რევი (მირიან III-ის ძე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''რევი''', ქართლის მეფის [[მირიან III]]-ის ძე (IV საუკუნე). მირიანის მეფობის დროს მართავდა კახეთსა და [[კუხეთი|კუხეთს]] (რეზიდენციით [[უჯარმა]]ში). აქტიურად მონაწილეობდა ქართლის [[ქრისტიანობა|გაქრისტიანებაში]]. მისი მეუღლე იყო [[სალომე უჯარმელი]], [[სომხეთი]]ს მეფე [[თრდატი]]ს ასული.
'''რევ II''', [[იბერია|ქართლის]] მეფე IV საუკუნის დასაწყისში. [[მირიან III]]-ის ძე.
==ლიტერატურა==
*''მელიქიშვილი გ''., [[ქსე]], ტ. 8, გვ. 329
 
რევის ადრეული ბიოგრაფია ჩვენთვის სრულიად უცნობია. "[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]"-ში რევი იხსენიება ეპიზოდურად, თუმცა ამ მწირი ცნობებიდანაც კარგად ჩანს, რომ იგი ქართლის ქრისტიანობაზე მოქცევისას ერთ–ერთი წამყვანი სახელმწიფო ფიგურაა.
==მოღვაწეობა, გარდაცვალება, შთამომავლობა – ორი ტრადიცია==
===საჯვარე ხის მოჭრა===
====მოქცევაჲ ქართლისაჲ====
პირველად მასზე საუბარია "[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]"-ს "ქრონიკად" წოდებულ ნაწილში. 326 წელს, რომის იმპერიიდან ქართლში მოსულმა სამღვდელოებამ (იხ. [[იოანე მთავარეპისკოპოსი]], [[იაკობი (მცხეთის არქიეპისკოპოსი) |იაკობ მღვდელი]], [[პროსილა მთავარდიაკონი]]), სამეფო სახლის და ხალხის მონათვლის შემდეგ, გადაწყვიტეს ჯვრის შექმნა. როდესაც ხუროებმა შეარჩიეს ერთი მშვენიერი და ფოთოლდაუცვენელი ხე კლდის ბორცვზე, მეფემ მის მოსაჭრელად თავისი ძე რევი და მთავარდიაკონი გააგზავნა: "ითხოვეს ხჱ, რაჲთა შექმნან ჯუარი. და ძიება ყვეს ხუროთა, და პოვეს ხე ერთი, მდგომარე ბორც[უ]სა ზედა კლდისასა, რომელსა ფურცელი მისი არაოდეს დასცჳოდა. და სულჰამოჲ იყო ხე იგი და შუენიერი ფრიად, ვითარცა მადლითა ქრისტე შემოსილი. და ადგილი იგი ბორცჳ შეუვალი იყო კლდისაგან. და უთხრეს მეფესა და ეპისკოპოსსა.<ref>მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 322</ref> ხოლო მეფემან წარგზავნა ძე თჳსი რევ და მთავ[ა]რ-დიაკ[ო]ნი, იხილეს შუენიერად დგომაჲ ხისაჲ მის.<ref>ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963, გვ. 86</ref> (სინური – N/Sin48 რედაქციით: "და წარვიდეს რევ ძჱ მეფისაჲ და მთავარ-დიაკონი"<ref>მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007</ref>).
====ცხოვრება ქართუელთა მეფეთა====
 
===დასნეულებულ წმინდა ნინოზე ზრუნვა===
====მოქცევაჲ ქართლისაჲ====
მეორედ, "[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]"-შივე რევის შესახებ საუბარია [[წმინდა ნინო]]ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საიდანაც ვიგებთ, რომ [[ბოდი |ბოდში]] სასიკვდილე სარეცელზე მყოფ [[წმინდა ნინო]]ზე რევი, მისი ცოლი, [[სალომე უჯარმელი]] და ასული ზრუნავდნენ: "და დასნეულდა და წარმოემართა მცხეთად. და ვითარცა მოიწია კხოეთას, დაბასა, რომელსა ჰრქჳან ბოდინი, ვერღარა ეძლო სლვად. და მო-ხოლო-ვიდეს უჟარმით ქალაქით რევ, ძჱ მეფისაჲ, და სალომე, ცოლი მისი, და ასული მისი და ზედა-ადგეს მოურნედ".<ref>მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 324</ref>
====ცხოვრება ქართუელთა მეფეთა====
 
