ავსტრალია (კონტინენტი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 525:
 
[[გრემ მერფი]] მსოფლიოში [[ბალეტი]]ს ერთ-ერთი გამოჩენილი დამდგმელია.
 
=== თეატრი ===
[[ფაილი:Sydney Opera House - Dec 2008.jpg|thumb|300px|right|სიდნეის ოპერის შენობა — ავსტრალიის სავიზიტო ბარათი]]
ავსტრალიის [[თეატრი]] ავსტრალიის კულტურის მთავარი ნაწილია. თეატრი კონტინენტზე შემოვიდა პირველ დასახლებულებთან ერთად და ვითარდებოდა აბორიგენების და ინგლისელების კულტურების შერწყმასთან ერთად, ითვისებდა ბრიტანული და ირლანდიური თეატრების საუკეთესო ტრადიციებს. ავსტრალიელ დრამატურგებს აქვთ საკუთარი განუმეორებელი კოლორიტი, რომელიც ცნობილია ბევრ ქვეყანაში მას შემდეგ, რაც 1788 წელს ახალი კონტინენტის კულტურა მსოფლიოს მოევლინა.
 
ავსტრალიაში მდებარეობენ მთელ მსოფლიოში ცნობილი ავსტრალიური თეატრალური ცენტრები — [[სიდნეის ოპერის თეატრი]] და დრამატული ხელოვნების ეროვნული ინსტიტუტი ({{lang-en|National Institute of Dramatic Art}}). ავსტრალიური თეატრალური სცენის გამორჩეული წარმომადგენლებს შორის შეიძლება აღინიშნოს სერ [[რობერტ ჰელპმანი]] ({{lang-en|Robert Helpmann}}), ქალბატონი [[ჯოან საზერლენდი]], [[ბარი ჰამფრისი]] და [[დევიდ უილიამსონი]] ({{lang-en|David Williamson}}), [[კეიტ ბლანშეტი]], [[ჯეფრი რაში]] და [[ჯუდი დეივისი]].
 
შეუფასებელი გავლენა ავსტრალიურ თეატრზე მოახდინა [[კორობორი]]მ — ავსტრალიელი აბორიგენების ცერემონიალურმა ცეკვამ, რომლის ისტორია საკმაოდ გვიანდელ წლებში მიდის, პირველ დამსახლებლებამდე (მეცნიერთა გათვლით 40 000-60 000 წლის წინ)<ref>[http://www.cultureandrecreation.gov.au/articles/indigenous/ceremony/ Australian indigenous ceremony - song, music and dance - australia.gov.au]</ref>.
 
ევროპული ტრადიციები კონტინენტზე მოვიდა პირველ დასახლებულებთან ერთად 1788 წელს. ყველაზე პირველად დაიდგა ირლანდიელი დრამატურგის [[ჯორჯ ფარკერი]]ს პიესა «ოფიცერი-დამქირავებელი» ({{lang-en|The Recruiting Officer}}), რომელიც ნაჩვენები იქნა 1789 წელს პატიმრების მიერ<ref name="olioweb.me.uk">[http://www.olioweb.me.uk/plays/ Our Country’s Good: The Recruiting Officer]</ref>. ორი ასწლეულის შემდეგ პირველი ავსტრალიური თეატრალური დადგმების ისტორია დაიწერა ტიმბერლეიკ უერტენბეიკერის პიესაში «ჩვენს ქვეყანაში კარგია» ({{lang-en|Our Country's Good}}), რომელიც ყვებოდა პატიმარ-მსახიობებზე ზედამხედველების მხრიდან შეურაწყოფაზე. პიესის საფუძველში ჩაიდო ტომას კინელის რომანი «გამთამაშებელი» ({{lang-en|The Playmaker}})<ref name="olioweb.me.uk"/>.
 
1837 წელს [[ჰობარტი|ჰობარტში]] გაიხსნა სამეფო თეატრი, რომელიც ავსტრალიის უძველესი თეატრია<ref name=autogenerated1>[http://www.theatreroyal.com.au/history.html Theatre Royal — a great night out!]</ref>. თეატრი ფართედ იყო ცნობილი მთელ მსოფლიოში. [[ნოელ კაუარდი|ნოელ კაუარდმა]] მას დაარქვა — ოცნების თეატრი, ხოლო [[ლორენს ოლივიე]] პირადად დადგა მის დასაცავად, როდესაც 1940-იან წლებში შენობა დანგრევის საფრთხის წინაშე იდგა<ref name=autogenerated1 />.
 
