მომხმარებელი:ნური/სავარჯიშო3: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
 
ხაზი 60:
===1900-იანი წლები===
შეერთებულ შტატებს სულ მცირე 1920-იანი წლებიდან აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი ეროვნული ეკონომიკა. 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის კვალდაკვალ, როდესაც რეცესიის საფრთხე საგრძნობლად გაიზარდა, მთავრობამ გააძლიერა ეკონომიკურა ფულის დიდი რაოდენობის ხარჯვითა თუ გადასახადების შემცირებით ისე, რომ მომხმარებლებს უნდა დაეხარჯათ მეტი, ასევე სტაბილიზაციისკენ მიმართული ხედვა არსებითად 1930-1980 წლებში შიცვალა. [[რუზველტის ახალი კურსი]]ს ეპოქიდან, რომელიც [[1933]] წელს დაიწყო, 1960-იანი წლების [[დიდი საზოგადოება|დიდი საზოგადოების]] ინიციატივებამდე, [[ფისკალური პოლიტიკა]], რომელიც, თავის მხრივ, დიდ გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, ეროვნული სახელმწიფო პოლიტიკის შემქმნელებს ეყრდნობოდა.
 
აშშ-ს ეკონომიკა 1946-1973 წლებში საშუალოდ 3.8%-ით იზრდებოდა, ხოლო ოჯახის რეალურმა საშუალო შემოსავალმა – 74%-ს მიაღწია (ანუ იზრდებოდა 2.1%-ით წელიწადში). [[1973]] წლიდან ეკონომიკა ხასიათდება როგორც ნელი ზრდის ტემპითა (საშუალოდ 2.7%) და თითქმის უმოქმედო ცხოვრების სტანდარტებით, რომლის განმავლობაშიც ოჯახის საშუალო შემოსავალმა მხოლოდ 10%-ით მოიმატა (ანუ წლიურად 0.2%-ით).
 
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, წარმოების დანაკარგების თვალსაზრისით, ყველაზე ძლიერი [[რეცესია]] წარმოიშვა [[გლობალური ფინანსური კრიზისი (2008)|2007-2008 წლების ფინანსური კრიზისის]] კვალდაკვალ, როდესაც მშპ [[2008]] წლის გაზაფხულიდან [[2009]] წლის გაზაფხულამდე 5%-ით დაეცა. სხვა მნიშვნელოვანი რეცესიები მოხდა 1957–1958 წლებში, როცა მშპ 3.7%-ით დაეცა, ასევე [[1973 წლის ნავთობის კრიზისი]]ს შემდეგ, რამაც [[1973]] წლის ბოლოდან [[1975]] წლის დასაწყისამდე მშპ-ის 3.1%-ით კლება გამოიწვია. მშპ-ის კიდევ ერთი ვარდნა (2.9%-ით) 1981–1982 წლების რეცესიას მოჰყვა. ოდნავ სუსტ რეცესიებს მიეკუთვნება 1990–1991 წლების კრიზისი, როცა წარმოება დაეცა 1.3%-ით, და [[2001]] წლის რეცესია, როცა მშპ-მ 0.3%-ით დაიკლო; ასევე [[2001]] წლის კრიზისი, რომელიც მხოლოდ რვა თვე გაგრძელდა. ზრდის ყველაზე ენერგიული და ხანგრძლივი პერიოდებია: [[1961]] წლის დასაწყისიდან [[1969]] წლის შუა ხანებამდე, რომლის განმავლობაშიც მშპ 53%-ით გაიზარდა (წლიურად 5.1%-ით); [[1982]] წლის მიწირულიდან [[1990]] წლის შუახანებამდე 37%-იანი ნამატით (წლიურად 4%-ით) და [[1991]] წლის შუა ხანებიდან [[2000]] წლის მიწურულამდე, როცა მშპ 43%-ით გაფართოვდა (წლიურად 4%-ით).
 
1970-180-იან წლებში [[აშშ]]-ში პოპულარული იყო მოსაზრება, რომ [[იაპონიის ეკონომიკა]] გადააჭარბებდა შეერთებული შტატების ეკონომიკას, თუმცა საბოლოოდ ეს ასე არ მოხდა.
 
==სქოლიო==