===მცხეთის ჯვრის დღესასწაულის დაწესება===
====მოქცევაჲ ქართლისაჲ====
შემდეგი ცნობა რევის შესახებ გვაქვს "[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]"-ს შატბერდული რედაქციის "შენაზარდ" თავში – "აღმართებაჲ პატიოსნისა ჯუარისაჲ მცხეთისაჲ და მერმე კუალად გამოჩინებაჲ". ამ თავიდან ვიგებთ, რომ რევს, გარდა ასულისა, ჰყოლია ვაჟიც, რომელიც ქართლის მოქცევის დროს არასრულწლოვანი ("ყრმაჲ") ყოფილა. აქ რევი მოხსენიებულია, როგორც "კაცი ერთი მოშიში ღმრთისაჲ", რომელმაც თავისი ძის განკურნების შემდეგ მცხეთის ჯვარს "გუმბადი" აუშენა და მისი ყოველწლიური დღესასწაული ("მსახურება") დააწესა: "მას ჟამსა იყო ვინმე კაცი ერთი მოშიში ღმრთისაჲ, რომელსა ერქუა რევ, ძჱ მეფისაჲ. და იყო ძჱ რევისი სნეულ და მიწევნულ სიკუდიდ. რამეთუ იგი ხოლო მარტოჲ ესუა, მოიღო იგი და დააგდო წინაშე პატიოსნისა ჯუარისა და ცრემლით ითხოვდა მისგან: "უკუეთუ მომიბოძო ყრმაჲ ესე, გუმბადი აღვაშენო საყოფლად შენდა". და ვითარცა იგი მწარედ და უწყინოდ ტიროდა წინაშე პატიოსნისა ჯუარისა, მუნქუეს-ვე განიკურნა ყრმაჲ იგი, და სიხარულითა დიდითა წარიყვანა და ადიდებდა ღმერთსა და პატიოსანსა ჯუარსა. მერმე მოვიდა აღნათქუემისა აღსრულებად და ყო მადლისა მიცემაჲ და დიდი სიხარული, და გულს-მოდგინედ გუმბადი აღაშენა მცხეთისაჲ რევის ძემან, და წლითი-წლად მოვიდის და აღასრულის მსახურებაჲ იგი პატიოსნისა ჯუარისაჲ".<ref>მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 352</ref>
====ცხოვრება ქართუელთა მეფეთა====
===მირიან მეფის ანდერძი რევის მიმართ===
====მოქცევაჲ ქართლისაჲ====
"[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]" კორპუსი მთავრდება [[მირიან III |მირიანის]] ანდერძით მისი ძის, რევისა და ცოლის, [[ნანა დედოფალი |ნანას]] მიმართ: "ანდერძი მირეან მეფისაჲ ძისა თჳსისა მიმართ რევისა და ცოლისა თჳსისა ნანაჲსა". ამ ანდერძით მომაკვდავი მეფე თავის ძეს ავალებს კავკასიაში კერპთაყვანისცემის წინააღმდეგ ბრძოლას და სვეტიცხოვლისა და მცხეთის პატიოსანი ჯვრის თაყვანისცემას: "ხოლო ძესა თჳსსა ასწავებდა: აჰა ესერა შეიცვალა ბნელი ჩუენი ნათლად და სიკუდილი ჩუენი - ცხორებად. აწ სადა-ცა ჰპოვნე ქუეყანასა შინა შენსა ვნება(ნი) იგი ქართლისანი, მაცთურნი კერპნი, ცეცხლითა დაწუენ და ნაცარი მათი შეასუ მათ, ვინ მათ ეგლოვდეს! და ესე ამცენ შვილთა შენთა, რამეთუ მე ვიცი იგი, მწრაფლ კავკასიათა შინა ვერ დაილევიან. ხოლო შენ ესრე ჰყოფდ: თავი შენი შეჰვედრე სუეტსა მას ზეგარდამო-დიდებულსა და პატიოსანსა ჯუარსა ცათა შინა ჩინებულსა და იყავნ შენი მისლვაჲ მიწად ძილად საუკუნოდ სარწმუნოვებასა ზედა წმიდისა სამებისასა, ამენ"<ref>შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 355</ref>.
 
