წიგნი რიცხვთა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''წიგნი რიცხვთა''', '''''რიცხვნი''''' ([[ბერძნული|ბერძ.]] Ἀριθμοί, „Arithmoi“, {{lang-he|במדבר‎}}, „Bəmidbar“) — [[ძველი აღთქმა|ძველი აღთქმის]] ხუთწიგნეულისა და [[ბიბლია|ბიბლიის]] მეოთხე წიგნი. სახელწოდება წარმოადგენს თარგმანს სეპტუაგინტის ბერძნული სათაურისა (àrithmoi), რომელიც [[სინაის მთა|სინაის მთის]] ძირას დაბანაკებული ისრაელი ტომების აღწერიდან მომდინარეობს. წიგნის ებრაულ თარგმანში კი მისი სათაურია „[[უდაბნო]]ში“ (bemidbar). სინაის ძირას დასახლება და შემდეგ აღთქმულ მიწამდე უდაბნოში მოგზაურობა ის ორი ძირითადი ამბავია, რომელთა ირგვლივაც ვითარდება თხრობა. წიგნის საბოლოო რედაქტირებისას გამოყენებულია განსხვავებულ ტრადიციათა (იაჰვისტური, ელოჰისტური, საღმრთისმსახურებო) სხვადასხვა დოკუმენტი.
 
თავისი ისტორიული და რელიგიური სულისკვეთებით რიცხვთა წიგნი ირიბად უკავშირდება [[გამოსვლა]]ს, ხოლო კანონთა მიხედვით — [[ლევიანნი|ლევიანთა წიგნს]] და გამოსვლის ხანის სამი დიდი მოქმედი პირის სადიდებელს წარმოადგენს. უპირველეს ყოვლისა, ესაა [[უფალი]], რომელიც უდაბნოში მოგზაურობის მთავარი გმირია, რადგანაც ისრაელი არასოდეს რჩება მარტო და მიტოვებული. ღმრთის თანასწრების მიზეზით ამ ისტორიაში უფალთან ერთად მონაწილეობს კიდევ ერთი არსებითად მნიშვნელოვანი პერსონაჟი, იაჰვეს მსახური [[მოსე]] (რიცხვ. 12:8), ანუ ღმერთსა და ხალხს შორის შუამავალი, რომელსაც მგზნებარედ უყვარს ღმერთი, თუმცა, ამავე დროს, მყარი კავშირი აქვს თავის ხალხთან. წიგნის მესამე მოქმედი პირი კი ხალხია. რთული ხასიათის, მეამბოხე, შეუპოვარი ხალხი დაწვრილებითაა აღწერილი; ისაა, საბოლოოდ, [[ღმერთი]]ს მზრუნველობისა და სიყვარულის უმთავრესი საგანი. ამ მიზეზით ისრაელის შემდგომ თაობებს მტკიცედ სწამდათ, რომ სწორედ იმ ხალხიდან იღებს დასაბამს მათი ფესვები და იდენტურობა. ამგვარად, უდაბნო ისრაელის მთელი ისტორიული და რელიგიური თავგადასავლის ნიმუშად იქცევა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წიგნი_რიცხვთა“-დან