თუკიდიდე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(clean up, removed: {{Link GA|de}} using AWB)
[[ფაილი:Thukydides.jpg|thumb|right|თუკიდიდე]]
'''თუკიდიდე''' (დ. დაახლ. ძვ. წ. 465/460/455 ― გ. 400/395) — [[ბერძნები|ბერძენი]] (ათენელი) ისტორიკოსი, წარჩინებული და მდიდარი ოჯახის შვილი. "ისტორიის„ისტორიის მამის"მამის“ - [[ჰეროდოტე]]ს უმცროსი თანამედროვე. სოფისტების მოწაფე და მიმდევარი.
 
თუკიდიდე დიდად აფასებდა იმ დროის [[ათენი]]ს პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების სათავეში მდგარ [[პერიკლე]]ს. იბრძოდა [[პელოპონესის ომი|პელოპონესის ომში]] (ძვ. წ. 431-404). იყო სტრატეგოსი და ათენელთა ფლოტის მეთაური [[თრაკია|თრაკიის]] სანაპიროს დაცვისას. დამარცხების შემდეგ, ([[სპარტა|სპარტელებმა]] მიიტაცეს [[ამფიპოლისი]]) ძვ. წ. 424 წელს, ათენელებმა იგი სამშობლოდან გააძევეს 20 წლით. ექსორიაში ყოფნის დროს თუკიდიდე თავის მამულში - [[თრაკია]]ში შეუდგა თხზულების - "ისტორიის"„ისტორიის“ წერას. თხზულება შედგება 8 წიგნისაგან და ეძღვნება პელოპონესის ომების იატორიას. პირველი წიგნი, ე. წ. "არქეოლოგია"„არქეოლოგია“, როგორც შესავალი ნაწილი, მიმოიხილავს საბერძნეთის ისტორიას უძველესი დროიდან პელოპონესის ომამდე. თხრობა წყდება ომის დაწყებიდან მე-20 წლის (ძვ. წ. 411) ამბებით; ჩანს, ავტორს სიკვდილმა მოუსწრო და თხზულება დაუმთავრებელი დარჩა (მოცემული ნაწარმოები თავისი შრომებით აზრობრივად გააგრძელა [[ქსენოფონტი|ქსენოფონტმა]]).
 
თუკიდიდე ითვლება ისტორიის კრიტიკის შესწავლისა და გააზრების (ანუ მეცნიერული ისტორიის) ფუძემდებლად. წინარე ისტორიკოსთაგან (ლოგოგრაფოსები, [[ჰეროდოტე]]) განსხვავებით, იგი საისტორიო თხზულების მიზანდასახულობად თვლის არა "ამოდ„ამოდ საკითხავი"საკითხავი“ და "ამოდ„ამოდ სასმენი"სასმენი“ ამბების თხრობას, არამედ "ჭეშმარიტების„ჭეშმარიტების ძიებას"ძიებას“. ყოველი ფაქტის დასადგენად კრიტიკულად შეისწავლის შესაბამის ისტორიულ მასალას ("წყაროს"„წყაროს“).
 
თუკიდიდე პირველი შეუდგა ომის მიზეზებისა და საბაბის ძიებას. პირველი ისტორიკოს-რაციონალისტია, რომელმაც უარყო ისტორიის მოვლენებში (ბუნების მოვლენებშიც) ღმერთის მონაწილეობის "ფაქტი"„ფაქტი“ (თუმცა ღმერთს არ უარყოფდა). თუკიდიდემ პირველმა დაძებნა ისტორიულ, პოლიტიკურ მოვლენათა ეკონომიური და სოციალური საფუძვლები. იგი საკუთარი თხზულების მნიშვნელობას თავად აფასებდა და მას "მარადიულობის„მარადიულობის მონაპოვრად"მონაპოვრად“ მიიჩნევდა. პოლიტიკური მრწამსით თუკიდიდე დემოკრატიისა და ოლიგარქიის "შერწყმა„შერწყმა-შერევის"შერევის“ პოზიციაზე იდგა.
 
== ლიტერატურა ==
{{ვიკიციტატა}}
{{ქსე|5|8|სანიკიძე ლ.}}
*''სანიკიძე ლ.,'' ქსე, ტ. 5, გვ. 8, თბ., 1980
 
[[კატეგორია:ძველი ბერძენი ფილოსოფოსები]]