ჰერმიონ გრეინჯერი: განსხვავება გადახედვებს შორის

82.211.132.227-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Henry McClean-ის მიერ რედაქტირებული ვერს...
(82.211.132.227-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Henry McClean-ის მიერ რედაქტირებული ვერს...)
}}
'''ჰერმიონ ჯინ გრეინჯერი''' ({{lang-en|Hermione Granger}}) — „[[ჰარი პოტერი]]ს“ სამყაროს ერთ-ერთი პერსონაჟი. როულინგს დადასტურებული აქვს, რომ ჰერმიონის პროტოტიპად თავად იქცა, ახალგაზრდა ასაკში.<ref name="rowlinghermione">{{cite web |last=Rowling |first=J.K. |title=Section:Extra Stuff&nbsp;— Hermione Granger |url=http://www.jkrowling.com/textonly/en/extrastuff_view.cfm?id=8 |publisher=J.K. Rowling Official Site |accessdate=19 September 2008 |archiveurl=http://web.archive.org/web/20080916201222/http://www.jkrowling.com/textonly/en/extrastuff_view.cfm?id=8 |archivedate=16 September 2008 |deadurl=yes}}</ref>
 
== ბიოგრაფია ==
 
ჰერმიონი დაიბადა 1979 წლის 19 სექტემბერს<ref name="rowlinghermione" />. 1991 წელს, 12 წლის ასაკში<ref name="age">{{cite web|first=J.K.|last=Rowling|url=http://www.jkrowling.com/textonly/en/faq_view.cfm?id=90|title=F.A.Q.: When Hermione arrived at Hogwarts, was she nearly eleven or nearly twelve?|publisher=J.K. Rowling Official Site|accessdate=9 February 2011|archiveurl=http://web.archive.org/web/20120208051252/http://www.jkrowling.com/textonly/en/faq_view.cfm?id=90|archivedate=2012-02-08}}</ref> იგი ჩაირიცხა [[გრიფინდორი]]ს ფაკულტეტზე, [[ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოსნობის სკოლა]]ში.
 
1995-1997 წლებში ჰერმიონი გრიფინდორის ფაკულტეტის პრეფექტად იყო დანიშნული. 1997-1998 წლებში (ეს პერიოდი აღწერილია წიგნში [[ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები]]) ჰერმიონი [[ჰარი პოტერი (პერსონაჟი)|ჰარი პოტერს]] [[ჰორკრუქსი|ჰორკრუქსების]] ძიებაში ეხმარებოდა, ამიტომ გამოტოვა მთლიანი სასწავლო წელი. თუმცა მან მაინც აანაზღაურა დანაკარგი და შემდეგ წელს დაბრუნდა სკოლაში.
 
=== თვისებები ===
 
სწავლის პერიოდში ჰერმიონს ჰქონდა წარმატებული აკადემიური მოსწრება<ref name="EBF 2004">{{cite web|url=http://www.accio-quote.org/articles/2004/0804-ebf.htm|title=J.K. Rowling at the Edinburgh Book Festival|date=15 August 2004|publisher=Accio-quote.org|accessdate=23 April 2007}}</ref>, იგი გამოირჩეოდა სხვადასხვა სფეროში აქტიურობით. დააარსა შინაურ ელფთა დამოუკიდებლობის აღდგენის მოძრაობა (ედამ) და იყო დაბმლდორის არმიის თანადამფუძნებელი. იგი ასევე იცავდა სხვა ჩაგრულ არსებებს, მაგალითად, ჰაგრიდს ჰიპოგრიფ ბაკბიკის სასამართლო პროცესისთვის დასაცავ სიტყვას უწერდა.
 
[[ვოლდემორი]]ს საბოლოო დამხობის შემდეგ ჰერმიონმა მუშაობა დაიწყო მაგიის სამინისტროს ჯადოსნურ არსებათა აღრიცხვისა და კონტროლის დეპარტამენტში. მისი ძალისხმევით საგრძნობლად იქნა გაუმჯობესებული შინაური ელფებისა და სხვა მაგიური არსებების ცხოვრება. მოგვიანებით გრეინჯერი გადავიდა სამართლის დეპარტამენტში და მონაწილეობა მიიღო წმინდა სისხლის დასაცავი კანონპროექტების გაუქმებაში.
 
წიგნის მიხედვით მკითხველს შეუძლია დაასკვნას, რომ ჰერმიონი ნათელი მაგალითია წმინდა სისხლის მითიურობისა, ვინაიდან, მაგლად დაბადებულის მიუხედავად, იგი ავლენს ბევრ დადებით თვისებას. მას დახვეწილი ლოგიკური აზროვნება და გამჭრიახი გონება გააჩნია. დაინტერესებულია ბევრი სასარგებლო საკითხით, როგორიც არის ძველი რუნები და ნუმეროლოგია. მესამე კურსზე (ეს პერიოდი აღწერილია წიგნში [[ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე]]) ჰერმიონი, იმ მიზეზით, რომ ჰარის ეხმარება, ვერ ასწრებს ყველა გაკვეთილზე დასწრებას. ამიტომ პროფესორი მაკგონაგელი მას გადასცემს დროის მდევარს. მისი დახმარებით ჰერმიონი ესწრება ყველა გაკვეთილს, რომელთა ჩატარების დრო ერთმანეთს ემთხვევა.
 
ჰერმიონმა შესანიშნავად იცის მრავალი ჯადოსნური შელოცვა, რისი წყალობითაც რთულ სიტუაციებში არაერთხელ გადაურჩენია თავისი თავიც და მეგობრებიც. მეხუთე კურსზე (ეს პერიოდი აღწერილია წიგნში [[ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი]]) მას უკვე შეუძლია ფორმაცვალებადი ჯადოს გამოყენება, რაც მეშვიდე კურსზე ჩასაბარებელი კ.ა.ტ.ა.ს პირობას წარმოადგენს. თავისუფალ დროს ჰერმიონი ხოლმე უთმობს შინაური ელფებისათვის ქუდებისა და წინდების ქსოვას.
 
ჰორკრუქსების მოპოვება და განადგურება მეტწილად ჰერმიონის დაგეგმილი მუშაობის დამსახურებაა. მან მიიღო წინასწარ ზომები: გამოძახების შელოცვით მოიპოვა წიგნები ჰორკრუქსების შესახებ, რომელიც დამბლდორს არც თუ საიმედოდ ჰქონდა შენახული (ამ წიგნებშივე იყო მოცემული ინფორმაცია, თუ როგორ უნდა განადგურდეს ჰორკრუქსი); მოიმარაგა და პატარა ხელჩანთაში ჩაატია ყველაფერი, რაც მოგვიანებით ხეტიალის დროს გამოადგებოდა სამეულს. ამ ნივთებს შორის იყო: კარავი, წამლები, ყურების დამაგრძელებლები, მრავალწვნიანი სასმელი, ტანსაცმელი და ჰარის სახელგანთქმული უჩინმაჩინის მოსასხამი.
 
== პირადი ცხოვრება ==