მაიევტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 4:
მაიევტიკის იდეა გამოთქმულია ძვ. წ. IV საუკუნის ფილოსოფოსის, [[პლატონი|პლატონის]] დიალოგებში - "მენონი", "ნადიმი", "ფედონი", "თითეტუსი".
 
“[[ნადიმი (პლატონი)|ნადიმში]]” სოკრატე ამტკიცებს, რომ მოწაფე არ არის ცარიელი ჭურჭელი, რომელიც მასწავლებელმა ცოდნით უნდა აავსოს: “კარგი იქნებოდა, რომ სიბრძნე იყოს წყალივით, რომელიც ყოველთვის გადადინდება სავსე თასიდან ცარიელში, როდესაც მას ტყავის ძაფზე გადაატარებ."<ref>პლატონი, "ნადიმი" (175 d4-e1)</ref> არამედ, მასწავლებელმა მოწაფის სწავლებისთვის მეანის ფუნქცია უნდა შეასრულოს. “[[თეეტეტი (პლატონი)|თეეტეტში]]” სოკრატე ამას შემდეგნაირად ხსნის: “ჩემი ხელობა ძალიან ჰგავს მეანისას; ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ჩემი პაციენტები არიან მამაკაცები და არა ქალები და ჩემს საზრუნავს წარმოადგენს არა სხეული არამედ სული, რომელიც დაბადების წვალებაში იმყოფება."<ref>პლატონი, "თეეტეტი" (149e149 e-150d)</ref> სოკრატეს აზრით, მასწავლებლის ამოცანაა დაუსვას მოწაფეს ისეთი კითხვები, რაც მასში დაფარულ ცოდნას გაამჟღავნებს.
 
სოკრატეს იდეა, რომ ის ასრულებს მეანის როლს, გამომდინარეობს პლატონის "გახსნების თეორიიდან" (anamnesis), სადაც პლატონი ანვითარებს [[ორფეოსი|ორფეოსის]] მითის იდეას [[სული]]ს უკვდავებისა და ყოვლისმცოდნეობის შესახებ, რომელიც მას ავიწყდება ყოველ შემდეგომ ცხოვრებაში [[რეინკარნაცია|რეინკარნაციის]] შედეგად. ჭეშმარიტებები, რომელიც სულმა იცის, დავიწყებულია თითოეულ ინდივიდში, მაგრამ მისი აღდგენა შესაძლებელია ცხოვრებაში შეხსენებების მეშვეობით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაიევტიკა“-დან