1901 წელს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, ავსტრალიის თეატრი გახდა ეროვნული თვითიდენტიფიცირების ძლიერი ინსტრუმენტი. პირველი პიესა, რომელიც 1912 წელს დაიდგა და არაჩვეულებრივად პოპულარული გახდა, იყო სტილ რადის პიესა «ჩვენი არჩევანი» ({{lang-en|On Our Selection}}). მასში მოთხრობილი იყო გლეხის ოჯახზე — პირველი დასახლებულების ერთ-ერთ პიონერზე.
 
1904 წელს პერთში გაიხსნა «მისი სამეფო უდიდებულესობის თეატრი» ({{lang-en|His Majesty's Theatre}}). შენობა [[ედუარდ VII]]-ს მმართველობის პერიოდის ეგრედ წოდებული «ავსტრალიის თეატრალური არქიტექტურის» მაგალითია<ref>[http://www.hismajestystheatre.com.au/default.aspx?MenuID=41 His Majestys Theatre: History of Western Australia’s most-loved heritage icon]</ref>. ამავე სტილში 1924 წელს აშენდა სიდნეის დედაქალაქის თეატრის ({{lang-en|Grand Capitol Theatre}}) შენობა, რომელიც ავსტრალიის ერთ-ერთი საუკეთესო თეატრალური დარბაზია<ref>[http://www.capitoltheatre.com.au/explore.htm capitoltheatre]</ref>.
 
1940-იან წლებში ჯონ ენტილმა დაწერა მუსიკა თავისი განთქმული ბალეტისათვის «კორობორი», რომელიც ეფუძნებოდა ტრადიციულ ავსტრალიურ [[კორობორი]]ს. 1950-იანი წლების განმავლობაში ბალეტის ანსამბლი გასტროლებს ატარებდა მთელ ავსტრალიაში. «ავსტრალიის სამეფო ტურის» დროს მის სპექტაკლებს დაესწრო [[ელისაბედ II]]. ეს ბალეტი იყო პირველი წარმატებული ცდა ორი კულტურის შერწყმისა — დასავლური და აბორიგენების ტრადიციული კულტურის, რომელიც დღემდე გამოიყენება სხვადასხვა თეატრალურ კოლექტივებში, ისეთებში როგორიცაა «ცეკვა ბანგარას თეატრი» ({{lang-en|Bangarra Dance Theatre}})<ref>[http://www.australiadancing.org/subjects/241.html Australia Dancing — Corroboree]</ref><ref>[http://www.bangarra.com.au/About/Vision.aspx Bangarra Dance Theatre].</ref>.
 
1955 წელს «უნიონ თეატრმა» ({{lang-en|Union Theatre}}) მიიწვია დამწყები მსახიობი [[ბარი ჰამფრისი]] ვიქტორიის შტატში გასტროლებზე სპექტაკლში «[[მეთორმეტე ღამე (პიესა)|მეთორმეტე ღამე]]». ქალაქიდან ქალაქში ღამით მგზავრობის დროს, სანამ მეთორმეტე ღამის პიესის რეჟისორი რეი ლოულერი მუშაობდა ახალ პიესაზე «ჩვიდმეტი წლის თოჯინის ზაფხული» ({{lang-en|Summer of the Seventeenth Doll}}), ჰამფრისი ანსამბლის წევრებს ართობდა თავის მიერ გამოგონილი პერსონაჟით — მელბურნის გარეუბნის დიასახლის ედნა ევერეჯით. შემდგომში, ლოულერის პიესამ და ჰამფრისის პერსონაჟმა დიდი გავლენა მოახდინა ავსტრალიურ თეატრზე. პიესაში ასახული იყო ავსტრალიისთვის დამახასიათებელი ტიპაჟი. ლოულერის დაჟინებით, 1955 წლის ბოლოს ჰამფრისმა აჩვენა თავისი დამა ედნა [[მელბურნის უნივერსიტეტი]]ს სასწავლო თეატრის სცენაზე. 1956 წელს მელბურნში უნდა ჩატარებულიყო [[ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1956|1956 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები]], ამიტომ ედნა ევერეჯმა მოყვა თავისი მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო ეს თამაშები<ref>[http://www.theaustralian.com.au/news/arts/the-clown-prince-of-suburbia/story-e6frg8n6-1111118780314 Cookies must be enabled. // The Australian]</ref>. პერსონაჟს ჰქონდა არნახული წარმატება, ხოლო მელბურნის რაიონ — მუნი პაუნდსს, რომელშიც ვითომდა დამა ედნა ცხოვრობდა, სახელი გაეთქვა მთელ მსოფლიოში. ჰამფრისმა, რომელიც ჯერ კიდევ 20 წლისაც არ იყო დაიპყრო [[ლონდონი]]ს სცენა, მონაწილეობა მიიღო ლაიონელ ბარტის განთქმულ მუზიკლში «[[ოლივერი! (მუზიკლი)|ოლივერი!]]» ({{lang-en|Oliver!}}). ჰამფრისის მიერ შესრულებული პერსონაჟები — დიასახლისი ედნა ევერეჯი, ხოლო მოგვიანებით მუდამ ნასვამი ავსტრალიელი ატაშე კულტურის დარგში სერ ლეს პატერსონი, აღიარებული იყო ავსტრალიური თეატრალური სცენის ნამდვილ შედევრებად, როგორც მსახიობის სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, [[ვესტ-ენდი|ვესტ-ენდში]] და [[ბროდვეის თეატრი|ბროდვეის თეატრში]]<ref>[http://news.bbc.co.uk/2/hi/entertainment/6757531.stm The man behind Dame Edna Everage]. // BBC NEWS|Entertainment</ref>.
 
