ვანიონ დარასელი: განსხვავება გადახედვებს შორის

ქართველი მწერალი და დრამატურგი
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ვანიონ ალექსის ძე დარასელი''' (დ. 25 მაისი, 1909, სოფელი კახათი,...
(განსხვავება არ არის)

10:51, 3 აპრილი 2015-ის ვერსია

ვანიონ ალექსის ძე დარასელი (დ. 25 მაისი, 1909, სოფელი კახათი, ახლანდელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი — გ. 13 აპრილი, 1954, თბილისი) — ქართველი მწერალი და დრამატურგი.

ბიოგრაფია

პირველდაწყებითი განათლება მშობლიური სოფლის სკოლაში მიიღო. 1923 წელს სწავლა განაგრძო ბათუმის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა 1927 წელს და დაიწყო მასწავლებლობა. შემდეგ გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, სადაც 1935 წლამდე იმყოფებოდა.

1936-1940 წლებში ვ. დარასელი სწავლობდა დონის-როსტოვის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა ფილოლოგიის განხრით. ყმაწვილი ჯერ კიდევ მოწაფეობისას გაიტაცა ლიტერატურამ, ხოლო ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ ინტენსიურად მიჰყო ხელი სამწერლო მოღვაწეობას. მას შემდეგ კი როცა ქუთაისში გადავიდა საცხოვრებლად, გატაცებით ებმება ლიტერატურულ-შემოქმედებით საქმიანობაში.

1934 წელს ქუთაისში გამოდის მწერლის პირველი კრებული. დონის-როსტოვში რუსულად გამოიცა რომანი „ჩემი შვილი“. აქვე დაინტერესდა და შეაგროვა მასალები ვასილ კიკვიძეზე, რასაც შედეგად მოჰყვა შესანიშნავი დრამატული ნაწარმოების „კიკვიძე“, რომელმაც პოპულარობა მოუტანა ავტორს. სხვადასხვა დროს იდგმებოდა დრამატურგის პიესები „გამახარე“, „უფროსი ძმა“, „ოცნება“ და სხვა. დაჯილდოვებული იყო წითელი ვარსკვლავის ორდენით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994