რეინკარნაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: რეინკარნაცია (ლათ. reincarnatio “ინკარნაციის გამეორება”) - რელიგიურ...
(განსხვავება არ არის)

08:10, 8 აპრილი 2015-ის ვერსია

რეინკარნაცია (ლათ. reincarnatio “ინკარნაციის გამეორება”) - რელიგიური ან ფილოსოფიური კონცეფცია ფიზიკური გარდაცვალების შემდეგ სულის ხელახლა დაბადების შესახებ. სხვადასხვა ტრაციებში რეინკარნაციის პროცესში მყოფ სულს, სხვადასხვაგვარად მოიხსენიებენ: “ღვთაებრივი ნაპერწკალი”, “უმაღლესი“ ან “ზე-მე”; რომლის მიზანიც, რეინკარნაციის მეშვეობით, სულიერი ევოლუციის მიღწევაა. რეინკარნაციის დოქტრინა ცენტრალურ ადგილს იკავებს ინდური რელიგიების უმეტესობაში. ის, აგრეთვე, მიღებულია თანამედროვე რელიგიურ მიმდინარეობებში (სპირიტიზმი, თეოსოფია, “ნიუ ეიჯი”), სხვადასხვა აფრიკულ ტრადიციებში და ისეთი ეზოთერიკურ მიმდინარეობებში, როგორიცაა კაბალა, გნოსტიციზმი და ეზოთერიული ქრისტიანობა. იდეა, სულების ხელახალი მოვლინების შესახებ, ასევე გამოთქმულია ზოგიერთი ანტიკური დროის ფილოსოფოსის მიერ, მათ შორის სოკრატეს, პითაგორას და პლატონის მიერ. მეორეს მხრივ, აბრაამისეული რელიგიების უმეტესობას (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი) არ წამთ რეინკარნაციის კონცეფცია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ევროპისა და ჩრდილო ამერიკის ბევრ მცხოვრებს გაუჩნდა ინტერესი რეინკარნაციისადმი. რეინკარნაცია, ასევე ხშირად არის ნახსენები თანამედროვე ფილმებში, წიგნებში, და პოპულარულ სიმღერებში.