ოდნავ ბუნდოვანი, მაგრამ საინტერესო ვერსია გვაქვს სინურ (N/Sin50) რედაქციაში: "ხოლო ძესა თჳსსა ასწავებდა: აჰა ესერა შეჲცვალა ბნელი ჩუენი ნათლად და სიქადული ჩუენი - ცხორებად, სადა ჰპოვნე ქუეყანასა შენსა შინა ვნებანი იგი, მათ იგულოვდეს. და ესე შვილთა შენთა და ამცენ, რამეთუ მე ვიცი იგი, ვითარმედ კავკასიათა შინა არა დაჲლევიან".<ref>მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, ზ. ალექსიძის გამოცემა, თბ., 2007, 56</ref> (შდრ. ჭელიშური ვერსია, რომელსაც გვიანდელი რედაქტორის ხელი მნიშვნელოვნად დატყობია <ref>ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963, გვ. 162</ref>)
====ცხოვრება ქართუელთა მეფეთა====
 
===გარდაცვალება===
რევის გარდაცვალების თარიღის დადგენა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული რადგან, ერთი მხრივ თვით "[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]"-ს ცალკეულ რედაქციებში აღრეული არის ქრონოლოგიური მონაცემები, ხოლო მეორე მხრივ, მისი ტრადიცია საგრძნობლად განსხვავდება "ცხოვრება ქართუელთა მეფეთა"-ს ტრადიციისგან. ამ უკანასკნელის თანახმად,
 
====მოქცევაჲ ქართლისაჲ====
# ამ რედაქციების თანახმად, [[მირიან III |მირიან მეფეს]] [[ზემო ეკლესია |ზემო ეკლესიის]], ანუ [[სამთავრო |სამთავროს]] მშენებლობა დაუსრულებია [[წმინდა ნინო]]ს გარდაცვალების შემდგომ, მეოთხე წელს: "და წარვიდა მირეან მეფჱ და ყოველი ერი, რამეთუ იქმოდეს ზემოსა ეკლესიასა ქვითა. და განიშორეს მეოთხესა წელსა". ჭელიშური და სინური (N/Sin48) რედაქციების თანახმად – "მეოცესა წელსა".<ref>ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963, გვ. 91</ref><ref>მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007, გვ. 16</ref>
# ჭელიშური და სინური (N/Sin48) რედაქციებით ისე ჩანს, თითქოს, [[ზემო ეკლესია |ზემო ეკლესიის]] დასრულებიდან ერთ წელიწადში, ანუ [[წმინდა ნინო]]ს გარდაცვალებიდან ოცდამეერთე წელს გარდაიცვალა [[მირიან III |მირიან მეფე]]. ამავე რედაქციებით, ამ ამბიდან მეორე წელს გარდაიცვალა ნანა დედოფალი.<ref>ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963, გვ. 91</ref><ref>მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007, გვ. 16</ref> შატბერდული რედაქცია ამ ქრონოლოგიურ ცნობას არ შეიცავს.
# შატბერდული რედაქციის თანახმად, ნანა დედოფლის გარდაცვალების შემდგომ, სამეფო ტახტზე დამჯდარა ბაკურ რევის ძე. მის მეფობაში გარდაცვლილა იოანე ეპისკოპოსი და მისი ადგილი იაკობს დაუკავებია. ამის შემდეგ, მცხეთის პატიოსანი ჯვრის აღმართებიდან ოცდამესამე წელს რევს შეუქმნია "კუბაჲ" ჯვრისთვის, იქვე შეუმზადებია თავისი საფლავი, სადაც დამარხულა კიდევაც ცოლითურთ.<ref>მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 324</ref>ჭელიშური და სინური (N/Sin48) რედაქციებით ეს მომხდარა "მესამესა წელსა აღმართებითგან პატიოსნისა ჯუარისა".<ref>ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963, გვ. 91</ref><ref>მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007, გვ. 16</ref>
# ამ ამბებიდან მეათე წელს ბაკურს დაუწყია წილკნის ეკლესიის მშენებლობა, რომელიც ოცდამეთხუთმეტე წელს დაუსრულებია (ჭელიშური და სინური (N/Sin48) რედაქციებით – ოცდამეთერთმეტე წელს<ref>ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963, გვ. 91</ref><ref>მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007, გვ. 16</ref>).
 
====ცხოვრება ქართუელთა მეფეთა====
 
===შთამომავლობა===
====მოქცევაჲ ქართლისაჲ====
====ცხოვრება ქართუელთა მეფეთა====
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|8|331|მელიქიშვილი გ}}
{{იბერიის მეფეები}}
[[კატეგორია:იბერიის მეფეებისამეფო]]
[[კატეგორია:ხოსროიანები]]