სისხლის მიმოქცევის სისტემა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
[[ფაილი:Evolution BV system.svg|მინი|[[თევზები]]ს, [[ამფიბიები]] და [[ძუძუმწოვრები]]ს სისხლის მიმოქცევის სისტემა]]
 
'''სისხლის მიმოქცევის სისტემა''' — ცხოველური ორგანიზმების (მათ შორის [[ადამიანი]]ს) სხეულის იმ ნაწილების ერთობლიობა, რომლებითაც ხორციელდება [[სისხლის მიმოქცევა]]. ცხოველთა ევოლუციის ადრეულ საფეხურებზე სისხლის მიმოქცევის სისტემის ფუნქციას ასრულებდა ე. წ. [[გასტროვასკულარული სისტემა]] მომნელებელი სისტემის ფუნქციასთან ერთად (ნაწლავღრუიანები); შემდეგ ცირკულაცია ხორციელდებოდა სხეულის პირველადი ღრუს ამომვსებ ქსოვილში ([[პარენქიმა]]) არსებული ნაპრალებისა და ღრუების ([[ლაკუნები]] და [[სინუსები]]) მეშვეობით, რომლებშიც მოძრაობს [[ქსოვილური სითხე]] ([[ბრტყელი ჭიები]]). ამ ნაპრალებმა თანდათანობით შეიძინეს საკუთარი კედელი და იქცნენ [[სისხლძარღვი|სისხლძარღვებად]], რომლებიც უკვე ნამდვილ სისხლის მიმოქცევის სისტემას შეადგენდნენ. ცხოველთა ნაწილს (ჭიების უმრავლესობა, [[მოლუსკები]], [[ფეხსახსრიანები]], [[კანეკლიანები]], უმდაბლესი [[ქორდიანები]] და სხვა) სისხლძარღვები ეხსნება უშუალოდ ქსოვილებსა და ორგანოთა შორის. ამის გამო სისხლის მიმოქცევის სისტემაში [[სისხლი]]სა და ქსოვილური სითხის ნარევი ([[ჰემოლიმფა]]) ცირკულირებს ([[ღია სისხლის მიმოქცევის სისტემა]]); მეორე ნაწილს სისხლძარღვები ერთმანეთთან დაკავშირებული აქვთ [[კაპილარები]]ს წნულებით, რის გამოც სისხლი იზოლირებულია ქსოვილური სითხისაგან, აღარსად ერევა მას და მისი კავშირი ქსოვილებთან [[დიფუზია|დიფუზიით]] ხორციელდება ([[დახშული სისხლის მიმოქცევის სისტემა]]). თავდაპირველად სისხლის მიმოქცევის სისტემაში ჰემოლიმფისა და სისხლის ცირკულაცია მიმდინარეობდა პასიურად - სხეულის მოძრაობისას მისი ცალკეული ნაწილების შეკუმშვა-მოდუნებით. შემდეგ იგი გააქტიურდა, თვით სისხლძარღვთა კედელში გაჩნდა კუნთოვანი შრეები და მათმა ცალკეულმა უბნებმა შეიძინა [[პულსაცია|პულსაციის]] უნარი, თანაც, სისხლძარღვებში განვითარდა სპეციალური სარქველები, რაც უზრუნველყოფდა სისხლისა და ჰემოლიმფის მხოლოდ ერთი მიმართულებით დენას.
 
==ლიტერატურა==
*{{ქსე|9|398}}
 
[[კატეგორია:გულ-სისხლძარღვთა სისტემა]]