აკაკი მგელაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 40:
[[1951]]-[[1952]] წლებში იყო საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის [[ქუთაისი]]ს ქალაქკომის პირველი მდივანი. [[1951]]-[[1953]] წლებში კი - საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრი, საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო საბჭოს წევრი.
 
1940-იან და 1950-იან წლებში იმყოფებოდა [[იოსებ სტალინი]]ს უახლოეს გარემოცვაში. 1950-იან წლებში იყო საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შინანგან საქმეთა და უშიშროების მინისტრის - [[ლავრენტი ბერია]]ს ოპონენტი. სტალინის გარადაცვალების შემდეგ მგელაძე მოხსნეს თანამდებობიდან და გარიცხეს საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტიდან, სსრკ კომპარტიის შემადგენლობიდან, ყოველივე ამის შემდეგ კი დააპატიმრეს. მის მიმართ ბრალდებები მოიხსნა ლავრენტი ბერიისბერიას დაკავების შემდეგ.
 
[[1953]]-[[1973]] წლებში იყო [[ბებნისი]]ს საბჭოთა მეურნეობის დორექტორი. 1973 წელს [[ედუარდ შევარდნაძე]]მ ის მიიწვია თბილისში სამუშაოდ. [[1973]]-[[1978]] წლებში იყო საქართველოს სსრ საბჭოთა მეურნეობების ტრესტის მმართველი, საქართველოს სსრ აგრარულ-სამრეწველო-სავაჭრო გაერთიანების თავმჯდომარე, საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აკაკი_მგელაძე“-დან