მასონობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
შინაარსი შეიცვალა 'ბოზები ხართ ყველანი ;დ'-ით
ხაზი 1:
ბოზები ხართ ყველანი ;დ
{{ვიკიფიცირება}}
[[ფაილი:Square compasses.png|right|thumb|250px|თავისუფალი ქვისმთლელების სიმბოლო]]
[[ფაილი:Square and Compasses at Masonic Memorial 2.jpg|thumb|250px|ეროვნული მასონური მემორიალი, [[ჯორჯ ვაშინგტონის ბაღი]]]]
'''მასონობა''', '''თავისუფალი მასონობა''' ({{lang-fr|franc-maçonnerie;}} {{lang-en|Freemasonry}}) სიტყვასიტყვით ნიშნავს ქვისმთლელს. ძმობაზე და სამსახურზე დამყარებული ორგანიზაციაა, მორალურ-ეთიკური მოძრაობა, აღმოცენებული XVIII საუკუნეში ([[1717]] წლის 24 ივლისი, პირველი ოფიციალური დიდი ლოჟა დიდ ბრიტანეთში) დახურული ორგანიზაციის სახით, საკუთარი რიტუალებით და სიმბოლოებით, რომლებიც გადმოღებულია ნაწილობრივ [[ქრისტიანობა|ქრისტიანობიდან]]. მასონური ეთიკა და [[ფილოსოფია]] აგებულია [[მონოთეიზმი|მონოთეისტურ]] შეხედულებებზე. დღევანდელ დღეს თავისუფალი მასონობა სხვადასხვა ფორმით არსებობს მსოფლიოში. ორგანიზაცია დაახლოებით 5 მილიონ წევრს ითვლის, რომელთაგან 2 მილიონამდე [[აშშ]]-ში ცხოვრობს და 480,000 [[ინგლისი|ინგლისში]], [[შოტლანდია]]სა და [[ირლანდია]]ში.
 
თავისუფალ მასონებს ერთმანეთთან აკავშირებთ ერთიანი მორალური და [[მეტაფიზიკა|მეტაფიზიკური]] იდეალები. მათი ერთ-ერთი ფუძემდებლური იდეალია უზენაესი არსების რწმენა. თავისუფალი მასონები სიმბოლოებად იყენებენ [[ქვისმთლელები]]ს იარაღებსა და ხელსაწყოებს. [[სოლომონის ტაძარი|სოლომონის ტაძრის]] მშენებლობის ალეგორიული სიმბოლოს წინააღმდეგ. მასონური იერარქია თავის წევრებს მოუწოდებს იღვაწონ კაცობრიობის „პროგრესისათვის“, თუმცა დაიტოვონ თავიანთი შეხედულება ამ სიტყვებზე<ref>ბელგიის დიდი ლოჟის საიტი [http://www.glb.be/FR/vrijmetselarij.htm#Wat%20is%20de%20universele%20broederlijkheid%20en%20de%20vooruitgang%20van%20de%20mensheid site de la Grande Loge de Belgique] (მასალა აღებულია 29/12/2007)</ref>.
 
ძმობა ადმინისტრაციულად დაყოფილია [[დიდი ლოჟა|დიდ ლოჟებად]] (ან ზოგჯერ ორიენტებად). თითოეულ [[დიდი ლოჟა|დიდ ლოჟას]] საკუთარი იურისდიქცია გააჩნია და მოიცავს დაქვემდებარებულ ლოჟებს. დიდი ლოჟები ერთმანეთს აღიარებენ მასონური სასაზღვრო ნიშნებისა და რეგულარული მასონური იურისდიქციის რიტუალით. არსებობენ, ასევე, ცალკეული ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებული არიან მასონთა ძირითად პალატასთან, მაგრამ დამოუკიდებელი მმართველობა გააჩნიათ. ეს ლოჟები და ორგანიზაციები გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე<ref>[http://www.rusk.ru/newsdata.php?idar=176357 მასონებმა მოიწონეს ევროკომისიის თავმჯდომარის მუშაობა]</ref> და ატარებენ თავიანთ შეხედულებებსა და მიზნებს სხვადასხვა გზით, თუმცა მათ ქმედებებს მოწინააღმდეგეებიც ჰყავთ: დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის აზრით, ევროკავშირში გაერთიანებას მისი ქვეყნისთვის სიკეთე არ მოუტანია. მისთვის მიუღებელია მასონური პრინციპები მსოფლიო ინტეგრაციის, ერების გაერთიანების შესახებ, რომლითაც, მისივე აზრით, ევროკავშირი ხელმძღვანელობს.
 
== დამოკიდებულება სხვა ინსტიტუტებთან ==
 
=== მასონები და კათოლიკური ეკლესია ===
მასონურ ორგანიზაციებთან დიდი ხანია უარყოფითი დამოკიდებულება აქვს კათოლიკურ ეკლესიას, რომის პაპის, ბენედიქტე XVI–ის განცხადებით: „მასონობა უდიდესი ცოდვაა კათოლიკესათვის“.
გერნოტ რიბენშტაინის, გერმანიის თავისუფალ მასონთა დიდი ლოჟის (მასონობის ქრისტიანული მიმდინარეობა) წევრის განცხადებით: „კათოლიკური ეკლესიის ასეთი პოზიცია გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ ვამბობთ: ყველა ადამიანი ღვთის შვილია, ყველა ღმერთის ძეა და ყველა ადამიანი ღვთის წიაღში დაბრუნდება და ზეცაში მოხვდება. კათოლიკური ეკლესია ამბობს სიტყვასიტყვით, რომ ღმერთთან მიგიყვანს მხოლოდ წმინდა რომის კათოლიკური ეკლესია. ეს ძალაუფლებაზე ეკლესიის პრეტენზიაა — მხოლოდ მას აქვს უფლება ღმერთთან ადამიანის მიყვანისა და ამიტომ მიგვიჩნევს ის ჩვენ კონკურენტად. ჩვენ არ ვართ ეკლესიის კონკურენტები! ყოველ ადამიანს აქვს უფლება აირჩიოს თავისი რწმენა. ყოველი ადამიანი, ფერადკანიანი თუ ინდიელი, მდიდარი თუ ღარიბი, პროფესორი თუ დამხმარე მუშა, დიდი თუ პატარა, ყველა ღვთის შვილია და ეს კათოლიკურ ეკლესიას არ მოსწონს და ამიტომაც არ მოსწონს თავისუფალი მასონობა“<ref>[http://presa.ge/index.php?text=news&i=10342 ინტერვიუ გერმანიის თავისუფალ მასონთა დიდი ლოჟის ოსტატთან]</ref>.
 
კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგობა მასონების ლეგენდარულ წინაპრებთან — [[ტამპლიერები|ტამპლიერებთან]] დაიწყო ჯერ კიდევ მასონური მოძრაობის ჩამოყალიბებამდე, ძირითად ბრძოლას მათ წინააღმდეგ აწარმოებდა [[იეზუიტთა ორდენი]].
1738 წელს რომის პაპმა კლიმენტი მეთორმეტემ გამოსცა ინტერდიქტი მასონების წინააღმდეგ, რაც ნიშნავდა მასონების ეკლესიიდან ავტომატურად გარიცხვას.
 
ფრანგული მასონური ლოჟები გამოირჩეოდნენ თავიანთი ანტირელიგიური მიმართულებით. მათ ჰქონდათ გადამწყვეტი გავლენა საფრანგეთის რევოლუციის იდეაზე. გადატრიალების შემდეგ კი მმართველ ორგანოებში მასონთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა. რევოლუციის პერიოდში გატარდა მასობრივი ანტისაეკლესიო რეფორმა („დექრისტიანიზაცია“). ასევე მასობრივი რეპრესიები სამღვდელოების წინააღმდეგ, თუმცა თანამედროვე ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ თავად რეპრესიებში მასონებს მნიშვნელოვანი როლი აღარ უთამაშიათ<ref>[http://books.google.com/books?id=OSDNl6Ydq_oC&lpg=PA16&ots=HZqozTx8K6&pg=PA16#v=onepage&q=&f=true Jack R. CENSER and LYNN HUNT - Liberty, Egality, Fraternity, Exploring the French revolution]</ref>.
 
[[ლეონ XIII (რომის)|ლეონ XIII–მ]] ენციკლოპედიაში Humanum Genus ([[1884]] წლის [[20 აპრილი]]) გააკრიტიკა მასონობა. [[კანონიკური სამართლის კოდექსი|კანონიკური სამართლის კოდექსში]] [[1917]] წელს იყო განცხადება, რომ მასონურ მოძრაობაში გაერთიანება ავტომატურად ნიშნავდა ეკლესიიდან გარიცხვას. [[1983]]–ში მიიღეს ახალი კოდექსი, სადაც მასონური ორგანიზაციები ნახსენები არ იყო, რამაც დაბადა შთაბეჭდილება, რომ [[კათოლიკური ეკლესია|კათოლიკური ეკლესიის]] პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით შესუსტდა, მაგრამ [[რწმენის დოქტრინის კონგრეგაცია]]ში იმავე [[1983]] წელს გამოქვეყნდა განცხადება იმის შესახებ, რომ მასონობა კვლავინდებურად დაუშვებელი იყო კათოლიკესთვის<ref>[http://www.vatican.va/roman_curia/congregations/cfaith/documents/rc_con_cfaith_doc_19831126_declaration-masonic_en.html DECLARATION ON MASONIC ASSOCIATIONS]</ref>.
 
=== მასონები და პროტესტანტული ეკლესიები ===
[[პროტესტანტიზმი|პროტესტანტულ]] ეკლესიას ამ მოძრაობასთან შედარებით მშვიდი დამოკიდებულება აქვს. მაგალითად, [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთში]], სადაც [[ანგლიკანური ეკლესია|ანგლიკანური ეკლესიის]] მეთაურად ბრიტანეთის მონარქი ითვლება, ამავე დროს, როგორც წესი, [[გაერთიანებული დიდი ინგლისური ლოჟა|გაერთიანებული დიდი ინგლისური ლოჟის]] დიდ მაგისტრად ინიშნება სამეფო ოჯახის წარმომადგენელი. ანგლიკანური ეკლესიის ბევრი ეპისკოპოსი მასონი იყო. რთული სისტემაა [[შვედეთი|შვედეთში]], სადაც მეფე მეთაურობს ეკლესიას და ამავე დროს მეურვეობს შვედეთის მასონურ მოძრაობას, რომელიც თავის მხრივ ქრისტიანულ ლოჟად ითვლება.
 
შვედეთის ეკლესია მთელ პროტესტანტულ სამყაროში ერთ–ერთ ყველაზე ლიბერალურ დაწესებულებად ითვლება, რადგან მასში მიღებულია ლესბოსელების და გეების „ქორწინება“ და „მღვდლობა“, რაც უკვე წარმოადგენს ქრისტიანობის წინააღმდეგ წასვლას, არათუ მასონების მხარდაჭერა.
 
ამასთანავე, მასონთა უმეტეს მიმდინარეობებში გაერთიანება რელიგიური და ეთნიკური ნიშნით აკრძალული არაა, ამ ბოლო დროს დაუშვეს ქალთა გაწევრიანებაც. არსებობენ მასონებში გაწევრიანებული მთელი სექტები, მაგალითად [[1842]] წელს [[მორმონები]] [[ჯოზეფ სმიტი]]ს მეთაურობით გაერთიანდნენ მასონებში და გაითავისეს მათი არაერთი ტრადიცია და წეს–ჩვეულება.
 
