კარლის უნივერსიტეტი (პრაღა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 8:
 
== ისტორია ==
[[ფაილი:Charles IV. 2003-12-24.jpg|thumb|left|უნივერსიტეტის დამფუძნებლის - იმპერატორ კარლ IV-ის მონუმენტი]] ჩეხური წყაროების უმრავლესობა მე-19 საუკუნიდან მოყოლებული - ენციკლოპედიები, ისტორიის სახელმძღვანელოები და თავად უნივერსიტეტის მასალები - მიუთითებენ უნივერსიტეტის დაფუძნების თარიღად [[1348]] წელს. ამ წლის [[7 აპრილი|7 აპრილს]] [[კარლ I]]-მა, [[ბოჰემია|ბოჰემიის]] მეფემ (მოგვიანებით ცნობილი, როგორც [[კარლ IV (სრი)|კარლ IV]], წმინდა რომის იმპერატორი) გამოსცა ბრძანება ამ დაწესებულებისთვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭების შესახებ. თუმცა ერთი წლით ადრე (1347) პაპმა [[კლემენტ VI]]-მ 26 იანვარს უკვე გასცა მსგავსი ბრძანებულება, რომელიც დასაბამს აძლევს ქრისტიანულ სამოძღვრებო დაწესებულებას. მეფის ბრძანებულებით ეს დაწესებულება საეკლესიო დაქვემდებარებიდან თავისუფლდებოდა. უნივერსიტეტის შექმნის დღედ მეფის ბრძანებულების თარიღის აღნიშვნა შესაძლოა მე-19 საუკუნის ანიტი-კლერიკალური მიმართულების ზეგავლენად უნდა მივიჩნიოთ.
 
[[ბოლონიის უნივერსიტეტი|ბოლონიისა]] და [[პარიზის უნივერსიტეტი|პარიზის უნივერსიტეტების]] მოდელზე შექმნილი პრაღის უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის 1349 წელს გაიხნა. არქიეპისკოპოს არნოსტ პარდუბისელს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის უნივერსიტეტის ჩამოყალიბების საქმეში, ვინაიდან მან აიძულა საეკლესიო მოძღვრები მასწავლებლობისთვის გარკვეული დრო დაეთმოთ. ლექციები კოლეჯებში ტარდებოდა, რომელთა შორის უძველესია "კაროლინუმი". უნივერსიტეტი დაყოფილი იყო ჩეხურ, ბავარიულ, საქსონურ და პოლონურ განყოფილებებად, რომელთაც "ნაციები" ეწოდებოდა.