64 484
რედაქტირება
რაიმე ხელობის შესწავლა იმ დროს არ იყო ადვილი საქმე, მით უმეტეს ფოტოგრაფიისა. ყოველი ფოტოგრაფი ცდილობდა სხვისთვის არ გადაეცა თავისი ხელობის საიდუმლო.
ოთხი-ხუთი წლის მუშაობის შემდეგ ნიჭიერი ალექსანდრე ხლამოვის მარჯვენა ხელი ხდება. [[1860]]-[[1865]] წლებში ის ხლამოვის დახმარებით ტფილისში სასახლის ქუჩაზე გახსნა თავისი პირველი ფოტო-სახელოსნო.
მის შესახებ როინაშვილის თანამედროვე მოსე ჯანაშვილი წერდა:
[[1880]] წლიდან იწყება მისი მეტად ნაყოფიერი მოგზაურობა ფოტო-აპარატით ხელში. დაახლოებით ერთ წლამდე ის კახეთში მუშაობდა, იღებდა ისტორიულ და ხუროთმოძღვრულ ძეგლებს. [[1881]] წლიდან ის დაღესტანში გადადის სადაც რვა წელი იმუშავა. მან ფეხით დაიარა ყველა ისტორიული ძეგლი, შეაგროვა დიდი ეთნოგრაფიული და ნუმიზმატიკური მასალა, შესიწავლა და აღწერა ადგილობრივთა ყოფა.
პირველი პროფესიონალი ქართველი ფოტოგრაფის და საზოგადო მოღვაწის ალ. როინაშვილის საფლავის ქვაზე [[დიდუბის პანთეონი|დიდუბის პანთეონში]] ამოკვეთილია:
<center>{{ციტატა|<center>სამაგალითო ქველმოქმედს და თავის ქვეყნისათვის სიყვარულით სავსეს
ალექსანდრე როინაშვილს
1846-1898
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება</center>}}</center>
==ფოტოკატალოგი==
|