ზოგიერთმა პროტესტანტულმა მიმდინარეობამ, როგორიცაა მაგალითად „[[მეთოდისტური ეკლესია]]“, აუკრძალა მის წევრებს მასონურ ორგანიზაციებში გაწევრიანება, ისევე როგორც „[[სამხრეთის ბაპტისტურმა კონვენციამ]]“, ყველაზე მსხვილმა [[ბაპტიზმი|ბაპტისტურმა]] ორგანიზაციამ [[აშშ]]–ში, განაცხადა რა, რომ მასონიზმში მონაწილეობის მიღება შეუთავსებელი იყო სარწმუნოებასთან.
 
=== მასონები და მართლმადიდებელი ეკლესია ===
ს.ვ. ბულგაკოვის წიგნში, რომელიც გამოიცა [[1913]] წელს, ხოლო ხელახლა გამოიცა [[1993]] წელს მოსკოვის პატრიარქის მიერ, ნათქვამია: „მასონთა მთავარი მიზანია რელიგიისა და განსაკუთრებით [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] განადგურება მთელს კაცობრიობაში და გაუქმება ყველა ქრისტიანული დაწესებულების. ამის მიხედვით ისინი ცდილობენ კიდეც გააუფერულონ ქრისტიანები, დაუჭირონ მხარი ფილოსოფოსებს, მოაზროვნეებს და მწერლებს, რომლებიც ძირს უთხრიან ქრისტიანობას. აქეზებენ ხალხთა უკმაყოფილებას მთავრობების წინააღმდეგ, მხარს უჭერენ ყოველგვარ პოლიტიკურ უწესრიგობას და [[რევოლუცია|რევოლუციებს]].“
 
[[1932]] წელს რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მასონობა [[ანათემა]]ს გადასცა.
ამჟამად [[რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია|რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია]] მასონებთან მიმართებაში თავის პოზიციას არ გამოხატავს.
მეორე მხრივ, მკრთალად ჩანს [[ახალი აღთქმა|ახალ აღთქმასთან]] დამოკიდებულება მასონური იდეოლოგიისა, რომლის დიდ გავლენას განიცდის თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკა: საყოველთაო პოლიტიკური და რელიგიური ერთობა, ძმობა და თავისუფლება, [[გლობალიზაცია]] და [[ლიბერალიზმი]]. არაერთი სხვადასხვა ეროვნების მკვლევარის მიერ გამოცემულ წიგნში ნათქვამია, რომ მასონთა გავრცელება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მათი იდეოლოგიური და პოლიტიკური გავლენა მიმართულია მსოფლიო ძალაუფლების მოპოვებისკენ.
 
„საფრანგეთის დიდი ეროვნული ლოჟის“ დიდი მაგისტრის, ფრანსუა სტიფანის მიერ „[[France 5]]-ისთვის“ ამ თემაზე მიცემულ ინტერვიუში ნათქვამია, რომ მისთვის გაუგებარია, რა შუაშია აქ მსოფლიო ძალაუფლება. გადაცემის ავტორი შეეხო ასევე მექრთამეობაში შემჩნეულ მასონ პოლიტიკოსებსაც. სტიფანის თქმით: „როდესაც ეკლესიის წარმომადგენელი კანონს არღვევს, არ სჯიან მთელ ეკლესიას, ასევე არ შეიძლება, კონკრეტული მასონის დანაშაული მთელ დაწესებულებას გადავაბრალოთ“.<ref>http://feudusoleil.blogspot.com/2009/11/francois-stifani-c-dans-lair.html</ref>
 
=== მასონები და ისლამური სამყარო ===
 
[[მუსულმანობა|მუსულმანური]] კრიტიკა მასონებთან მიმართებაში ძალიან იშვიათია, თუმცა იგი არანაკლები აკრძალვებით გამოირჩევა. მაგალითად, [[1978]] წლის 15 ივლისს [[ფატვა]]<ref>{{en icon}} selon l'article de C.Layiktez, [http://www.freemasons-freemasonry.com/layiktez1.html ''Freemasonry in islamic world'']</ref> წარმოთქვა [[ეგვიპტე]]ში [[კაირო]]ს ელ–აზაარის უნივერსიტეტის მაჰმადიანმა თანამშრომელმა, რაც ფორმალურად უკრძალავს [[მუსლიმები|მუსლიმებს]] მასონურ ორგანიზაციებში გაწევრიანებას. ყოველ შემთხვევაში ისლამური ქვეყნები, როგორებიც არიან [[მაროკო]], [[ლიბანი]] და [[თურქეთი]] არ არიან გაერთიანებული ამ [[ფატვა]]ში თავიანთი კანონმდებლობიდან გამომდინარე.
მუსლიმების წინააღმდეგობა მნიშვნელოვანწილადაა დაყრდნობილი [[ანტისემიტიზმი|ანტისემიტიზმზე]] და [[ანტისიონიზმი|ანტისიონიზმზე]], ასევე უკავშირებენ მასონურ მოძრაობას [[დაჯალი|დაჯალსაც]] (ეშმაკის მაჰმადიანური სახელი)<ref name=" The Study of Freemasonry as a New Academic Discipline">http://www.freemasons-freemasonry.com/prescott03.html</ref>.
 
