ეკლესიასტე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{ძველი აღთქმა}}
'''ეკლესიასტე''' ([[ბერძნული|ბერძ.]] Ekklēsiastēs „საკრებულოს მქადაგებელი“) — [[ძველი აღთქმა|ძველი აღთქმის]] ოცდამეოთხე [[წიგნი]]. განეკუთვნება ეგრედ წოდებულ „სიბრძნის ლიტერატურას“, რის გამოც იგი მიეწერება [[ებრაელები|ებრაელთა]] [[სოლომონ მეფე|მეფე სოლომონს]], თუმცა ენობრივი და სტილური ნიშნებით გაცილებით გვიან უნდა იყოს შექმნილი, დაახლოებით [[ძვ. წ. III საუკუნე|ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნეში]]. ეკლესიასტე შეიძლება ჩაითვალოს ცოდვილი და ცხოვრებით მობეზრებული, წუთისოფელზე გულაცრუებული მეფის აღსარებად. მასში გაცხადებულია წუთისოფლის წარმავლობა, ღრმად არის განცდილი ყოფიერების ტრაგიზმი, მისი „ორგემაგეობა“ ([[დავით გურამიშვილი]]ს გამოთქმა), [[ადამიანი]]ს ბუნების უცვლელობა, მისი შემეცნებითი შესაძლებლობების დასაზღვრულობა — ადამიანი ვერ ჩასწვდება ცხოვრების აზრს, სიბრძნის დასაბამი ღვთის შიშია. ეკლესიასტეს სულისკვეთების გასაღებია სიტყვები: {{ციტირება|ამაოება ამაოთა, ყოველივე ამაო}} წიგნი შედგება ცალკეული შეგონებებისა და ბრძნული გამონათქვამებისგან, რომლებიც ხშირად ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული. გვიანდელი [[იუდაისტიკა|იუდაისტურ]] ლიტერატურაში წიგნში გამოვლენილი მსოფლმხედველობა მეტად უარყოფითად იყო შეფასებული. ქართულად ეკლესიასტე ადრევე უთარგმნიათ, შეტანილია ძველი აღთქმის უძველეს ხელნაწერში „[[ოშკის ბიბლია]]ში“.