ზუგდიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ფართობთან წყაროა საჭირო
ხაზი 47:
 
== ისტორია ==
ვარაუდობენ, რომ სახელწოდება წარმოიშვა ზურგ-დიდიდანუშკურა ზარანდიას მოღვაწეობის შედეგად (ე. ი. დიდი გორიდან; კოლხურად „ზუგი/სუკი“ ბორცვი, ფერდობი) ან კიდევ გეოგრაფიული სახელწოდება ზუბი-დან (ზუბ-დიდი). წყაროებში პირველად მოიხსენიება [[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] დასაწყისში. ზუგდიდი [[ოდიშის სამთავრო|ოდიშის სამთავროს]] პოლიტიკური, ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრი იყო. აგრეთვე იყო ქართული [[მწიგნობარი|მწიგნობრობის]] მნიშვნელოვანი კერა. აქ ამრავლებდნენ ხელნაწერებს. ლიტერატურული საქმიანობა განსაკუთრებით გაჩაღდა [[ლევან II დადიანი]]ს კარზე, სადაც მოღვაწეობდნენ [[მამუკა თავაქალაშვილი]] და [[ბარძიმ ვაჩნაძე]]. [[XVIII საუკუნე]]ში ბეჟან დადიანის კარზე მოღვაწეობდა [[პეტრე ჩხატარაისძე]]. ჩვენამდე მოღწეულია დადიანთა წიგნთსაცავში დაცულ ხელნაწერთა მდიდარი კოლექცია.
 
[[ყირიმის ომი]]ს ([[1853]]-[[1856]]) დროს, [[1855]] წელს ზუგდიდი ოსმალებმა დაიკავეს. ნოემბერში ქართულმა მილიციამ გენერალ-მაიორის გრიგოლ დადიანის სარდლობით გაანადგურა მტერი, რის შემდეგ [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] შემადგენლობაში შედიოდა. [[სამეგრელოს გლეხთა აჯანყება 1856-1857|სამეგრელოს გლეხთა აჯანყების]] ([[1856]]-[[1857]]) დროს, [[1857]] მაისში, ქალაქი აჯანყებულთა ხელში გადავიდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზუგდიდი“-დან