ზოგიერთი მუსლიმი ანტიმასონი ამტკიცებს, რომ მასონები ანხორციელებენ ებრაელთა მიზნებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო მათ ერთ–ერთ მისწრაფებას წარმოადგენს [[იერუსალიმი|იერუსალიმში]] [[სოლომონის ტაძარი|სოლომონის ტაძრის]] აღდგენა დღევანდელი [[ალ–აქსას მეჩეთი]]ს ადგილას (სოლომონის ტაძრის დანგრევის შემდეგ მის ადგილზე მუსლიმებმა შემდეგ სწორედ ეს მეჩეთი ააგეს)<ref name="Can a Muslim be a freemason?">http://www.islamonline.net/servlet/Satellite?cid=1119503547288&pagename=IslamOnline-English-Ask_Scholar%2FFatwaE%2FFatwaEAskTheScholar</ref>.
 
ბევრი ქვეყანა, რომელთა მოსახლეობაშიც მუსულმანთა რიცხვი მაღალია, კრძალავს მასონურ დაწესებულებებს თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში.
 
=== მსოფლიო პოლიტიკა ===
[[ფაილი:Freemasons.hall.london.arp.750pix.jpg|ინგლისის დიდი გაერთიანებული ლოჟების სასახლე, [[ლონდონი]]|right|thumb]]
დღევანდელი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მასონური მოძრაობა ოფიციალური ორგანიზაციის სახითაა დარეგისტრირებული, თუმცა გარკვეული წყაროების მიხედვით არსებობდნენ და არსებობენ ახლაც საიდუმლო მასონური ორგანიზაციები ძირითადად იმ ქვეყნებში, სადაც მათი გავრცელებისთვის არასათანადო გარემო–პირობებია.
დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობაში ისინი დარეგისტრირებულები არიან, გააჩნიათ თავიანთი რეზიდენციები და სასახლეები.
 
=== მასონებთან დაკავშირებული სკანდალები ===
==== უილიამ მორგანის საქმე ====
[[1826]] წელს [[უილიამ მორგანი]] გაუჩინარდა [[ბატავია|ბატავიიდან]], [[ნიუ იორკი]], მას შემდეგ, რაც დაიმუქრა თავისუფალ მასონთა საიდუმლოებების გამომჟღავნებით, ამას ზოგიერთი მასონების ნამოქმედრად მიიჩნევს. ზუსტად რა მოხდა, დღემდე უცნობია. მორგანის გაუჩინარებამ და მისადმი განხორციელებულმა სასჯელმა გამოიწვია პროტესტთა სერია თავისუფალი მასონების წინააღმდეგ მთელ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ნიუ იორკსა და მიმდებარე შტატებში.
 
[[თარლოუ ვიდი]]ს მეთაურობით ანტიმასონური და [[ენდრიუ ჯექსონი]]ს საწინააღმდეგო (ჯექსონი მასონი იყო) მოძრაობა გადაიქცა [[ანტიმასონური პარტია|ანტიმასონურ პარტიად]] და კენჭიც იყარა პრეზიდენტობისთვის [[1828]] წელს ისეთი სახელგანთქმული პოლიტიკოსების მხარდაჭერის მოპოვებისას, როგორიც იყო [[უილიამ ჰ. სევარდი]]. მათ ჰქონდათ ისეთივე გავლენა, როგორიც ჯექსონის სხვა მოწინააღმდეგეებს, მათ შორის [[ჯონ ქუინსი ადამსი|ჯონ ქუინსი ადამსს]], რომელიც გმობდა მასონებს. [[1847]] წელს ადამსმა დაწერა ფართოდ გაყიდული წიგნი სახელწოდებით „წერილები მასონურ ინსტიტუციაზე“, სადაც მასონები მკაცრად იყვნენ გაკრიტიკებულნი. [[1832]] წელს პარტიამ წარადგინა [[უილიამ უირთი]], როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი. ეს მეტწილად ირონია უფრო იყო, რადგან რეალურად უირთი იყო მასონი და ხშირად გამოსულა კიდეც სიტყვით ანტიმასონური ორგანიზაციებისაგან თავისი დაწესებულების დასაცავად. პარტიამ არჩევნებში მხოლოდ შვიდი ხმა მიიღო. სამი წლის შემდეგ პარტია დაიშალა.
 
== იდეოლოგია და სიმბოლიკა ==
 
== როგორ ხდებიან მასონები და მასონური იერარქია ==
 
=== მოთხოვნები კანდიდატების მიმართ ===
„მინიმალური მოთხოვნებია“
კანდიდატი უნდა იყოს
# 21 წლის მაინც
# არ იყოს ნასამართლევი
# არ გააჩნდეს ვალები
# იყოს ღირსეული და მის ცხოვრებაში არ იყოს არა ღირსეული საქციელი
# სჯეროდეს შემქმნელის, ღმერთის
# მამაკაცი
# გააჩნდეს გარკვეული შემოსავალი
# გააჩნდეს საკუთარი სურვილი, ანუ მხოლოდ საკუთარი სურვილით მიიღოს გადაწყვეტილება
# იყოს ჯენტლმენი
ტექნიკურად საჭიროა მას რეკომენდაცია გაუწიოს საძმოს ერთმა წევრმა მაინც, თუ იგი არავის იცნობს მაშინ შეუძლია მიმართოს ლოჟის მდივანს ოფიციალური წერილით, მას გაესაბუბრება რამდენიმე ძმა და შემდგომ შესაძლოა ლოჟის სხვა წევრებიც.
მას შემდგომ რაც კანდიდატი გაივლის გასაუბრებას, მის შესახებ დადგება საკითხი კენჭისყრაზე, თუ ერთი ლოჟის წევრი მაინც ჩააგდებს ფარული კენჭისყრის დროს შავ ქვას ტომარაში, კანდიდატი ლოჟის წევრი ვეღარ გახდება.
კენჭისყრის შემდგომ, დადებითი პასუხის შემთხვევაში, კანდიდატს უკავშირდება მენტორი და უკვე მასთან ერთად აგვარებს გარკვეულ ტექნიკურ ნიუანსებს.
 
