ფსალმუნნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ფსალმუნნი დავითისა''', '''''ფსალმუნნი''''' ({{lang-he|תְּהִלִּים or תהילים}}, „psállein“, „ციტრის ხმაზე გალობა“) ''ფსალმუნი'', ''დავითი'', ''დავითნი'' — [[ძველი აღთქმა|ძველი აღთქმისა]] და [[ბიბლია|ბიბლიის]] მეცხრამეტე კანონიკური ფსალმუნთა წიგნი. ქართულად ფსალმუნი ეწოდება ამ წიგნში შეტანილ ცალკეულ საგალობლებსაც. შედგება 150 პოეტური ნაწარმოებისაგან, რომელთაგან 73-ის ავტორობა ებრაული და ქრისტიანული ტრადიციით, [[დავითი|მეფე დავითს]] მიეწერება. სინამდვილეში ფსალმუნი სხვადასხვა დროს შექმნილ ნაწარმოებთა კრებულია, რომელთა უდიდესი ნაწილი [[ქრისტეს შობა]]ემდე [[ძვ. წ. X საუკუნე|X]]-[[ძვ. წ. III საუკუნე|III საუკუნეებში]] შეიქმნა და ხშირად კიდევ უფრო ძველ პოლითეისტურ ქანაანურ რელიგიურ კონცეფციათა კვალს შეიცავს. გვიანდელი ნაწილები [[ბაბილონის ტყვეობა|ბაბილონის ტყვეობის]] (ძვ. წ. VI ს.) შემდეგდროინდელია. კუმრანის (მკვდარი ზღვის) ტექსტების აღმოჩენის შემდეგ გაირკვა, რომ ძვ. ებრაული ფსალმუნი შინაარსითა და მოცულობით განსხვავდებოდა იმ კრებულისაგან, რომელიც საბოლოოდ რედაქტირების შემდეგ შეიტანეს ებრაულ ძველ აღთქმაში III ნაწილის (ქეთუბიმ) I წიგნად. ებრაულ ფსალმუნში 150 საგალობელია, ბერძნულსა და ზოგიერთ სხვაში, მათ შორის ქართულშიც — 151. ფსალმუნების ნუმერაციაც თარგმანებში განსხვავებულია. ებრაულ ფსალმუნში ტექსტი დაყოფილია 5 წიგნად, შესაძლოა, „მოსეს ხუთწიგნეულის“ მიბაძვით. ფორმითა და შინაარსით ის ძველ აღმოსავლეთის, განსაკუთრებით კი ქანაანური პოეზიის ტრადიციით შეპირობებულ კანონებს მისდევს, რაც განსაკუთრებით გამოჩნდა უგარითული ტექსტების აღმოჩენის შემდეგ (XX საუკუნის 30-იანი წლები). თარგმანები ტექსტუალურად ხშირად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რაც აიხსნება არა მარტო ებრაული დედნის განსხვავებული რედაქციების არსებობით, არამედ მისი სირთულითაც; არქაიზმებისა და რთული პოეტური სახეების გამო ტექსტი არასწორად ესმოდათ. ებრაულ ფსალმუნებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ებრაული ლიტურგიისათვის; ადრინდელ ქრისტიანულ ეპოქაშიც ლიტურგია უმთავრესად ფსალმუნთა გალობისაგან შედგებოდა. ამიტომ ფსალმუნი ერთ-ერთი ყველაზე ადრე ნათარგმნი წიგნია ყველგან, სადაც კი ქრისტიანობა გავრცელდა.
''ხუთწიგნეულის'' მაგალითით ის პირობითად ხუთ წიგნად არის დაყოფილი: 1-41; 42-72; 73-89; 90-106; 107-150. არაერთ ფსალმუნს დასაწყისში მოცემული აქვს სათაური, რომელიც მიუთითებს:
* '''I''' — ნაწარმოების ჟანრს;
ხაზი 17:
* [http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia_sruli/dzveli/fsalmunni/fsalmunni-1.htm orthodoxy.ge — ძველი აღთქმა, ფსალმუნნი, თავი I]
 
{{ბიბლიის წიგნები}}
 
[[cs:Žalm]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფსალმუნნი“-დან