ფაქთიკის პროვინცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 81:
 
იმ დროს, როცა [[დიადოხოსები]] ერთმანეთს ებრძოდნენ, [[ინდოეთის სუბკონტინენტი]]ს ჩრდილოეთ ნაწილში ყალიბდებოდა [[მაურიების იმპერია]], რომლის დამაარსებელი იყო [[ჩანდრაგუპტა მაურია]]. ჩანდრაგუპტა ძვ. წ. აღ. 305 წელს შეეჯახა მაკედონურ ლაშქარს [[სელევკე I ნიკატორი|სელევკოს I]]-ის მეთაურობით და მცირე კონფლიქტის შემდეგ მიღწეული იქნა შეთანხმება, რომლის ძალითაც სელევკოსმა მაურიებს გადასცა ძველი [[ყანდაარი]]ს გარშემო ქრსებული ოლქები [[განდჰარა]] და [[არაქოზია]]. 120 წელს მაურიებმა ავღანეთის სამხრეთ რაიონებში გაავრცელეს [[ბუდიზმი]], რომელმაც შეავიწროვა ადგილობრივი უძველესი რელიგია [[ზოროასტრიზმი]]. ამავე დროს, ამ პერიოდში აშენდა გზა, რომლითაც ქალაქი [[ქაბული]] უკავშირდება ინდოეთის [[პენჯაბი]]ს ოლქის და [[ინდო-განგის დაბლობი]]ს სხვა ქალაქებს. ამ პერიოდში განვითარდა [[ვაჭრობა]], [[ხელოვნება]] და [[არქიტექტურა]], რომელმაც იმპერატორ [[აშოკა]]ს მმართველობისას ზენიტს მიაღწია, რომლის ბრძანებები, გზები და მოსასვენებელი აგარაკები გაფანტული იყო მთელი სუბკონტინენტის ტერიტორიაზე. ამ პერიოდის ბრძანებათა უმრავლესობა დაწერილია [[პრაკრიტი|პრაკრიტზე]], მაგრამ [[ავღანეთი]]ს რეგიონი გამოირჩევა მაურიების ენაში 2 - [[ბერძნული]] და [[არამეული]] ენების ჩართვით. მაურიების იმპერატორ [[აშოკა]]ს პერიოდის ბრძანებების ბერძნული და არამეული წარწერები აღმოჩენილია ყანდაარში.
 
ფაქთიკა მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში და ცნობილია როგორც ისტორიული რეგიონი დიდი ფაქთია ([[პუშტუ]]: لویه پکتیا). აქ მცხოვრები ხალხები ჯერ კიდევ [[ჰეროდოტე]]ს ჰყავს მოხდენიებული თავის ნაშრომში ჩვ.წ.აღ.მდე მე-5 საუკუნეში.
 
რეგიონის ძველი დედაქალაქი ურგუნი მთავარი გზებიდან დისტანციის გამო თითქმის განუვითარებელი იყო, ამიტომაც დედაქალაქი ურგუნიდან შარანში გადმოიტანეს. შარანი მდებარეობს ქვეყნის ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ და მიერთებულია [[ავღანეთი]]ს ისეთ დიდ ქალაქებსა და კომერციულ ცენტრებს, სოდორიცაა: [[ქაბული]]; [[ღაზნი]]; [[ყანდაარი]].
 
საბჭოთა ოკუპაციისა და შემდგომი ანექსიის წლებში ფაქთიკა უამრავი ბრძოლების ადგილი იყო. მაგალითად, 1983-1984 წ.წ. პროვინციის ძველი დედაქალაქი უგორი ალყაში იყო მოქცეული და ხელიდან ხელში გადადიოდა.
 
== რესურსები ინტერნეტში ==