ეკლესიასტე: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ეკლესიასტე''' (ბერძ. Ekklēsiastēs „საკრებულოს მქადაგებე...
(განსხვავება არ არის)

15:05, 12 აპრილი 2015-ის ვერსია

ეკლესიასტე (ბერძ. Ekklēsiastēs „საკრებულოს მქადაგებელი“) — ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი. განეკუთვნება ეგრედ წოდებულ „სიბრძნის ლიტერატურას“, რის გამოც იგი მიეწერება ებრაელთა მეფე სოლომონს, თუმცა ენობრივი და სტილური ნიშნებით გაცილებით გვიან უნდა იყოს შექმნილი, დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნეში. ეკლესიასტე შეიძლება ჩაითვალოს ცოდვილი და ცხოვრებით მობეზრებული, წუთისოფელზე გულაცრუებული მეფის აღსარებად. მასში გაცხადებულია წუთისოფლის წარმავლობა, ღრმად არის განცდილი ყოფიერების ტრაგიზმი, მისი „ორგემაგეობა“ (დავით გურამიშვილის გამოთქმა), ადამიანის ბუნების უცვლელობა, მისი შემეცნებითი შესაძლებლობების დასაზღვრულობა — ადამიანი ვერ ჩასწვდება ცხოვრების აზრს, სიბრძნის დასაბამი ღვთის შიშია. ეკლესიასტეს სულისკვეთების გასაღებია სიტყვები: