ივანე ანდრონიკაშვილი (აგრონომი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ივანე ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი''' (დ. [[10 სექტემბერი]]/[[23 სექტემბერი]], [[1862]], [[მელაანი|სოფ. მელაანი]], [[სიღნაღის მაზრა]], ახლანდელი [[გურჯაანის რაიონი]] ― გ. [[11 ივლისი]], [[1947]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] აგრონომი და საზოგადო მოღვაწე.
 
==ბიოგრაფია==
1887 წელს [[მოსკოვი|მოსკოვში]] დაამთავრა პეტროვსკის სამიწათმოქმედო და სატყეო აკადემია (ახლანდელი ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემია). 1889-1902 წლებში მუშაობდა [[კავკასია|კავკასიის]] საფილოქსერო კომიტეტის მთავარ ექსპერტად და ხელმძღვანელობდა ფილოქსერის საწინააღმდეგო ექსპედიციებს საქართველოსა და [[ჩრდილოეთ კავკასია|ჩრდილოეთ კავკასიაში]]. ხალხში აგრონომიის ცოდნის პოპულარიზაციის მიზნით აწყობდა საჩვენებელ ნაკვეთებს, ცდიდა ახალ სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღებსა და სხვა. 1902-1916 წლებში იყო [[ბათუმი]]ს ქალაქის თავი. მისი რედაქტორობით გამოდიოდა სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი "ვაზი„ვაზი და ღვინო"ღვინო“. 1921 წელს ანდრონიკაშვილის ინიციატივით დაარსდა ჟურნალი "სოფლის„სოფლის მეურნე"მეურნე“, რომელსაც თვითონ რედაქტორობდა. 1923 წელს მოსკოვში სრულიად რუსეთის პირველ სასოფლო-სამეურნეო და კუსტარულ-სამრეწველო გამოფენაზე ხელმძღვანელობდა, ხოლო 1939 წელს საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე კონსულტაციას უწევდა საქართველოს პავილიონის მოწყობას.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|1|450|თოდუა გ.}}
*თოდუა გ., ქსე, ტ. 1, გვ. 450, თბ., 1975
*'' თოდუა, გ.'' ანდრონიკაშვილი ივანე ზაქარიას ძე.- ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, თბილისი, 1997, გვ. 151.