დრამატული ხელოვნების ეროვნული ინსტიტუტი შეიქმნა სიდნეიში 1958 წელს, რომელიც დაამთავრეს — [[კეიტ ბლანშეტი|კეიტ ბლანშეტმა]], [[ტონი კოლეტი|ტონი კოლეტმა]], [[მელ გიბსონი|მელ გიბსონმა]] და [[ბეზ ლურმენი|ბეზ ლურმენმა]]<ref>[http://www.nida.edu.au/default.aspx?FolderID=15 NIDA About Us — National Institute of Dramatic Art — NIDA]</ref>.
 
1960 წელს მელბურნში დაიწყო «კულტურული რაიონის» ({{lang-en|Melbourne Arts Precinct}}) მშენებლობა. მისი ძირითადი ნაწილი გახდა 1973 წელს როი გრაუნდსის პროექტის მიხედვით აშენებული «კულტურის ცენტრი» ({{lang-en|Melbourne Arts Centre}}). 1982 წელს ცენტრში გაიხსნა საკონცერტო დარბაზი «ჰამერ ჰოლი» ({{lang-en|Hamer Hall}}), ხოლო 1984 წელს გაიხსნა თეატრალური მოედნები. დღეისათვის კულტურის ცენტრი მელბურნის თეატრის სახლია. მის სცენაზე გამოდის მელბურნის სიმფონიური ორკესტრი, ტარდება ავსტრალიის ოპერისა და ბალეტის სპექტაკლები, ასევე მთელი მსოფლიოს თეატრალური კოლექტივების სპექტაკლები<ref>[http://www.theartscentre.com.au/about-us/our-story.aspx Our Story — The Arts Centre — the home of the performing arts in Melbourne]</ref>.
 
«ავსტრალიის ბალეტი» ({{lang-en|The Australian Ballet}}) — ყველაზე ცნობილი კლასიკური ბალეტის თეატრია ავსტრალიაში, რომელიც ბრიტანელმა ბალერინა პეგი ვან პრაამ 1962 წელს დააარსა და დღეისათვის აღიარებულია მსოფლიო ბალეტის ერთ-ერთ ძირითად თეატრად<ref>[http://www.australianballet.com.au/about_us/history The Australian Ballet: History].</ref>. თეატრის ძირითადი მოედანი მდებარეობს მელბურნში. თეატრის რეპერტუარი წარმოდგენილია, როგორც კლასიკური ბალეტის სახით, ასევე თანამედროვე [[ქორეოგრაფია|ქორეოგრაფების]] დადგმებით ავსტრალიიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. 2010 წლისთვის თეატრმა წარმოადგინა დაახლოებით 200 წარმოდგენა ავსტრალიის საუკეთესო მოედნებზე — «მელბურნის კულტურის ცენტრში», «სიდნეის ოპერაში», «ადელაიდის საფესტივლო მოედანზე», «კუინზლენდის თეატრალურ ცენტრში»<ref>[http://www.australianballet.com.au/about_us The Australian Ballet: About us].</ref>.
 
