ნერვული აგენტები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
დაემატა/შესწორდა ილუსტრაცია, განახლდა მოძველებული მონაცემები
ხაზი 1:
{{ვიკი}}
'''ნერვული აგენტები''' [[ფოსფორი|ფოსფორის]] შემცველი [[ორგანული ნივთიერებები|ორგანული ნივთიერებებია]] (ორგანოფოსფატები), რომლებიც აზიანებენ [[ნერვი|ნერვების]] მიერ ორგანოებამდე ინფორმაციის მიტანის მექანიზმს. ნერვული აგენტები ბლოკავენ აცეტილქოლინესთერაზას, [[ენზიმები|ენზიმს]], რომელიც შლის [[აცეტილქოლინი|აცეტილქოლინს]] - [[ნეიროტრანსმიტერი|ნეიროტრანსმიტერს]].
[[ფაილი:Synthesis of Dimethylamidophosphoric dicyanide-2D-by-AHRLS.png|მინიატიურა|ფოსფოორგანული აგენტის, დიმეთილამიდოფოსფორული დიციანიდის სინთეზის სქემა]]
 
როგორც [[ქიმიური იარაღი]], ნერვული აგენტები კლასიფიცირდა 1991 წლის აპრილში [[გაერო|გაეროს]] №687 რეზოლუციით და მათი გამოყენება აიკრძალა ქიმიური იარაღის განხილვის კომისიის მიერ 1993 წელს; კომისიის გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 1997 წლის 29 აპრილს. მანამდე ქიმიური ნივთიერებების საომარ ვითარებაში გამოყენება აიკრძალა 1899-1907 წლებში [[ჰააგა|ჰააგაში]], ხოლო [[ჟენევა|ჟენევის]] პროტოკოლით - 1925 წელს.
ნერვული აგენტით მოწამვლა იწვევს გუგების გაფართოებას, შეუპოვარ სალივაციას (ნერწყვის დენას), გულყრებს, უნებლიე შარდვასა და დეფეკაციას; სასუნთქი კუნთების მაინერვებელი ნერვების ბლოკირების გამო გამოიწვევა ასფიქსია და ადამიანი კვდება. ზოგიერთი ნერვული აგენტი გათვლილია აეროზოლური სახით მისაწოდებლად. ნერვული აგენტების მიღება შესაძლებელია [[კანი|კანის]] გავლითაც, თუმცა ამ დროს აუცილებელია [[რესპირატორი|რესპირატორის]] გამოყენება, რომ არ მოხდეს აორთქლებული ნივთიერების ორგანიზმში [[სუნთქვა|სასუნთქი სისტემის]] გზით მოხვედრა.