მედიუმი (ტელესერიალი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
განახლდა მოძველებული მონაცემები, დაემატა ახალი ცნობები, გასწორდა ორთოგრაფია, გასწორდა პუნქტუ...
გასწორდა თხრობის სტილი
ხაზი 67:
 
[[ფაილი:Medium-1.jpg|მინი|ელისონი, მისი ქმარი ჯო და შვილები: არიელი, ბრიჯიტი და მარი]]
მესამე სეზონის ბოლოს ელისონის საიდუმლოს ფარდა აეხდება და მის შესახებ გაზეთები ბინძურ სტატიებს აქვეყნებენ. იგი კარგავს სამსახურს. პროკურორ მანუელ დევალოსს კი ცვლის ვან დეიკი. ელისონის ქმარსაც სამსახურიდან უშვებენ. დიბუა ერთი პერიოდი მუშაობს დეტექტივ სინტია კინერთან, კერძო დეტექტიური სააგენტოდან '''AmeriTips'''. მოგვიანებით, დევალოსი იბრუნებს თანამდებობას და ელისონიც ძველ თანამდებობასპოსტს უბრუნდება. მეოთხე სეზონში ელისონი იგებს, რომ სინტიას შვილი რამდენიმე წლის წინ დაიკარგა. მას აქვს ხილვები, რის შემდეგაც ირკვევა, რომ სინტიას შვილი მოკლულია. სინტია კლავს შვილის მკვლელს და ნებაყოფლობით ბარდება სამართალდამცავებს. კინერი კვლავ გამოჩნდება მეხუთე სეზონში, სადაც სამართალდამცავებს ეხმარება ერთ-ერთი სპეცოპერაციის ჩატარებაში. ამავე სეზონში მერის თანაშემწე ლინ დინოვი ორსულდება ლი სკენლონისგან.
 
სეზონის ბოლოს ელისონს ექიმებმა თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფო ოპერაცია დაუნიშნეს. ამავდროულად მას აქვს ხილვები, რომ მის ოჯახს ბრუტალურად ხოცავენ. იგი რისკავს და არ იტარებს ოპერაციას მანამ, სანამ დამნაშავეს არ დაიჭერენ. ამის შემდეგ მას უკეთებან ოპერაციას და სიმსივნეს ამოკვეთენ. ოპერაციის დაგვიანება იწვევს გართულებას და იგი ვარდება კომაში.