წიგნი მსაჯულთა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: '''წიგნი მსაჯულთა''', '''''მსაჯულნი''''' (ებრ. ספר שופטים) — ...)
 
'''წიგნი მსაჯულთა''', '''''მსაჯულნი''''' ([[ებრაული ენა|ებრ.]] ספר שופטים) — [[ბიბლია|ბიბლიის]] მეშვიდე წიგნი. [[ძველი აღთქმა|ძველი აღთქმის]] მეორე ისტორიული წიგნი. მისი სახელწოდება მთავარ მოქმედ გმირთაგან მომდინარეობს, რომელთაც „მსაჯულები“ ეწოდებათ და რომელთა ამბებიცაა მოთხრობილი [[წიგნი იესო ნავეს ძისა|იესო ნავეს ძის წიგნში]] სიკვდილიდან მეფობის დამყარებამდე, ანუ დაახლოებით ორი საუკუნის მანძილზე. მსაჯულები არიან სამხედრო და სამოქალაქო ხელმძღვანელები, რომელთაც [[ღმერთი]] გარკვეულ ვითარებაში მოავლინებს მეზობელ ხალხთა ჩაგვრისაგან ისრაელის ერთი ან რამდენიმე ტომის დახსნის მიზნით. ზოგჯერ მსაჯულებს „მხსნელებადაც“ მოიხსენიებენ. მსაჯულთა წიგნი სამ ნაწილადაა დაყოფილი:
* '''I''' — ''პირველი ნაწილი'' ისტორიული შესავალია (მსჯ. 1:1-2:5) და აღთქმულ მიწაზე სხვადასხვა ტომთა დასახლების ნელ, მოუწესრიგებელ და რთულ პროცესს აღწერს. ეს სირთულეები თავისი ღმერთისადმი ისრაელის არაერთგული დამოკიდებულებით აიხსნება (მსჯ. 2:6-3:6);
* '''II''' — ''მეორე ნაწილი'' ცალკეულ მსაჯულებთან დაკავშირებული ეპიზოდებისაგან შედგება (მსჯ. 3:7-16:31). ეს მსაჯულებია: ეჰუდი, დებორა, ბარაკი, გედეონი, იეფთაე და სამსონი;
* '''III''' — ''მესამე ნაწილი'' (მსჯ. 17-21) ორ დამატებას მოიცავს. პირველი მათგანი დანის საკრებულო ტაძრის აგების შესახებ მოგვითხრობს (17-18), ხოლო მეორე (19- 21) გიბყაში მომხდარ ბენიამინის საძრახის საქციელს გვაცნობს.