1970 წელს ქალაქ ადელაიდაში თეატრალური ფესტივლის ჩატარებისთვის დაიწყო «საფესტივალო მოედნის» ({{lang-en|Adelaide Festival Centre}}) მშენებლობა, რომლის დირექტორი გახდა სერ რობერტ ჰელპმანი<ref>[http://www.adelaidefestivalcentre.com.au/afc/history.php History — Adelaide Festival Centre].</ref><ref>[http://www.helpmannawards.com.au/default.aspx?s=sir_robert_helpmann Robert Helpmann].</ref>.
 
1973 წელს სიდნეიში აშენდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი თეატრალური შენობა — «სიდნეის ოპერის» ({{lang-en|Sydney Opera House}}) შენობა, რომელიც გახდა სახლი «ავსტრალიის ოპერისათვის» ({{lang-en|Opera Australia}}), რომლის [[დივა]]ა ({{lang-en|Diva}}) განთქმული [[ჯოან საზერლენდი]].
 
1978 წელს გაიხსნა ავსტრალიის ერთ-ერთი ცნობილი თეატრი — სიდნეის თეატრი, რომლის სპექტაკლები ტარდება სიდნეის საოპერო თეატრის «დრამატულ სცენაზე»<ref>[http://www.sydneytheatre.com.au/about Sydney Theatre Company - About]</ref>. თეატრმა დიდება მოუტანა ისეთ მსახიობებს, როგორებიცაა [[მელ გიბსონი]], [[ჯუდი დეივისი]], [[ჰუგო უივინგი]], [[დევიდ ვენჰამი]] და [[ტონი კოლეტი]]. დღეისათვის თეატრის მხატვრული ზელმძღვანელები არიან [[ოსკარი|ოსკაროსანი]] მსახიობი ქალი კეიტ ბლანშეტი და მისი ქმარი, დრამატურგი და რეჟისორი ენდრიუ აპტონი.
 
1979 წელს ორი ღარიბი ახალგაზრდა მსახიობი, რომლებიც ასრულებდნენ როლებს სიდნეის თეატრის დადგმაში «[[გოდოს მოლოდინში]]», ერთ ორადგილიან ბინას ქირაობდნენ. ესენი იყვნენ ყველასათვის უცნობი მელ გიბსონი და ჯეფრი რაში<ref>[http://news.bbc.co.uk/2/hi/entertainment/1202812.stm Geoffrey Rush: Full of surprises]. // BBC News|ENTERTAINMENT</ref>. გიბსონმა დაამთავრა დრამატული ხელოვნების ეროვნული ინსტიტუტი, სადაც მას სცენაზე დებიუტი ჰქონდა თავის ჯგუფელ ჯუდი დევისთან სტუდენტურ სპექტაკლში «[[რომეო და ჯულიეტა]]». 1979 წელს გიბსონი ფილმ «[[თავზეხელაღებული მაქსი]]»ს გადაღების შემდეგ მსოფლიოში აღიარებული ხდება<ref>[http://movies.yahoo.com/movie/contributor/1800019113/bio Mel Gibson Biography — Yahoo! Movies]</ref>. რაში 1980-იან წლებში უერთდება თეატრ «შუქურას» ანსამბლს და იძენს ავსტრალიაში ყველაზე მოთხოვნადი თეატრალური მსახიობის რეპუტაციას, სანამ 1997 წელს არ მიიღო ოსკარი საუკეთესო მამაკაცის როლისთვის ფილმში «[[სიკაშკაშე (ფილმი, 1996)|სიკაშკაშე]]».
 
1990 წელს შეიქმნა «ბელის შექსპირული ანსამბლი» ({{lang-en|Bell Shakespeare Company}}), რომელიც უმალვე გახდა პოპულარული. [[ჯონი ო’კიფი]]ს და პიტერ ალენის მუზიკლებს({{lang-en|Peter Allen}}) საკმაო წარმატებები მოჰქონდა. ალენის მუზიკლმა «The Boy from Oz» [[დესკის დრამა|დესკის დრამის]] და [[ტონი (ჯილდო)|ტონის]] პრემია მიაღებინა მსახიობ [[ჰიუ ჯეკმენი|ჰიუ ჯეკმენს]].
 
