რომან ფიფია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 10:
 
== სოციალური პასუხისმგებლობა / ქველმოქმედება ==
1997-2000 წლებში რომან ფიფია იყო ქალაქ სარატოვის საბჭოს წევრი. აქტიურად ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას: გაჭირვებული და მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად ოთხწლიანი პროგრამა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც ოჯახებს უფასოდ მიეწოდებოდათ პური. პროგრამის ბიუჯეტმა 23 მილიონ რუბლს გადააჭარბა. 1997-2001 წლებში იკავებდა საფეხბურთო კლუბ [[სოკოლი სარატოვი (საფეხბურთო კლუბი)|„სოკოლის“]] პრეზიდენტის პოსტს. მისი პრეზიდენტობის პერიოდში პირველად 60 წლის არსებობის მანძილზე სკ „სოკოლი“ შეუერთდა [[რუსეთის საფეხბურთო პრემიერ-ლიგა|რუსეთის საფეხბურთო უმაღლეს ლიგას]].
 
რომან ფიფია აქტიურად ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას როგორც რუსეთში ასევე საქართველოში. კულტურული და სპორტული ცხოვრების განვითარებისთვის ქართველმა ბიზნესმენმა არაერთი საქველმოქმედო და სოციალური პროექტი განახორციელა. რუსეთში დაფინანსდა [[ვანესა მეი|ვანესა მეის]] საქველმოქმედო კონცერტი, [[თბილისი|თბილისში]] ჩატარდა [[შაკირა|შაკირას]] მსოფლიო დონის წარმოდგენა, რომელიც იყო საშობაო საჩუქარი ქართველი საზოგადოებისთვის.
 
2003 წელს საქართველოში მომხდარი [[ვარდების რევოლუცია|ვარდების რევოლუციის]] შემდეგ ქვეყანაში ხორბლის დეფიციტი შეიქმნა. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, [[ზურაბ ჟვანია|ზურაბ ჟვანიამ]] უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენებს მიმართა, საკუთარ ქვეყანას გვერდში დასდგომოდნენ. რუსეთში მოღვაწეე რომან ფიფიამ ხორბლის დიდი მარაგი გამოუგზავნა საქართველოს და ქვეყანა კრიზისს გადაარჩინა.
 
სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის მისი მეშვეობით რამდენიმე მნიშვნელოვანი საქველმოქმედო და სოციალური პროექტი განხორციელდა, წლების მანძილზე ქართველი ბიზნესმენი [[საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები|საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ გუნდს]] ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებდა.
 
== თბილისის დინამო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რომან_ფიფია“-დან