გეორგიევსკის ტრაქტატი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 28:
XVIII საუკუნის 80-იან წლებში მკვეთრად შეიცვალა რუსეთის მმართველი წრეების დამოკიდებულება საქართველოსადმი. მას შემდეგ, რაც რუსეთმა თავისი გავლენა ყირიმზე გაავრცელა და მისი საზღვრები თითქმის კავკასიონის ქედს მიებჯინა, საიმპერატორო კარს აშკარად გაუძლიერდა ინტერესი ამიერკავკასიისადმი. თუკი აქამდე საქართველოს მეფეების თხოვნას კავკასიონის გადმოღმა ქვეყნების საქმეებში აქტიური ჩარევის შესახებ რუსი პოლიტიკოსები მაინცდამაინც დიდის ხალისით არ ეკიდებოდნენ, ახლა საწინააღმდეგო მდგომარეობა შეიქნა. რუსეთის საგარეო პოლიტიკის მესვეურებმა დაიწყეს კავკასიის გზით წინა აზიაში რუსეთის გავლენის გავრცელების გეგმების შედგენა. ამ გეგმებში ქრისტიანულ საქართველოს ერთ-ერთი უპირველესი ადგილი ეკავა. აქედან გამომდინარე, ერეკლე მეორის კარზე გაახშირეს სტუმრობა რუსმა მოხელეებმა, ელჩებმა, მოგზაურებმა, რომლებიც ბეჯითად ურჩევდნენ ქართლ-კახეთის მეფეს რუსეთთან კავშირის აღდგენას, იმპერატორისთვის მფარველობის ოფიციალურად თხოვნას. ერეკლე მეორე საქმის ასეთ შემობრუნებას კმაყოფილი შეხვდა.
 
1782 წლის ბოლოს ერეკლე II-მ [[ეკატერინე II]]-ს მიმართა თხოვნით საქართველო რუსეთის მფარველობის ქვეშ აეყვანა. [[ამიერკავკასია]]ში რუსეთის პოზიციების გამყარების მიზნით ეკატერინე II-მ თავად [[პავლე პოტიომკინი|პავლე პოტიომკინს]] გაფართოებული უფლებამოსილება მიანიჭა ერეკლე მეფესთან სამოკავშირეო შეთანხმების მისაღწევად. ქართული მხრიდან მეფის მიერ ხელდასმულიხელდასხმულ იყვნენ თავადები [[მუხრანბატონი, იოანე|ი. ბაგრატიონი]] და [[გარსევან ჭავჭავაძე]].
 
ეს ფაქტი რუსეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკისათვის მეტად სასურველი იყო. საიმპერატორო კარმაც არ დააყოვნა საქმით დაემტკიცებინა ერეკლესთვის თავისი კეთილგანწყობილება. რუსეთის სარდლობის ბრძანებით ფათალი-ხანმა ქართლ-კახეთის წინააღმდეგ ლაშქრობა მოშალა, ხოლო ალექსანდრე ბაქარის ძე იძულებული გახდა უცხოეთში გადახვეწილიყო.