ავსტრალია (კონტინენტი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 502:
 
=== ცეკვა და ბალეტი ===
ავსტრალიის [[ცეკვა]] მოიცავს ავსტრალიაში წარმოდგენილი 200 ეროვნების სტილის საკმაო ფართე სპექტრს, [[ავსტრალიელი აბორიგენები|აბორიგენულიდან]] ტრადიციულ ავსტრალიურ [[ბუშის ცეკვა|«ბუშის» ცევამდე]] და [[კლასიკური ბალეტი]]დან და [[სამეჯლისო ცეკვები]]დან [[თანამედროვე ცეკვები|თანამედროვე ცეკვებამდე]] და [[მულტიკულტურალიზმი|მულტიკულტურალურ]] საცეკვაო ტრადიციებამდე.
 
ყველაზე უფრო სახელოვანი ავსტრალიელი მოცეკვავეები არიან [[ედუარდ ბოროვანსკი]], [[რობერტ ჰელპმანი]] და [[პოლ მერკურიო]].
ხაზი 527:
 
=== ლიტერატურა ===
ავსტრალიის [[ლიტერატურა]] — ინგლისურენოვანი ლიტერატურაა, რომელიც იქმნებოდა და იქმნება ავსტრალიის ტერიტორიაზე.
 
200 წელზე მეტი ხნის ავსტრალიის ლიტერატურის განვითარება იყოფა სამ პერიოდათ:
ხაზი 553:
 
თვითმყოფადი ავსტრალიური დრამა განვითარდა მხოლოდ [[არტ-ნუვო]]ს ეპოქაში. დრამის განვითარებას მთავარი თეორიული და პრაქტიკული იმპულსები მისცა ლუის ესონმა ([[1879]]—[[1943]]). ავსტრალიის გამოჩენილი დრამატურგებია: კატარინა პრიჩარდი (უფრო პოლიტიკური დრამა), უეინ პალმერი («შავი ცხენი», [[1924]]), ბეტი როლანდი, ჰენრიეტა დრეიკ-ბროკმანი, დევიდ უილიამსი, ალექსანდრ ბუზო, ჯონ რომერილი, დოროთი ჰიუიტი, ალენ სეიმური, პიტერ კენა, ტომ ჰანგერფორდი, ტომას შეპკოტი.
 
=== არქიტექტურა ===
ავსტრალიის [[არქიტექტურა]] მოიცავს ავსტრალიის და მისი მკვიდრი და კოლონიური საზოგადოების არქიტექტურას. კოლონიალური პერიოდის არქიტექტურული სტილი იმყოფებოდა ბრიტანული კულტურის ძლიერი გავლენის ქვეშ. მიუხედავად ამისა, ავსტრალიის უნიკალურ კლიმატთან ადაპტაციის აუცილებლობამ და XX საუკუნის ახალმა სიომ მოიტანა ამერიკული ქალაქის დიზაინის მზარდი გავლენა, კულტურული გემოვნების დივერსიფიკაცია და მულტიკულტურალიზებული ავსტრალიური საზოგადოების უფრო მეტი მოთხოვნები.
 
კოლონიალურ პერიოდში პირველი ევროპული შენობები იყვნენ იმ დროის ევროპული მოდის შესაბამისები. სამთავრობო შენობები და მდიდრების სახლები შენდებოდა [[გეორგიანული არქიტექტურა|გეორგიანული არქიტექტურის]] ({{lang-en|''Georgian architecture''}}) სტილში. ავსტრალიაში ოქროს ციებ-ცხელების დაწყებიდან XIX საუკუნის შუაში მელბურნში და სიდნეიში, და ნაკლები ხარისხით რეგიონალურ ცენტრებში, გაჩნდა დიდი შენობები, [[ვიქტორიანული არქიტექტურა|ვიქტორიანული არქიტექტურის]] სტილში. ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არქიტექტურული სიო ავსტრალიის არქიტექტურაში იყო «ფედერაციული არქიტექტურის» ({{lang-en|Federation architecture}}) სტილი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე და XX საუკუნის ბოლოს თანამედროვე სტილი.
 