ავსტრალიელი დრამატურგები, როგორებიცაა დევიდ უილიამსონი ({{lang-en|David Williamson}}), ალან სეიმური ({{lang-en|Alan Seymour}}), ნიკ ენრაიტი ({{lang-en|Nick Enright}}) და ჯასტინ ფლემინგი ({{lang-en|Justin Fleming}})<ref>[http://australianplays.org/script_search Play search]. // AustralianPlays.org</ref> ხშირად მიმართავდნენ ავსტრალიელებისთვის მთავარ თემებს. მაგალითად, სპექტაკლი «წელიწადში ერთადერთი დღე» ({{lang-en|The One Day of the Year}}) ალან სეიმურის პიესის მიხედვით, მოთხრობილია [[ანზაკის დღე|ანზაკის დღის]] შესახებ — [[დარდანელის ოპერაცია|დარდანელის ოპერაციის]] დროს დამარცხების დღის მოსაგონრად. სპექტაკლში «ნჯაპარტჯი ნჯაპარტჯი» ({{lang-en|Ngapartji Ngapartji}}) სკოტ რენკინის და ტრევორ ჯემისონის პიესის მიხედვით, მოთხრობილია უდაბნოში პიტჯანტჯატჯარას ხალხზე ({{lang-en|Pitjantjatjara people}}) ბირთვული გამოცდების ზემოქმედებაზე. სპექტაკლი მკაფიო გამოხატულებაა ტრადიციული ავსტრალიელი აბორიგენების კულტურის ბერძნულ, ავღანურ, იაპონურ და ახალზელანდიურ კულტურებთან შერევისა<ref>[http://www.dailytelegraph.com.au/news/review-ngapartji-ngapartji/story-e6frev39-1111115327660 Review: Ngapartji Ngapartji, Belvoir Street Theatre]. // thetelegraph.com.au</ref>.
 
=== ცირკი ===
როგორც ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში, ავსტრალიაში [[ცირკი]]სათვის არ არსებობენ სტაციონარული შენობები. ცირკები მოგზაურობენ ქალაქიდან ქალაქში და შლიან [[შაპიტო]]ებს სპეციალურად მომზადებულ მოედნებზე. ავსტრალიაში ყველაზე უფრო პოპულარული საცირკო ჯგუფებია:
 
* '''Circus Oz''' — შტაბ-ბინა მელბურნში.
* '''[[Cirque du Soleil]]''' — [[კვებეკი|კვებეკში]] ([[კანადა]]) დაარსებულ ცირკს დღეისათვის აქვს წარმომადგენლობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ავსტრალიის ჩათვლით.
 
ჯგუფს, რომელიც გამოდის ავსტრალიის სხვადასხვა ქალაქებში, სახელით ''Moscow Circus'' არავითარი კავშირი [[მოსკოვის დიდი სახელმწიფო ცირკი|მოსკოვის ცირკთან]] არ აქვს.
 
=== ლიტერატურა ===
Line 596 ⟶ 642:
 
ავსტრალიაში გამოცემული 1600 ჟურნალიდან, 30-ს აქვს ტირაჟი 80 000-ზე მეტი.
 
=== ცირკი ===
როგორც ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში, ავსტრალიაში [[ცირკი]]სათვის არ არსებობენ სტაციონარული შენობები. ცირკები მოგზაურობენ ქალაქიდან ქალაქში და შლიან [[შაპიტო]]ებს სპეციალურად მომზადებულ მოედნებზე. ავსტრალიაში ყველაზე უფრო პოპულარული საცირკო ჯგუფებია:
 
* '''Circus Oz''' — შტაბ-ბინა მელბურნში.
* '''[[Cirque du Soleil]]''' — [[კვებეკი|კვებეკში]] ([[კანადა]]) დაარსებულ ცირკს დღეისათვის აქვს წარმომადგენლობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ავსტრალიის ჩათვლით.
 
ჯგუფს, რომელიც გამოდის ავსტრალიის სხვადასხვა ქალაქებში, სახელით ''Moscow Circus'' არავითარი კავშირი [[მოსკოვის დიდი სახელმწიფო ცირკი|მოსკოვის ცირკთან]] არ აქვს.
 
== რესურსები ინტერნეტში ==