილი, დუტუ მეგრელი, დ. ჩუბინაშვილი, ან. ფურცელაძე, ვ. გუნია, ია ეკალაძე, ნინო ორბელიანი, მამია გურიელი და სხვები.
 
ა. როინაშვილი არა მარტო მის თანამედროვე მოღვაწეების სურათებს იღებდა და ნეგატივებს უნახავდა მომავალ თაობებს, არამედ თავგამოდებით ეძებდა ძველ მხატვრული პირების სურათებს, რათა ფოტორეპროდუქციის საშუალებით დაღუპვისაგან გადაერჩინა და, ამავე დროს, საზოგადოებაში გაევრცელებინა.
 
{{ციტატა|უფ. ფოტოგრაფი როინოვი გვთხოვს გამოვაცხადოთ, რომ იმას ჰსურს ფოტოგრაფიით გადაიღოს ძველი ქართველი შესანიშნავი პირების სურათები, როგორც მწერლებისა, აგრეთვე მამულისათვის მოღვაწე გმირებისაო, და ამის გამო ის უმორჩილესად სთხოვს საზოგადოებას, ვისაც კი ამისთანა პირის სურათი აქვს, გამოუგზავნოს იმას, დროებით ფოტოგრაფიით გადასაღებად, რომლის შედეგაც დიდის მადლობით დავაბრუნებთ ისევაო<ref>გაზეთი „დროება“, 1879 წ. №6, გვ.3.</ref>}}
 
[[1880]] წლიდან იწყება მისი მეტად ნაყოფიერი მოგზაურობა ფოტო-აპარატით ხელში. დაახლოებით ერთ წლამდე ის კახეთში მუშაობდა, იღებდა ისტორიულ და ხუროთმოძღვრულ ძეგლებს. [[1881]] წლიდან ის დაღესტანში გადადის სადაც რვა წელი იმუშავა. მან ფეხით დაიარა ყველა ისტორიული ძეგლი, შეაგროვა დიდი ეთნოგრაფიული და ნუმიზმატიკური მასალა, შესიწავლა და აღწერა ადგილობრივთა ყოფა.