ფაქთიკის პროვინცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 80:
== ისტორია ==
 
იმ დროს, როცა [[დიადოხოსები]] ერთმანეთს ებრძოდნენ, [[ინდოეთის სუბკონტინენტი]]ს ჩრდილოეთ ნაწილში ყალიბდებოდა [[მაურიების იმპერია]], რომლის დამაარსებელი იყო [[ჩანდრაგუპტა მაურია]]. ჩანდრაგუპტა ძვ. წ. აღ. 305 წელს შეეჯახა მაკედონურ ლაშქარს [[სელევკე I ნიკატორი|სელევკოს I]]-ის მეთაურობით და მცირე კონფლიქტის შემდეგ მიღწეული იქნა შეთანხმება, რომლის ძალითაც სელევკოსმა მაურიებს გადასცა ძველი [[ყანდაარი]]ს გარშემო ქრსებული ოლქები [[განდჰარა]] და [[არაქოზია]]. 120 წელს მაურიებმა ავღანეთის სამხრეთ რაიონებში გაავრცელეს [[ბუდიზმი]], რომელმაც შეავიწროვა ადგილობრივი უძველესი რელიგია [[ზოროასტრიზმი]]. ამავე დროს, ამ პერიოდში აშენდა გზა, რომლითაც ქალაქი [[ქაბული]] უკავშირდება ინდოეთის [[პენჯაბი]]ს ოლქის და [[ინდო-განგის დაბლობი]]ს სხვა ქალაქებს. ამ პერიოდში განვითარდა [[ვაჭრობა]], [[ხელოვნება]] და [[არქიტექტურა]], რომელმაც იმპერატორ [[აშოკა]]ს მმართველობისას ზენიტს მიაღწია, რომლის ბრძანებები, გზები და მოსასვენებელი აგარაკები გაფანტული იყო მთელი სუბკონტინენტის ტერიტორიაზე. ამ პერიოდის ბრძანებათა უმრავლესობა დაწერილია [[პრაკრიტი|პრაკრიტზე]], მაგრამ [[ავღანეთი]]ს რეგიონი გამოირჩევა მაურიების ენაში 2 - [[ბერძნული]] და [[არამეული]] ენების ჩართვით. მაურიების იმპერატორ [[აშოკა]]ს პერიოდის ბრძანებების ბერძნული და არამეული წარწერები აღმოჩენილია ყანდაარში.
 
== რესურსები ინტერნეტში ==