ეკლესიასტე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ეკლესიასტე''' ([[ბერძნული|ბერძ.]] Ekklēsiastēs, {{lang-he-n|קֹהֶלֶת}} „Qoheleth“, „Koheleth“, „საკრებულოს მქადაგებელი“) — [[ძველი აღთქმა|ძველი აღთქმის]]ა და [[ბიბლია|ბიბლიის]] ოცდამეოთხე კანონიკური [[წიგნი]]. განეკუთვნება ეგრედ წოდებულ „სიბრძნის ლიტერატურას“, რის გამოც იგი მიეწერება [[ებრაელები|ებრაელთა]] [[სოლომონ მეფე|მეფე სოლომონს]], თუმცა ენობრივი და სტილური ნიშნებით გაცილებით გვიან უნდა იყოს შექმნილი, დაახლოებით [[ძვ. წ. III საუკუნე|ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნეში]]. ეკლესიასტე შეიძლება ჩაითვალოს ცოდვილი და ცხოვრებით მობეზრებული, წუთისოფელზე გულაცრუებული მეფის აღსარებად. მასში გაცხადებულია წუთისოფლის წარმავლობა, ღრმად არის განცდილი ყოფიერების ტრაგიზმი, მისი „ორგემაგეობა“ ([[დავით გურამიშვილი]]ს გამოთქმა), [[ადამიანი]]ს ბუნების უცვლელობა, მისი შემეცნებითი შესაძლებლობების დასაზღვრულობა — ადამიანი ვერ ჩასწვდება ცხოვრების აზრს, სიბრძნის დასაბამი ღვთის შიშია. ეკლესიასტეს სულისკვეთების გასაღებია სიტყვები: {{ციტირება|ამაოება ამაოთა, ყოველივე ამაო}} წიგნი შედგება ცალკეული შეგონებებისა და ბრძნული გამონათქვამებისგან, რომლებიც ხშირად ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული. გვიანდელი [[იუდაისტიკა|იუდაისტურ]] ლიტერატურაში წიგნში გამოვლენილი მსოფლმხედველობა მეტად უარყოფითად იყო შეფასებული. ქართულად ეკლესიასტე ადრევე უთარგმნიათ, შეტანილია ძველი აღთქმის უძველეს ხელნაწერში „[[ოშკის ბიბლია]]ში“.
 
==ლიტერატურა==