მიხეილ სახოკია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
| სურათის წარწერა =
| დაბადების თარიღი = 28 ივნისი 1902
| დაბადების ადგილი = [[ბაღმარანი]], ახლანდელი [[გულრიფშის მუნიციპალიტეტი]], [[საქართველო]]
| გარდაცვალების თარიღი = 17 აგვისტო 1983
| გარდაცვალების ადგილი = [[თბილისი]], [[საქართველო]]
| მოქალაქეობა =
| სამეცნიერო სფერო = [[ბოტანიკა ]]
| მუშაობის ადგილი = თბილისის ბოტანიკური ბაღი<br>თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
| ალმა-მატერი = [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]
| სამეცნიერო ხელმძღვანელი = ალექსანდრე გროსჰეიმი
| გავლენა იქონიეს =
ხაზი 23:
| საიტი =
}}
'''მიხეილ საკოხია''' (დ. 28 ივნისი 1902, ბაღმარანი, ახლანდელი გულრიფშის მუნიციპალიტეტი — გ. 17 აგვისტო 1983, თბილისი) — ქართველი ბოტანიკოსი, გეობოტანიკური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი [[საქართველო]]ში. 1926 წელს დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]. მისი სამეცნიერო მოღვაწეობა მჭიდროდ უკავშირდება თბილისის ბოტანიკურ ბაღსა და ბოტანიკის ინსტიტუტს. სახოკიას სამეცნიერო საქმიანობა 1925 წლიდან იწყება. ამ დროს ცნობილმა ბოტანიკოსმა აკადემიკოსმა [[ალექსანდრე გროსჰეიმი|ალექსანდრე გროსჰეიმმა]] ჩამოაყალიბა ბოტანიკით დაინტერესებული სტუდენტების ჯგუფი, სახელად „ბოტანიცეტუმ“, რომელშიც მიხეილ სახოკიასთან ერთად გაერთიანდნენ: [[ანა ხარაძე]], [[ალფრედ კოლაკოვსკი]], [[არმენ დოლუხანოვი]], [[პავლე იაროშჩენკო]], [[ტატიანა ჰეიდემანი]].<ref>[http://acad.ge/index.php?run=product/product&id=18132 მიხეილ სახოკიას ბიოგრაფია და წიგნი „მიხეილ სახოკიას ფოტოარქივიდან“]</ref> მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით შეიქმნა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის შირაქისა (1939) და ყაზბეგის (1961) სტაციონარები. 1961 წლიდან ყაზბეგის მაღალმთის სტაციონარის გამგე. მას ეკუთვნის გამოკვლევები ფლორისტიკაში, მცენარეთა სისტემატიკაში, ბოტანიკურ გეოგრაფიაში, გეობოტანიკაში (კავკასიიის მცენარეულობის კლასიფიკაცია, კარტოგრაფირება, მთიანი ქვეყნების ვერტიკალური სარტყლიანობის და გეობოტანიკური დარაიონების პრინციპების დამუშავება). ავტორთა კოლექტივთან ერთად შექმნა სსრკ ევროპული ნაწილის მცენარეულობის რუკა (I გამოცემა — 1950, I გამოცემა — 1980), რისთვისაც მიენიჭა აკადემიკოს ვ. კომაროვის სახელობის პრემია. თანაავტორია მონოგრაფიისა „სსრ კავშირის ევროპული ნაწილის მცენარეულობა“. კვლევარი აქტიურად მუშაობდა აგრეთვე მრავალტომიანი გამოცემის „კავკასიის დენდროფლორის“ შედგენასა და რედაქტირებაში. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა სახოკიას მიერ შედგენილმა მეგზურმა „ბოტანიკური ექსკურსიები საქართველოში“, რომელიც [[ინგლისური ენა|ინგლისურ]] და [[რუსული ენა|რუსულ ენებზე]] დაიბეჭდა (1961). იყო [[საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება|საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების]] პრეზიდიუმის წევრი და გეობოტანიკური სექციის თავმჯდომარე იყო. ინტენსიურად თანამშრომლობდა „[[ქსე|ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის]]“ მომზადებაში. დაჯილოებულია „შრომის წითელი დროშის“ ორდენით და მედლებით.<ref name="ქსე">{{ქსე|9|257-258|ნახუცრიშვილი გ.|არა}}</ref>
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიხეილ_სახოკია“-დან