=== წევრობა და რელიგიური სარწმუნოება ===
 
=== კურთხევის რიტუალი ===
 
=== მასონური იერარქიები ===
 
=== ქართველი მასონი ===
რევაზ მელაძე
 
== მასონების ისტორია ==
=== მასონების წარმოშობა ===
[[ფაილი:Goose and Gridiron.jpg|ტავერნა „Goose and Gridiron“ ლონდონში, სადაც დაარსდა პირველი დიდი მასონური ლოჟა|right|thumb]]
[[ფაილი:MondeFM2000.svg|მასონთა გავრცელება მსოფლიო მასშტაბით 2000 წლისათვის.<ref>http://worldcat.org/issn/01822411&lang=fr „თავისუფალ მასონთა მიხედვით (ფრანგულად)
dans L'Histoire, vol. 256, 2001“</ref>
# ორ მილიონამდე
# რამდენიმე ასეული ათასი
# რამდენიმე ათეული ათასი
 
|right|thumb]]
მასონური მოძრაობის ზუსტი წარმომავლობა და მათი თავდაპირველი სახე დღემდე დავის საგნად რჩება, ამის ერთ–ერთ მიზეზად ისიც შეიძლება ჩაითვალოს, რომ დროთა განმავლობაში მასონობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და ყველა სავარაუდო საწყისს დაშორდა იდეოლოგიურად, ან სულაც არ გააჩნდა ისინი. პოემა „[[რეგიუს მანუსკრიპტი]]“ არის უძველესი მასონური ტექსტი, რომელიც თარიღდება [[1390]] წლით.<ref>http://www.masonicsites.org/blue/regius1.htm</ref>
ძირითადად მთელი მასონური ისტორია გაყოფილია ორ პერიოდად: [[1717]] წელს ინგლისის დიდი ლოჟის ჩამოყალიბებამდე და მის შემდეგ. მტკიცდება მასონური ლოჟის არსებობა მეთექვსმეტე საუკუნეშიც , მაგალითად, [[კივლინინგი]]ს ლოჟა [[1500]]–იანი წლების დასაწყისში, ამ ლოჟას [[1599]] წლიდან ერქვა „ye warden of ye lug of Kilwynning“<ref>http://www.southchurch.mesh4us.org.uk/pdf/important/secondschawstatute.pdf</ref>. არის სანდო და ნათელი ცნობები მეჩვიდმეტე საუკუნის შუახანებში ინგლისში ლოჟების არსებობის შესახებ.
შეიძლება შეხვდეთ წყაროებს, სადაც პირველ მასონურ ლოჟად მოხსენიებულია რომელიმე სხვა მასონური გაერთიანება, რაც ძირითადად გამოწვეულია ცალკეულ მკვლევართა სუბიექტური შეხედულებებით, რადგან ეს ორგანიზაციები ახლაც კი ბევრ საკითხს არ ამხელენ, რაც ართულებს მისი ახლანდელი თუ ადრინდელი სტრუქტურის კვლევას, შესაბამისად იმ ორგანიზაციების გამოვლენას, რომლებიც ყველაზე ახლოს იყვნენ აღნიშნულ სტრუქტურასთან.
 
[[1717]] წლის 24 ივნისს ოთხი ლონდონური ლოჟა შეიკრიბა [[ლონდონი|ლონდონში]], ტავერნა „[[Goose and Gridiron]]–ში“ და ჩამოაყალიბა ინგლისის დიდი ლოჟა.
ეს გაერთიანება მალე გადაიქცა „მარეგულირებელ ორგანოდ“, რომელსაც შეუერთდა ინგლისური ლოჟების უმეტესობა, ამის მიუხედავად ინგლისის დიდი ლოჟის მიერ განხორციელებულ ზოგიერთ ცვლილებას რამდენიმე ლოჟა აღშფოთებით შეხვდა და [[1751]] წლის 17 ივლისს ჩამოაყალიბა ცალკე „Antient Grand Lodge of England“. [[1813]] წლის 25 ნოემბერს ეს ორი მიმდინარეობა ისევ გაერთიანდა და ჩამოაყალიბა ინგლისის დიდი გაერთიანებული ლოჟა (UGLE).
ირლანდიის დიდი ლოჟა და შოტლანდიის დიდი ლოჟა დაარსდა [[1725]] და [[1736]] წელს შესაბამისად.
თავისუფალი მასონობა გავრცელდა ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანულ კოლონიებში ინგლისის ორივე მასონური მიმდინარეობის მიერ.
 
[[ამერიკის რევოლუცია|ამერიკის რევოლუციის]] შემდეგ [[აშშ]]–ს დიდი ლოჟები დამოუკიდებლად არსდებიან უკვე თითოეულ შტატში.
ზოგიერთი წამოწყებით სურდათ შეექმნათ ამერიკის შეერთებული შტატების დიდი ლოჟა, რომლის მეთაურიც იქნებოდა [[ჯორჯ ვაშინგტონი]], როგორც პირველი დიდი ოსტატი (თვითონ იყო ვირჯინიის ლოჟის წევრი), მაგრამ იდეას დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა, რადგან ზოგიერთი შტატის ლოჟამ არ მოინდომა თავისი თვითმმართველობის შეზღუდვა გაერთიანების ხარჯზე<ref>http://en.wikipedia.org/wiki/Special:BookSources/9780807847503|Bullock, Steven C.; Institute of Early American History and Culture (Williamsburg, Va.) (1996). Revolutionary brotherhood: Freemasonry and the transformation of the American social order, 1730-1840. Chapel Hill: University of North Carolina Press</ref>.
 
