ალექსანდრე როინაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
მის შესახებ როინაშვილის თანამედროვე მოსე ჯანაშვილი წერდა:
 
{{ციტატა|ა. როინაშვილი მიებარა ერთ კეთილ „მესურათხატეს“, ისწავლა მისგან ხატვა. მასწავლებელმა გაგზავნა ის „სურათხატების“ გადასაღებად კახეთს, ნუხას, ბაქოს, დაღესტანს, კავკავს, ოსეთს, იმერეთს, სამცხეს, ქართლს და სხვა. „მესურათხატემ“ მადლობა უთხრა მას და მან შეისყიდა მისგან სასურათხატო.
 
შემდეგ გაანახლა „სასურათხატო“ და მის კარიბჭეზე ეწერა: ა. როინაშვილი. მოაწყდა ქალი და კაცი, ვისაც სურდა ეხილა მხატვრობა თავისი სახისა, მხატვრობა კოხტად, ლამაზად და ღირსეულის ხელოვნებით გადაღებული.
 
გაძლიერდა მუშაობა მთიული გლეხის შვილებისავე თანამონაწილეობით. „სასურათხატომ“ გადაიღო სახეები საქართველოს წარჩინებულ მეფეებისა, მწერლებისა, მღვდელ-მთავრებისა სურათები შესანიშნავ ადგილებისა, ტაძრებისა, ციხეებისა, მხატვრობანი ხატთა, სამკაულთა, ქანდაკებათა, ფულთა; გადაიღო ყოველივე ეს და თვის „სასურათხატოს“ შესთვისა ნაციონალური იერი<ref>გაზეთი „ივერია“, № 101, 1898.</ref>.}}
 
[[1880]] წლიდან იწყება მისი მეტად ნაყოფიერი მოგზაურობა ფოტო-აპარატით ხელში. დაახლოებით ერთ წლამდე ის კახეთში მუშაობდა, იღებდა ისტორიულ და ხუროთმოძღვრულ ძეგლებს. [[1881]] წლიდან ის დაღესტანში გადადის სადაც რვა წელი იმუშავა. მან ფეხით დაიარა ყველა ისტორიული ძეგლი, შეაგროვა დიდი ეთნოგრაფიული და ნუმიზმატიკური მასალა, შესიწავლა და აღწერა ადგილობრივთა ყოფა.