ავსტრალიის დედაქალაქ [[კანბერა|კანბერის]] არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებაში მთავარი როლი ითამაშა ამერიკელმა არქიტექტორმა და ლანდშაფტების დიზაინერმა [[უოლტერ ბერლი გრიფინი|უოლტერ ბერლი გრიფინმა]]. მისი უნიკალური დიზაინის კვალი იკვეთება მელბურნის და სიდნეის გარეუბან კასლკრეგის შენობებზე. გრიფინის დაგეგმარებულ კასლკრეგს აქვს მთელი ორგანული მოდერნისტული სტილით აგებული რიგი სახლები, რომელიც ოსტატმა შეიმუშავა ''[[პრერის სკოლა|პრერის სკოლის]]'' შთაბეჭდილებების გავლენით, რომლის ჩარჩოებშიც ის მუშაობდა თავისი კარიერის დასაწყისში [[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკის შეერთებული შტატებში]]. კოტეჯების უბრალო, ბრტყელი სახურავები, რომლებიც გრიფინმა ააშენა კანბერაში, გამოყენებულია ინოვაციური, დაპატენტირებული [[ბეტონი]]თ მშენებლობის მეთოდი.
 
როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყანებში, ავსტრალიური არქიტექტურის ფორმირებაში თავისი როლი ითამაშა სოციალურ-პოლიტიკურმა ფაქტორებმა. XX საუკუნის დასაწყისში ავსტრალიის ყველა ქალაქში აკრძალული იყო 150 ფუტზე (45 მეტრი) უფრო მაღალი შენობების აშენება, რაც ხელს უშლიდა ცათამბჯენების მშენებლობის განვითარებას ამერიკულ სტილში იქამდე, სანამ აკრძალვა არ მოიხსნა 1950-იანი წლების ბოლოს. ასევე პოპულარული გახდა «ავსტრალიური ოცნების» არსი, როდესაც ოჯახები ისწრაფვიან ჰქონდეთ საკუთარი სახლები მიწის ნაკვეთით.
 
1960-იან წლებში, XVIII საუკუნის ისტორიული შენობების დანგრევის და პარკულ ზონაში ნაგებობების მშენებლობის აკრძალვასთან დაკავშირებით (მაგალითად, [[სიდნეის სამეფო ბოტანიკური ბაღი]]), დაიწყო [[ცათამბჯენი|ცათამბჯენების]] ბუმი, განსაკუთრებით სიდნეიში.
 
XXI საუკუნეში, ბევრმა ავსტრალიელმა არქიტექტორმა დიზაინთან მიმართებაში მიიღო [[ავანგარდიზმი|ავანგარდისტული]] მიდგომა, რამაც ხელი შეუწყო ნამდვილი უნიკალური შენობების შექმნას, რომლებიც გამოხატავდნენ ავსტრალიის კულტურას და ფასეულობებს. შედეგად ავსტრალიის გამოცდილება იწყებს გაავრცელოს თავისი გავლენა უცხოეთში, და არა პირიქით, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდებოდა.
 
საცხოვრებელი არქიტექტურის ცნობილ ავსტრალიელ არქიტექტურულ სტილებს შორისაა — «კუინზლანდერი» ({{lang-en|Queenslander}}, ქალაქის ხის კერძო სახლები ხიმინჯებზე, ჰაერის კარგი ცირკულაციისათვის და ტერმიტებისგან დასაცავად), ასევე «ფედერაციული არქიტექტურა» ({{lang-en|Federation architecture}}, პოპულარული იყო [[1890]]—[[1920]] წლებში). ავსტრალიის [[იუნესკო]]ს [[მსოფლიო მემკვიდრეობა|მსოფლიო მემკვიდრეობის]] ობიექტებს შორისაა: — [[სიდნეის ოპერის თეატრი]], [[სამეფო საგამოფენო დარბაზი]] და [[ავსტრალიის საპატიმროები]].
 
== რესურსები ინტერნეტში ==