უძველესი იურისდიქცია კონტინენტურ ევროპაზე, „საფრანგეთის დიადი აღმოსავლეთი“ (GOdF), დაარსდა [[1728]] წელს, მაგრამ ინგლისურენოვანი ლოჟების იმეტესობამ შეწყვიტა მასთან ფორმალური ურთიერთობა [[1877]] წლისთვის, როდესაც „GOdF–მ“ მოუხსნა ერთი ღვთაებისადმი რწმენის მოთხოვნა თავის წევრებს და დაუშვა ათეისტების მიღება.
„საფრანგეთის დიდი ეროვნული ლოჟა“ (GLNF) <ref>http://www.glnf.asso.fr/ (ფრანგულად)Grande Loge Nationale Francaise (GLNF). (მასალა აღებულია 2006-02-06).</ref> არის მხოლოდ ფრანგული დიდი ლოჟა, რომელსაც აქვს რეგულარული მეგობრული ურთიერთობა „UGLE–სთან“ და მსოფლიოს არაერთ სხვა იურისდიქციასთან.
 
დღესდღეობით მასონური სამყარო შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ, პირველი ესენია: „GOdF“ და მისი მომხრე ლოჟები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და მეორე — „UGLE“ და მისი მიმდევრები.
 
=== მასონთა ისტორია საქართველოში ===
საქართველოში მასონობა შემოვიდა მე-19 საუკუნეში, თუმცა აქტიურად ვერ განვითარდა, ვინაიდან მასონური ლოჟების წევრების უმეტესობა მიემგზავრებოდა შემდგომ პეტერბურგში ან რუსეთის სხვა გუბერნიებში და იქ აგრძელებდა თავისი ძირითადი საქმიანობის, პარალელურად — მასონურ განვითარებას, თუმცა თბილისში და შემდგომ პარიზში ემეგრაციაში, რამდენიმე ლოჟა მაინც არსებობდა. დაზუსტებითაა ცნობილი, რომ ქართველი მასონები იყვნენ მ. ბარათაშვილი, გეგეჭკორი, ჩხეიძე, თბილისის მერი ხატისოვი, აგრეთვე სხვა გამოჩენილი ქართველებიც, თუმცა ამაზე სპეციალური გამოშვება მომზადდება. ემიგრაციაში მინიმუმ 2 ლოჟა არსებობდა — „ოქროს საწმისი“ და „პრომეთე“. საქართველოში ლოჟები არსებობდა ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში{{ფაქტი}}.
 
2015 წლის 14 მარტს ქ თბილისის აღმოსავლეთით კანონიერად დაფუძნდა ძველ, თავისუფალ და აღიარებულ ქვისმთლელთა (მასონთა) ორდენის რეგულარული და სუვერენული საქართველოს ეროვნული დიადი ლოჟა, რომლის შემადგენლობაში შედის სამი ღირსეული წმ. იოანე ნათლისმცემლის ლურჯი ლოჟა : "წმ. თამარ მეფე" #1 ; "მეფე დავით აღმაშენებელი" #2 და "გიორგი V ბწყინვალე" #3. (https://www.facebook.com/Freemasons.Georgia.GNLG) {{ფაქტი}}.
 
== თქმულებები მასონებზე ==
 
=== „ყოვლისმხედველი თვალი“ ბანკნოტებზე ===
 
[[ფაილი:Ukraine-2006-Bill-500-Reverse.jpg|„ყოვლისმხედველი თვალი“ [[უკრაინა|უკრაინულ]] 500 [[გრივნა]]ზე|left|thumb]]
„[[ყოვლისმხედველი თვალი]]“ გამოსახულია რამდენიმე ქვეყნის ფულის [[ბანკნოტი|ბანკნოტზე]]. მიუხედავად გავრცელებული მითებისა, უშუალო კავშირი მასონობასთან ამ სურათებს არ გააჩნიათ. 1 [[აშშ დოლარი]]ს მეორე მხარეს [[1935]] წლიდან განთავსებულია [[აშშ–ის დიდი ბეჭედი]], რომელზეც გამოსახულია [[პირამიდა]] თვალით. ცვლილების ინიციატორები იყვნენ [[ჰენრი ეგარდ უოლესი|ჰ. უოლესი]] და [[ფრანკლინ დელანო რუზველტი|ფ.რუზველტი]],(თუმცა ერთ–ერთ მასონურ საიტზე იგი ამ მოძრაობის წევრადაა დასახელებული) დიზაინერი იყო — ედვარდ უიქსი, აშშ–ს ფინანსთა სამინისტროს ფულადი ნიშნებისა და ფასიანი ქაღალდების გამოშვების ბიუროს [[გრავირება|გრავირების]] განყოფილების ხელმძღვანელი. მხატვარი [[ნიკოლაი რერიქსი]], რომელსაც ზოგიერთი ავტორი შეცდომით [[კუპიურა|კუპიურის]] სურათის იდეას მიაწერს, არანაირად არაა დაკავშირებული აღნიშნულთან<ref>[http://www.roerichs.com/Publications/Roerichs/Kokarev_KP.htm ღია წერილი გაზეთში „Комсомольская правда“. Н. К. Рерих не был дизайнером однодолларовой купюры]</ref>. „ყოვლისმხედველი თვალი“ გამოსახულია ასევე [[ნიკარაგუა|ნიკარაგუის]] კუპიურაზე (1 [[კორდობა (ვალუტა)|კორდობა]]), სადაც ის [[რესპუბლიკა|რესპუბლიკის]] [[გერბი]]ს ერთ–ერთი დეტალია. [[უკრაინა|უკრაინულ]] ბანკნოტზე ნომინალით 500 [[გრივნა]] „ყოვლისმხედველი თვალი“ „[[პითაგორა]]ს სამკუთხედზე“ შექმნილი სურათის ნაწილია, ავტ. [[გრიგორი სკავოროდი]]<ref>Из [http://www.bank.gov.ua/Bank_mn/Banknoty/G500_06_discription.htm описания банкноты 500 гривен на сайте НБУ] «Слева от здания размещено графическое изображение авторского рисунка Григория Сковороды к его произведениям („Пифагоров треугольник“ в который Григория Сковороды вкладывал глубокий символико-философский смысл).»</ref> — უკრაინელი ფილოსოფოსი და პოეტი.
 
