წიგნი ესთერისა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''წიგნი ესთერისა''', '''''ესთერი''''' — [[ძველი აღთქმა|ძველი აღთქმის]]ა და [[ბიბლია|ბიბლიის]] მეჩვიდმეტე კანონიკური წიგნი. დაახლოებით [[ქრისტეს შობა]]მდე 150 წელს დაიწერა, შედის ძველი აღთქმის ისტორიულ წიგნთა შორის. მასში მოთხრობილია გმირი ქალის ესთერის ცხოვრების თავგადასავალი, რომელიც მეფე ახაშვეროშის მეუღლე გახდა და ტახტზე ასვლის შემდეგ საკუთარი თავი და თავისი ხალხი იხსნა შეთქმულებისაგან, რომელიც კარის უხუცესმა და ესთერის გამზრდელის, მორდექაის მტერმა, ჰამანმა ჩაიფიქრა. წიგნში პურიმის დღესასწაულის დაარსების ამბავია მოთხრობილი. წიგნი მიზნად ისახავს, საგანგებოდ აღნიშნოს ძლევამოსილ მტერზე ებრაული საზოგადოების გამარჯვება და გადარჩენა, რისი მიღწევაც ისრაელმა ხალხმა [[მარხვა|მარხვის]], [[ლოცვა|ლოცვისა]] და ამავე დროს, [[ღმერთი]]ს მიერ შთაგონებულ [[ადამიანი|ადამიანთა]] გამჭრიახობისა და მოხერხებულობის წყალობით შეძლო.
 
==ლიტერატურა==
* „ქრისტიანობის ლექსიკონი“ (პიერო პეტროზილო), თბილისი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011 წელი, გვ. 434.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წიგნი_ესთერისა“-დან