ალექსანდრე როინაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 42:
რაიმე ხელობის შესწავლა იმ დროს არ იყო ადვილი საქმე, მით უმეტეს ფოტოგრაფიისა. ყოველი ფოტოგრაფი ცდილობდა სხვისთვის არ გადაეცა თავისი ხელობის საიდუმლო.
 
ოთხი-ხუთი წლის მუშაობის შემდეგ ნიჭიერი ალექსანდრე ხლამოვის მარჯვენა ხელი ხდება. [[1860]]-[[1865]] წლებში ის ხლამოვის დახმარებით ტფილისში სასახლის ქუჩაზე გახსნა თავისი პირველი ფოტო-სახელოსნო. როგორც თბილისის გუბერნატორის კანცელარიის განსაკუთრებულ მინდობილობათა მოხელის აღწერილობიდან ჩანს (რომელსაც დავალებული ჰქონდა სტამბების, წიგნის მაღაზიების, ბიბლიოთეკების, ფოტოატელიების და სხვათა აღრიცხვა), თბილისში მრავალი არაქართველი ფოტოგრაფი ყოფილა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, ხოლო ქართველთაგან პირველ ფოტოგრაფად, რომელსაც თავისი საკუთარი სახელოსნო ჰქონდა იყო ალექსანდრე როინაშვილი. მან სახელი მალევე მოიხვეჭა და დაიწყო ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა გადიდებული სურათების გამოშვება, რომელიც ხალხში სწრაფად ვრცელდებოდა.
 
მის შესახებ როინაშვილის თანამედროვე [[მოსე ჯანაშვილი]] წერდა:
 
{{ციტატა|ა. როინაშვილი მიებარა ერთ კეთილ „მესურათხატეს“, ისწავლა მისგან ხატვა. მასწავლებელმა გაგზავნა ის „სურათხატების“ გადასაღებად კახეთს, ნუხას, ბაქოს, დაღესტანს, კავკავს, ოსეთს, იმერეთს, სამცხეს, ქართლს და სხვა. „მესურათხატემ“ მადლობა უთხრა მას და მან შეისყიდა მისგან სასურათხატო.
ხაზი 51:
 
გაძლიერდა მუშაობა მთიული გლეხის შვილებისავე თანამონაწილეობით. „სასურათხატომ“ გადაიღო სახეები საქართველოს წარჩინებულ მეფეებისა, მწერლებისა, მღვდელ-მთავრებისა სურათები შესანიშნავ ადგილებისა, ტაძრებისა, ციხეებისა, მხატვრობანი ხატთა, სამკაულთა, ქანდაკებათა, ფულთა; გადაიღო ყოველივე ეს და თვის „სასურათხატოს“ შესთვისა ნაციონალური იერი<ref>გაზეთი „ივერია“, № 101, 1898.</ref>.}}
 
ქართული ისტორიული ძეგლების განადგურებამ, სამუზეუმო ნივთების აღვირახსნილმა მიტაცებამ, რის მოწმეც თავად როინაშვილი იყო, ის იმ დასკვნამდე მიიყვანა რომ მხოლოდ ფოტოგრაფიით შეიძლებოდა უტყუარი დოკუმენტური მასალის შემონახვა და დაცვა, უცხოეთში გატანა და ჩვენება იმისა, რისი პატრონი და შემქმნელი იყო ქართველი ერი თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე. „ისტორიულ ნივთებს გვპარავენ, ძეგლები ინგრევა, ცხოვრება წინ მიდის, ადამიანის ყოფა-ცხოვრება იცვლება, ფოტოსურათები მაინც დარჩეს წარსულის საბუთადო“ — ამბობდა ხოლმე როინაშვილი.
 
ალექსანდრე როინაშვილს არ გამორჩენია თითქმის არც ერთი მისი თანადროული საზოგადო მოღვაწე (მწერალი, პოეტი, არტისტი, ისტორიკოსი და სხვა.), რომელთა ფოტოსურათი არ გადაეღოს. მის მიერ არის გადაღებული ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, ი. გოგებაშვილი, ნ. ცხვედაძე, დ. კიფიანი, ლ. მესხიშვილი, ილია ხონელი, პ. კარბელაშვილი, ე. ჩერქეზიშვილი, თ. რაზიკაშვილი, დუტუ მეგრელი, დ. ჩუბინაშვილი, ან. ფურცელაძე, ვ. გუნია, ია ეკალაძე, ნინო ორბელიანი, მამია გურიელი და სხვები.
 
[[1880]] წლიდან იწყება მისი მეტად ნაყოფიერი მოგზაურობა ფოტო-აპარატით ხელში. დაახლოებით ერთ წლამდე ის კახეთში მუშაობდა, იღებდა ისტორიულ და ხუროთმოძღვრულ ძეგლებს. [[1881]] წლიდან ის დაღესტანში გადადის სადაც რვა წელი იმუშავა. მან ფეხით დაიარა ყველა ისტორიული ძეგლი, შეაგროვა დიდი ეთნოგრაფიული და ნუმიზმატიკური მასალა, შესიწავლა და აღწერა ადგილობრივთა ყოფა.