=== მასონთა შეთქმულება ===
 
[[შეთქმულების თეორია]], რომლის თანახმადაც არსებობს კავშირი მასონთა საიდუმლო საზოგადოებებსა და მათ გავლენას შორის ბევრ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენაზე. (სახელმწიფო გადატრიალებები, რევოლუციები, გავლენიანი და ცნობილი ხალხის მკვლელობები და ა.შ.) მასონური შეთქმულების რწმენა დაფუძნებულია იმაზე, რომ ისტორიაში არაერთი სახელმწიფოს ხელმძღვანელი, გავლენიანი და ცნობილი პიროვნებები აღიარებდნენ ამას ან აშკარავდებოდნენ, როგორც მასონურ ლოჟებში მოღვაწეები. ითვლება, რომ მათი საშუალებით მასონები ახდენდნენ თავიანთ გავლენას სახელმწიფოთა განვითარებაზე და ისტორიული მოვლენების მსვლელობაზე. ყველაზე ხშირად მასონური შეთქმულების [[თეორია]] გამოიყენება საზოგადოების [[კონსერვატიზმი|კონსერვატიული]], ტრადიციის დამცველი და რადიკალური [[ნაციონალიზმი|ნაციონალისტური]] მოძრაობების წარმომადგენელთა მიერ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალათა მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ნაწილობრივ რეალურ ისტორიულ ფაქტებს ეყრდნობა, თეორიის სრული ჭეშმარიტების საკითხი დღემდე სადაოდ რჩება, რადგან არ გააჩნია საკმარისი დოკუმენტური მტკიცებულებები.
 
==== შეთქმულების თეორიის მომხრეთა მტკიცებულებები ====
 
ერთ–ერთი მტკიცებულება მასონური შეთქმულების თეორიის მხარდამჭერთათვის არის აშშ დოლარის უკანა მხარეს მარცხნივ გამოსახული ერთ–ერთი მასონური სიმბოლო — ცამეტსაფეხურიანი პირამიდა, რომელიც მიუთითებს თავისუფალ მასონებზე, როგორც ახალი [[სოლომონის ტაძარი|სოლომონის ეკლესიის]] ქვისმთლელ–მშენებლებზე, ბოლოვდება „სამყაროს დიდი არქიტექტორის“ ე.წ. [[ყოვლიმხედველი თვალი|„ყოვლისმხედველი თვალით“]] და ორი ფრაზით ლათინურ ენაზე — Annuit coeptis (დალოცოს (ღმერთმა) ჩვენი ძალისხმევა) და [[Novus ordo seclorum]] (ახალი საუკუნის წესრიგი) აღებული [[პუბლიუს ვერგილიუს მარონი|ვერგილიუსის]] ნაწარმოებიდან. [[ფაილი:Eye.jpg|thumb|left|პირამიდა და თვალი — მასონური სიმბოლოები 1[[აშშ დოლარი]]]]
 
გაყოფილი პირამიდა შედგენილია ცამეტი აგურის რიგისგან, სადაც ყოველი აგური აღნიშნავს ცალკეულ ხალხებს ან სახელმწიფოებს თავისი მონეტით, სიმბოლურად გამოხატავს კაცობრიობის არასრულობას ყოვლისშემძლე „მწვერვალის“ გარეშე. ყოვლისშემძლე „მწვერვალის“ სიმბოლო — სამკუთხედში თვალი „სამყაროს დიდი არქიტექტორისა“ — გადახურულია ლათინური წარწერით: „Annuit Coeptis“, რომელიც არაორაზროვნად აღნიშნავს, რომ „რჩეულს“ მინიჭებული აქვს სამყაროს მართვის პრივილეგია. ამაზე მიანიშნებს ასევე წარწერა ქვემოთ „დიდი ბეჭედი“ ({{lang-en|The Great Seal}}), რაც გამოხატავს სიმდიდრის და ქონების დასაკუთრებას და შრომის ენერგიის და სამსახურის დაქვემდებარებას „ბეჭდის“ მფლობელისთვის. პირამიდის აღწერილ მნიშვნელობას ამტკიცებს ასევე წარწერა: „Novus Ordo Seclorum“ (ახალი საუკუნის წესრიგი). ამას გარდა, თუ პირამიდას წარმოვიდგენთ სამკუთხედად და გადავახატავთ კიდევ ერთს, ისე, რომ გამოვიდეს [[დავითის ვარსკვლავი]], მაშინ ვარსკვლავის ექვსი წვეტი მიანიშნებს ასოებზე: „A“, „S“, „N“, „O“, „M“; რომელთაგანაც შედგება სიტყვა MASON.
 
კუპიურის მარჯვენა ნაწილში გამოსახულია: არწივი, მის მკერდზე ფარი ცამეტი ზოლით, აკაციის ტოტი ცამეტი ფოთლით და ცამეტი კვირტით — უჭირავს მარჯვენა ფეხით და ცამეტი ისარი — უჭირავს მარცხენა ფეხით. [[ფაილი:US-GreatSeal-Obverse.svg|thumb|right|აშშ-ის სახელმწიფო გერბის გამოსახულება [[აშშ–ს დიდი ბეჭედი|აშშ–ს დიდ ბეჭედზე]]
კონსპიროლოგების აზრით — აკაცია, რომელიც წარმოადგენს წმინდა ხეს მასონებისთვის, სიმბოლურად გამოხატავს გასაღებს მისი ლეგენდარული დამაარსებლის, ხირამის საფლავის გასახსნელად, მასონთა ტრადიციისა და ორგანიზაციის ძალას, საიდუმლო ცოდნის ფლობას და მკვდრეთით აღდგომის შესაძლებლობას ან უკვდავებას. ისრები არწივის მარცხენა ფეხში აღნიშნავს ცოდნასა და ძალას, მიმართულს იმისათვის, რათა დაამშვიდოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მოკლას კიდეც მტრები, ამიტომ ყოველ ისარს აქვს განსხვავებული სიგრძე და ემუქრება დამონებული კაცობრიობის პირამიდის შემადგენელი ცამეტი იარუსიდან ერთ–ერთს.
 
„E Pluribus Unum“ („სიმრავლიდან — ერთი“)
სამყაროს წარმოშობის მასონური დოქტრინის თანახმად, რომელიც გარკვეულწილად გადმოღებულია ძველი მატერიალისტური სწავლებებიდან, თავდაპირველად არსებობდა მხოლოდ „ერთი“, რომელიც დაიშალა და მას შემდეგ განაწილებულია „მრავალ“ განსხვავებულ არსებაში, საგანში და მოვლენაში, ფორმებში და სახელებში, სახეობებსა და კატეგორიებში. კონსპიროლოგთა მიხედვით მასონთა იდეალური მიზანია — განადგურდეს „სიმრავლე“, მოისპოს მრავალფეროვანი სიმდიდრე ადამიანებში, კულტურა და ტრადიცია; ეს ყველაფერი — განახლებული „ერთის“ აღსადგენად. ამიტომაც არწივს უჭირავს ლენტი ცამეტი ასოთი შესრულებული ლათინური წარწერით: „E Pluribus Unum“ („სიმრავლიდან — ერთი“). თუმცა თუ ამ ფრაზას გადავთარგმნით, როგორც: „მრავალფეროვნებაშია ერთიანობა“, მაშინ ის უფრო გასაგები ხდება, როგორც მოწოდება გაერთიანებისკენ ახალი ამერიკული საზოგადოების ასაშენებლად.
 
ცამეტის ვიწრო გაგებით ეს ენერგიის განვითარების და ადამიანის ცვლილების დონეთა რიცხვია.
უფრო ფართო გაგებით იგი წარმოადგენს სამყაროს არასრულობის სიმბოლოს და მოთხოვნილებას განმასრულებელი „მწვერვალისა“, რადგან მხოლოდ მისი საშუალებით თუ შეძლებს მიაღწიოს სრულყოფილებას და გაექცეს საფრთხეს. არწივის თავზე ბრწყინავს დავითის ექვსქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც თავის მხრივ შედგება ცამეტი მასონური ხუთქიმიანი ვარსკვლავისგან და სიმბოლურად გამოხატავს შემორიგებას „წინააღმდეგობების“, შემორიგებას „ცისა“ და „მიწის“. აქ ის განასახიერებს სიმდიდრის, ადამიანური განსხვავებულობის და შესაბამისი ფასეულობების განადგურების იდეალს, თუმცა ამ რიცხვის გამოყენება [[აშშ]]–ს დროშაშიც და გერბშიც ოფიციალურად უკავშირდება შტატების თავდაპირველ რაოდენობას, დროშაში თავიდან ვარსკვლავებიც და ზოლებიც ცამეტი იყო, მაგრამ შტატების რაოდენობის 50–მდე გაზრდასთან ერთად ვარსკვლავების რაოდენობა 50 გახდა, ხოლო ზოლები თავდაპირველი სახით დარჩა.
 
==== მასონთა შეთქმულების მიზნები ====
თეორიის მომხრეთა მიხედვით, მასონთა ზოგადი მიზანია ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება მთელ მსოფლიოში ერთი მიმოქცევის საშუალებითა და ხალხებს შორის განსხვავების წაშლით{{ფაქტი}}.
 
==== მეთოდები ====
 
მასონთა შეთქმულების თეორეტიკოსები ამტკიცებენ, რომ მასონთა გავლენა გავრცელდება საქველმოქმედო, მშვიდობის დამცველი, სამართალდამცავი და სხვა ორგანიზაციების საშუალებით. ყველაზე გავრცელებულ მაგალითად ითვლება [[ჯორჯ სოროსი]]ს ფონდი „კულტურული ინიციატივა“, რომელსაც უკავშირებენ თავისუფალ მასონებს. სოროსს აკისრებენ ასევე პასუხისმგებლობას მრავალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მაქინაციაზე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში<ref>http://ka.wikipedia.org/wiki/შავი_ოთხშაბათი შავი ოთხშაბათი გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკაში</ref>.
ჯორჯ სოროსი აფინანსებდა ვარდების რევოლუციასაც საქართველოში<ref>[http://ka.wikipedia.org/wiki/ვარდების_რევოლუცია#.E1.83.9B.E1.83.9D.E1.83.9C.E1.83.90.E1.83.AC.E1.83.98.E1.83.9A.E1.83.94.E1.83.94.E1.83.91.E1.83.98 ვარდების რევოლუცია]</ref>.
 
=== ებრაულ–მასონური შეთქმულება ===
 
== იხილეთ აგრეთვე ==
{{Commonscat|Freemasonry}}
[http://www.glnf.fr/ საფრანგეთის დიდი ეროვნული ლოჟის საიტი (ფრანგულად)]
[http://www.aafm.ge/ საქართველოს ეროვნული დიადი ლოჟის საიტი (ქართულად)]
[https://www.facebook.com/Freemasons.Georgia.GNLG/ საქართველოს ეროვნული დიადი ლოჟის საიტი (სოც. ქსელ ფეისბუქში)]
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:მასონობა| ]]
[[კატეგორია:ეზოთერიზმი]]
[[კატეგორია:რელიგია და პოლიტიკა]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მასონობა“-დან